ეროვნული ბანკი ფასიან ქაღალდებში ინვესტირებასთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი ფასიან ქაღალდებში ინვესტირებასთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს

access_time2019-04-15 18:00:04

ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორების ინტერესების დაცვის, სხვადასხვა ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული შესაძლო რისკების თავიდან არიდებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ მხარეებს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების რეგულირების წესს განუმარტავს.


ეროვნული ბანკი მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, ინვესტიციის განხორციელებამდე გაეცნონ ემისიის პროსპექტს და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ სპეციალისტებს დახმარებისთვის.


„შეგახსენებთ, რომ "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, ფასიან ქაღალდად ითვლება ისეთი მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები, როგორებიცაა წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდები (აქციები და ობლიგაციები), ასევე, ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლოა გარდაიქმნან ფასიან ქაღალდებად, ან რომლებიც არიან მათზე ხელმოწერისა თუ მათი შეძენის უფლების მატარებლები. აგრეთვე, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ინსტრუმენტები და უფლებები და საინვესტიციო ხელშეკრულებები. თავის მხრივ, საინვესტიციო ხელშეკრულება არის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ინვესტორი აძლევს სხვა პირს ფულს ან სხვა უფლებას საკუთრებაზე ეკონომიკურ საქმიანობაში დასაბანდებლად, შესაძლო შემოსავლის მიღების მიზნით.



ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება და მათი მიყიდვა საცალო ინვესტორებისთვის, სპეციალური დოკუმენტის - ემისიის პროსპექტის - მომზადებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი დამტკიცების გარეშე აკრძალულია. მოქმედი კანონმდებლობა ასევე განსაზღვრავს შემთხვევებს, რომლებზეც აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება. კერძოდ, საქართველოს სამთავრობო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ფასიანი ქაღალდების შეთავაზება გათავისუფლებულია ემისიის პროსპექტის დამტკიცების მოთხოვნისგან. აგრეთვე, აღნიშნული გამონაკლისი ვრცელდება უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულ ფასიან ქაღალდებზეც. აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხა განსაზღვრულია ეროვნული ბანკის შესაბამისი წესით.


ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია ემისიის პროსპექტში გაამჟღავნოს ისეთი ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ინვესტორის მიერ ინვესტიციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე. პროსპექტში გადმოცემული უნდა იყოს ყველა შესაძლო და პოტენციური რისკი, რომელიც უკავშირდება გამოშვებულ ფასიან ქაღალდს და ემიტენტის საქმიანობას. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ინფორმაციის სრულყოფილად გამჟღავნება უშუალოდ ემიტენტის პასუხისმგებლობაა და ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას არ იღებს პროსპექტში მოცემული ინფორმაციის სისწორეზე.


ფასიან ქაღალდებში ინვესტიციის განხორციელებამდე აუცილებელია ემისიის პროსპექტის შესწავლა და მასში არსებული ინფორმაციის სწორი და კვალიფიციური ანალიზი. ფასიან ქაღალდებში ინვესტირება წარმოადგენს რისკიან ინვესტიციას და მას სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ამასთან, საქართველოში საჯარო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა შესაძლებელია მხოლოდ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის შუამავლობით, რომელთა შესახებ ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. ეროვნული ბანკი მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, ინვესტიციის განხორციელებამდე გაეცნონ ემისიის პროსპექტს და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ სპეციალისტებს დახმარებისთვის“,- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.







რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო  ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა
access_time2019-06-18 14:08:55
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. ტიკარაძემ დავით სერგეენკო შეცვალა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრად 2012 წლიდან მუშაობდა. „დღეს ჩვენ გვაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად და ჯანდაცვის მინისტრის...


მსგავსი სიახლეები

up