ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ახალ პროექტს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ახალ პროექტს აქვეყნებს

access_time2022-09-22 16:40:00

ეროვნული ბანკი ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლებაზე ზრუნვას აგრძელებს და ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ახალ პროექტს აქვეყნებს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.



„ფინანსური განათლების მოქმედი სტრატეგია 2016 წელს შემუშავდა და საქართველოში მსგავსი ტიპის დოკუმენტის შექმნის პირველ პრეცედენტს წარმოადგენდა. დოკუმენტი ძირითადად საერთაშორისო გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნებოდა. სტრატეგია ხაზს უსვამდა ფინანსური განათლების მნიშვნელობას, ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ ცოდნის ამაღლებას და დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაღრმავებასა და ფინანსური განათლების მიღების შესაძლებლობების გაფართოებას ისახავდა. განახლებული სტრატეგიის პროექტი კი ქვეყანაში დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე შემუშავდა და, შესაბამისად, ფინანსურ განათლების არსებულ გამოწვევებს უკეთ პასუხობს.



ფინანსური განათლების ახალი, ეროვნული სტრატეგია, ფინანსური განათლების გავრცელებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის, ძირითადი სარეკომენდაციო დოკუმენტი იქნება. სტრატეგია პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ამოცანებს განსაზღვრავს და ხელს უწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის უფრო პრაქტიკული ფორმატით თანამშრომლობას და ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას: ყველა სამიზნე ჯგუფის დაფარვა, მათზე მორგებული აქტივობების განხორციელება და ამ აქტივობების მდგრადობისა და განგრძობადობის უზრუნველყოფა.




ამდენად, მნიშვნელოვანია, დაინტერესებული მხარეები საჯარო, კერძო თუ სამოქალაქო სექტორიდან აქტიურად იყვნენ ჩართულნი სტრატეგიის საბოლოო ვერსიის შემუშავების პროცესში. ამ მიზნით, ეროვნული ბანკი სტრატეგიის პროექტს აქვეყნებს. პროექტის გაცნობა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.



დაინტერესებული მხარეებისგან მოსაზრებებისა და შემოთავაზებების, კომენტარებისა და რეკომენდაციების მოწოდება შესაძლებელი იქნება 2022 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: fe@nbg.gov.ge



ფინანსური განათლების ამაღლებაზე ზრუნვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, გასულ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის: ფინანსური განათლების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრირება, ფინანსური განათლების პირველი ვებპორტალის - „ფინედუს“ (www.finedu.gov.ge) შექმნა, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის ფინანსური განათლების პროგრამების, ონლაინ და ბეჭდური საგანმანათლებლო მასალებისა და ვიდეორგოლების შემუშავება, ყოველწლიური ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების, კონკურსების, ვებინარებისა და ტრენინგების ჩატარება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას აანონსებს

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას აანონსებს
access_time2022-09-30 14:19:24
საქართველოში მომდევნო წლისთვის მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები იგეგმება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. „მაისის ბოლოდან, ივნისში, ივლის-აგვისტოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა იგეგმება. თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექსი არენაზე“, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები. ამ პროგრამაზე ვმუშაობთ და მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი...

საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები - კელი დეგნანი

საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები - კელი დეგნანი
access_time2022-09-30 14:30:19
საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა ამ საკითხზე რეაგირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა,...

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ - შსს

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ -  შსს
access_time2022-09-30 13:33:32
„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე  ინფორმაციით   ასევე შემციდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. „კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ,...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა
access_time2022-09-30 13:06:19
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა. აღნიშნული ბიზნესმენმა ბიზნესპარტნიორს თავად დაუდასტურა.   ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა...

ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხი 7-8%-ით გაძვირდეს

ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხი 7-8%-ით გაძვირდეს
access_time2022-09-30 14:00:12
მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარემ და კომპანია კუმისის დირექტორმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხის ფასი 7-8% -ით გაიზარდოს. მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი სატრანსპორტო გადაზიდვებზე და მუშა - ხელის მომსახურებაზე ფასის გაზრდაა. „თებერვლის შემდეგ კვერცხზე ფასი არ მომატებულა, თუმცა ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ოქტომბრიდან სავარაუდოდ კვერცხზე 7-8% --ით მოგვიწევს ფასის მომატება. მიუხედავად იმისა, რომ მარცვლეული და...


მსგავსი სიახლეები

up