ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების თემაზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების თემაზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

access_time2019-11-07 13:36:44

საქართველოს ეროვნული ბანკი, ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელთან (OECD/INFE) თანამშრომლობის ფარგლებში, მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრებს მასპინძლობს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.



ღონისძიებები OECD/INFE-ს მიერ ორგანიზებული განათლების ტექნიკური მხარდაჭერის 5-წლიანი (2018-2022) პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელშიც საქართველოს გარდა აღმოსავლეთ ევროპის 6 სახელმწიფო - ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, რუმინეთი, ხორვატია - მონაწილეობს, და რომელიც ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით ცენტრალური ბანკებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.



კონფერენცია სახელწოდებით ფინანსური განათლება და წიგნიერება: ფინანსური განათლების ხელშეწყობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გახსნა.



დღეს ჩვენ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებას - ფინანსური განათლების თემაზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრებს ვმასპინძლობთ, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელს (OECD/INFE), რომელთა ინიციატივითა და მხარდაჭერითაც ხორციელდება ეს ღონისძიებები. კონფერენცია ტარდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ტექნიკური მხარდაჭერის ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია მონაწილე ქვეყნებს დაეხმაროს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში. სასიამოვნოა, რომ პროექტში ჩართული ქვეყნების ყოველწლიური შეხვედრა პირველად სწორედ საქართველოში იმართება.




ღონისძიების ფორმატისა და მასზე მოწვეული საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომადგენლების გამოცდილების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, ის იქნება მეტად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი როგორც საქართველოსთვის, ისე პროექტის მონაწილე თითოეული ქვეყნისათვის.



საქართველოს მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა, რამდენადაც ის 21-ე საუკუნის ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საბაზისო უნარია მისი ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად. ამ მიმართულებით პროექტში მონაწილე ქვეყნებთან ერთად ჩვენთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და გათვალისწინება. ამდენად, დარწმუნებული ვარ, ეს ღონისძიება არსებით როლს შეიტანს ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით განხორციელებულ ჩვენს სამომავლო საქმიანობაში, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.



კონფერენციის მონაწილეები ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის დანერგვის პროცესთან დაკავშირებულ კონცეპტუალურ და ინსტიტუციონალურ საკითხებზე იმსჯელებენ. ამასთან, რეგიონში არსებულ გამოცდილებებს, მიღწევებს და გამოწვევებს, ასევე პროექტის სამომავლო განვითარების ეტაპებს განიხილავენ.



სამუშაო შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებიან, მათ შორის, პრაქტიკოსი სპეციალისტები და ექსპერტები, რომელთა უშუალო პასუხისმგებლობაა შესაბამის ქვეყნებში ფინანსური განათლების ეროვნული ინიციატივების შემუშავება და დანერგვა. შეხვედრები ორიენტირებულია ფინანსური წიგნიერების გამოწვევებზე საპასუხო პრაქტიკული მაგალითებისა და შესაბამისი პოლიტიკის განხორციელების სხვადასხვა შესაძლებლობის განხილვაზე ისეთი სამიზნე ჯგუფებისათვის, როგორებიცაა ახალგაზრდა თაობა - მოსწავლეები და სტუდენტები, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლები.



შეხვედრა ორგანიზებულია საქართველოს ეროვნული ბანკისა და OECD/INFE-ის მიერ, ასევე, ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს მატერიალური მხარდაჭერითა და მასთან არსებული პლატფორმის, Money Wise, ტექნიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით.



ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფინანსური განათლების ქსელი (OECD/INFE) 2008 წელს ჩამოყალიბდა და მისი მიზანია ფინანსური განათლების მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა. OECD/INFE ერთგვარი პლატფორმაა, სადაც ხდება ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებით მონაცემების შეგროვება, ანალიტიკური და შედარებითი ანგარიშების მომზადება, კვლევა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება. OECD/INFE 110-ზე მეტი ქვეყნის 240-ზე მეტ საჯარო სტრუქტურას აერთიანებს.







ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის
access_time2020-01-27 17:30:14
 „კარდინალი“ 30-მდე გამოცდილი და კვალიფიციური იურისტისგან დაკომპლექტებული იურიდიული კომპანიაა. მათი დამოუკიდებელი სამუშაო გამოცდილება საქართველოში 5-10 წლამდე ითვლის. „კარდინალის“ იურიდიული მომსახურების სფეროებს წარმოადგენს: საკონსულტაციო, სარეკომენდაციო (ზეპირსიტყვიერი) მომსახურება, იურიდიული აუდიტი, სასამართლო საარბიტრაჟო დოკუმენტაციის მომზადება და წარმომადგენლობა, კლიენტის ინტერესების შესაბამისად სახელმწიფო, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება,...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა
access_time2020-01-27 17:35:38
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის...

რესტორანი, აუზი, საუნა და საოფისე ფართები - როგორი იქნება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში “ჰუალინგის” სასტუმრო

რესტორანი, აუზი, საუნა და საოფისე ფართები - როგორი იქნება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში “ჰუალინგის” სასტუმრო
access_time2020-01-27 15:50:44
თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისგან მშენებლობის ნებართვა ინვესტორმა გასული წლის 23 აგვისტოს მიიღო.   შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და „Hualing international special economic zone“-ს შორის 2015 წლის 21 ივლისს გაფორმებულ...

„ქართული წისქვილკომბინატები რუხ ფქვილს არ აწარმოებენ“

„ქართული წისქვილკომბინატები რუხ ფქვილს არ აწარმოებენ“
access_time2020-01-27 14:53:58
საქართველოში პურის ხარისხთან დაკავშირებით კითხვები მუდმივად არსებობს, რასაც ობიექტური მიზეზებიც აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში პურის ხარისხის კონტროლი, პრაქტიკულად არავის ევალება. ამ მიმართულებით მთავარი და უკვე ტრადიციად ქცეული კითხვაა, იღებება თუ არა პური საქართველოში. საქმე ეხება ჭვავის და ეგრეთ წოდებულ შავ პურს, რომელიც როგორც წესი ჭვავის, რუხი ფქვილისგან უნდა მზადდებოდეს. თუმცა,...

ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია - შეიზღუდოს ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა

ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია - შეიზღუდოს ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა
access_time2020-01-27 13:37:31
„ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გადადებულია და დღეს იქნება შეხვედრა მაღალ დონეზე, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდეგი რეისების გადადების საჭიროებასთან დაკავშირებით. „შექმნილი გვაქვს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურაც მუშაობს საერთაშორისო...


მსგავსი სიახლეები

up