ეროვნული ბანკი - აქტიურად გვაქვს შეხვედრები მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკის სამინისტროს და ფინანანსთა სამინისტროს მონაწილეობით  და  ერთად ვიხილავთ სხვადასხვა სცენარს

ეროვნული ბანკი - აქტიურად გვაქვს შეხვედრები მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკის სამინისტროს და ფინანანსთა სამინისტროს მონაწილეობით და ერთად ვიხილავთ სხვადასხვა სცენარს

access_time2020-03-06 17:00:58

მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზი საკმაოდ ნეგატიურია. იყო მოლოდინი,რომ 2019 წლის შენელებული ზრდა 2020 წელს გაუმჯობესდებოდა. თუმცა ახლა არსებობს ნეგატიური სცენარი, რომელიც ითვალისწინებს კორონავირუსის გავრცელებას მრავალ ქვეყანაში, რის შედეგადაც მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 2,9%-დან 1.5%-მდე შემცირდება. ჩვენს რეგიონზე გავლენა დაახლოებით  2.5%-იანი იქნება. აქტიურად გვაქვს შეხვედრები მთავრობის ადმინისტრაცი, ეკონომიკის სამინისტროს და ფინანანსთა სამინისტროს მონაწილეობით  და ერთად ვიხილავთ სხვადასხვა სცენარს - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ლარის კურსსა და მონეტარულ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. 


მისი ინფორმაციით, ლარის კურსი არის ჩვენი საგარეო ეკონომიკური ინდიკატორი, რაზეც გავლენას ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს. საქართველოში გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი, ყველა ინფორმაცია და მოლოდინი აისახება კურსზე. გრძელვადიანი სტაბილურობისთვის მცურავი გაცვლითი კურსი ოპტიმალურია, განსაკუთრებით, მცირე ზომის და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის.  გასულ წელს,როდესაც რუსეთმა ემბარგო გამოაცხადა, გაჩნდა კურსის გაუფასურების მოლოდინი, მათ შორის იყო მოლოდინი იმისა, რომ ტურისტულ ემბარგოს სხვა ტიპის ოფიციალური თუ არაოფიციალური ემბარგო დაემატებოდა. შედეგად, გაუფასურებული კურსი გადავიდა ინფლაციაში, რის საპასუხოთაც ჩვენ გავამკაცრეთ მონეტარული პოლიტიკა-აცხადებს მესტვირიშვილი. 


ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა  უპასუხა კრიტიკას ეროვნული ბანკის დაგვიანებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით და განაცხადა,რომ უახლოეს მომავალში ეროვნული ბანკის ჩარევა მოსალოდნელი არ არის.



ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს შესაბამისი ანალიზის საფუძველზე. ჩვენი მოქმედებები დამოკიდებული იყო 2019 წლის ზაფხულის შოკებზე და იმაზე, თუ როგორ განვითარდებოდა ეს შოკები. შეიძლებოდა მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაგვეწყო, თუ ეკონომიკურ ზრდაზე შოკს ექნებოდა უარყოფითი გავლენა, რაც არ მოხდა. მოხერხდა ის, რომ ტურისტები არა რუსეთიდან, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებიდან შემოვიდნენ, რამაც პოზიტიური გავლენა იქონია ეკონომიკის ზრდაზე. სექტემბერი იყო პირველი თვე, როდესაც ევროპიდან უფრო მაღალი ტურისტული შემოსავლები დაფიქსირდა, ვიდრე რუსეთიდან.


უახლოეს მომავალში ჩარევის საჭიროებას ვერ ვხედავთ, მაგრამ ჩვენი შემდგომი მოქმედებები დამოკიდებულია ქვეყანაში, რეგიონში არსებულ ცვლილებებზე“,- ამბობს მესტვირიშვილი.


მან გადაცემაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზეც ისაუბრა.  მისი თქმით, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის. 2019 წელს, წინასწარი მონაცემებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვაქვს 4.4%-. რაც უფრო დაბალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო ნაკლებად ვართ დამოკიდებული საგარეო შოკებზე“ - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

 

 

მოამზადა ნათია კეკენაძემ 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up