ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტის რეალიზაციას 27 ივლისიდან დაიწყებს

ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტის რეალიზაციას 27 ივლისიდან დაიწყებს

access_time2021-07-26 22:30:28

კლიმატის ცვლილება და გარემოზე ზრუნვა დღეს გლობალური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.


დედამიწა რეალურად დგას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების წინაშე და აღნიშნული პრობლემის დაძლევა მხოლოდ და მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. დედამიწის დღეს მსოფლიო ყოველწლიურად, გარემოს დაცვის მნიშვნელობის ხაზგასასმელად და მხარდასაჭერად აღნიშნავს. კვირეულის ფარგლებში იმართება აქტივობები, რომელთა მიზანი გარემოსდაცვითი განათლების მხარდაჭერა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მოსახლეობის ჩართულობა და მოხალისეობის ხელშეწყობაა.


ფინანსური სისტემა გარემოსდაცვით და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს სულ უფრო დიდ ყურადღებას აქცევს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ეროვნულმა ბანკმა მდგრადი განვითარების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და გარემოსდაცვითი საკითხების მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.


სწორედ დედამიწის დღესთან დაკავშირებით და აქტუალური გარემოსდაცვითი საკითხების ხაზგასასმელად, ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტა გამოუშვა.



საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტის დიზაინი იაპონიის ზარაფხანის სახელით ონუკი ნაოჰიკოს მიერ მომზადდა. მონეტა სლოვაკეთის ზარაფხანაში 1500-იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 100 ლარია და მისი შეძენა 2021 წლის 27 ივლისის 10:00 საათიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის საშუალებით -https://moneymuseum.nbg.gov.ge, ხოლო 30 ივლისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმშიც (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) იქნება შესაძლებელი.


2021 წლის 27 ივლისიდან 15 დღის განმავლობაში პროდუქცია ლიმიტირებულად გაიყიდება - ერთი მომხმარებელი მხოლოდ ერთი მონეტის შეძენას შეძლებს (შეზღუდვა ვრცელდება ყველა ოფიციალურ სარეალიზაციო არხზე ერთობლივად), რათა მონეტა დაინტერესებულ პირთა მაქსიმალური რაოდენობისთვის  გახდეს ხელმისაწვდომი.


მონეტის ავერსის ცენტრალურ ნაწილში დატანილია პალმის რტო, რომლის მარცხენა მხარეს წარმოდგენილია დედამიწის გამოსახულება, ხოლო მარჯვენა მხარე ასახავს კლიმატური ცვლილებების თანმდევ მოვლენებს, როგორებიცაა გვალვა, ხანძარი, ქარიშხალი და წყალდიდობა. რკალში დატანილია წარწერები "დედამიწის დღე", "5ლ" "Thank", "Think". გამოსახულებათა და წარწერათა ერთობლიობა მონეტის ავერსზე თვალნათლივ გადმოსცემს, რომ გვმართებს ვიყოთ მადლიერნი ყოველივე იმისთვის, რასაც ჩვენი პლანეტა გვაძლევს და დავფიქრდეთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატური ცვლილებების პრევენციისათვის.


მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ცენტრალურ ნაწილში განთავსებული გამოსახულებების ერთობლიობა, რაც მოიცავს დედამიწის ნახევარსფეროს მოხაზულობაში განთავსებულ ქართულ ორნამენტებს, ყლორტს მწვანე ფოთლებით, ადამიანებისა და ცხოველის სილუეტს და წარწერას "Earth Day". დატანილია, ასევე, წარწერები "5 ლარი" და "2021". წრიულ რკალზე გამოსახულია ქართული ორნამენტები და წარწერები "Georgia" და  "საქართველო".


მონეტის მახასიათებლები:
ნომინალი:
 5 ლარი

შემადგენლობა:
 Ag 925

წონა:
 15.5 გ

დიამეტრი: 
33 მმ

წიბო:
 გლუვი

ხარისხი:
 პრუფი

მოჭრის რაოდენობა:
 1500 ცალი

გამოშვების წელი:
 2021





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up