ეროვნული ბანკი აგრძელებს თავის მანკიერ პოლიტიკას, რაც პირდაპირ კავშირშია ლარის ამჟამინდელ გაუფასურებასთან - თემურ ბასილია

ეროვნული ბანკი აგრძელებს თავის მანკიერ პოლიტიკას, რაც პირდაპირ კავშირშია ლარის ამჟამინდელ გაუფასურებასთან - თემურ ბასილია

access_time2020-09-25 10:00:34

მიმდინარე წელი თამამად შეიძლება ჩაითვალოს ეროვნული ვალუტისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეკონომიკა მნიშვნელოვან შოკებს განიცდის და ამ ყველაფრის ფონზე, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც მოსალოდნელი იყო, ეკონომისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ლარი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებენ და ლარის დევალვაციაზეც პასუხისმგებლობას, სწორედ ეროვნულ ბანკს აკისრებენ.


რამდენიმე დღის წინ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, მომდევნო დღეს კი სებ-მა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების და ზოგადად, სებ-ის ბოლოდროინდელი საქმიანობის შეფასება ვთხოვეთ, ფინანსისტსა და პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, თემურ ბასილიას.


სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი აგრძელებს თავის მანკიერ პოლიტიკას, რაც პირდაპირ კავშირშია ლარის ამჟამინდელ გაუფასურებასთან. არაერთხელ მისაუბრია ამ პრობლემაზე. ახლაც, გავიმეორებ ჩემს მიერ 6 თვის წინ, 28 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციას:


გასულ კვირას გვამცნეს, რომ გაცვლითი კურსის დასტაბილურების მიზნით ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი დოლარი გამოიტანა ბაზარზე; ანუ, მიმოქცევიდან ამოიღო დაახლოებით 350 მილიონი ლარი. მაგრამ, არავის უთქვამს რა ხდებოდა მის პარალელურად. და, ხდებოდა ის რომ, ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებდა ლარის გაუფასურების მიზანმიმართულ პოლიტიკას, რასაც რამდენიმე წელია ატარებს. კერძოდ, რეფინანსირების სესხების საბაბით ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში გაუშვა:

12 მარტს - 1.7 მილიარდი ლარი

19 მარტს - 1.850 მილიარდი ლარი


26 მარტს - 2.420 მილიარდი ლარი

(ინფორმაციის წყარო: ეროვნული ბანკის ვებ გვერდი, რეფინანსირების აუქციონებზე გაცემული სესხები).


როგორც ვხედავთ, გასული კვირის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი დოლარი გაყიდა რეზერვებიდან, ანუ მიმოქცევიდან ამოიღო დაახლოებით 350 მილიონი ლარი. თუმცა, იმავე კვირის განმავლობაში მიმოქცევაში დამატებით გაუშვა ე.წ. რეფინანსირების სესხების სახით 2,420.000 ლარი(ანუ თითქმის 2 მილიარდ 500 მილიონი) ლარი. არა მგონია, ამის შემდეგ ვინმესთვის გასაკვირი იყოს ის, რაც ხდება ლართან დაკავშირებით.


ასეთი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში, ინტერვენციების, ანუ ეროვნული ბანკის რეზერვების გაყიდვის გაგრძელებას აზრი არ აქვს. რა აზრი აქვს 100 მილიონი დოლარის გაყიდვას და ამით მიმოქცევიდან 350 მილიონი ლარის ამოღებას, როდესაც იგივე ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხების სახით მიმოქცევაში დამატებით უშვებს 7-ჯერ მეტ ლარს. ეს ხომ წყალში გადაყრილი ფულია“, - განმარტავს ბასილია.


ფინანსისტის თქმით, სამწუხაროდ, იმის ნაცვლად რომ ეროვნულ ბანკს სწორი დასკვნები გამოეტანა ადრე დაშვებულ შეცდომებსა და გადაცდომებზე, იგი კვლავ აგრძელებს ლარის ხელოვნურად გაუფასურების პოლიტიკას, რაც საბოლოოდ საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას.


ორმაგად სამწუხაროა, რომ ეს ხდება საქართველოში ფულის რეფორმის ჩატარებისა და ქართული ლარის შემოღების 25 წლის თავზე. 1995 წლის 25 სექტემბერს მე და ჩემმა მეგობრებმა ჩავატარეთ გულის რეფორმა და მიმოქცევაში გავუშვით ლარი, რომელიც ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტია. მე გახლდით იმ სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელი, რომელსაც ევალებოდა ფულის რეფორმა და ქართული ლარის მიმოქცევაში გაშვება. ძალიან გულსატკენია, რომ დღეს ის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც უნდა ზრუნავდნენ ქვეყნის ფინანსურ სტბილურობასა და ეროვნულ ვალუტაზე, პირიქით, მისთვის ძირის გამოთხრით არიან დაკავებულები“, - აცხადებს თემურ ბასილია.


აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ კვირაში ლარი დოლარის მიმართ თითქმის 20 თეთრით, წლის დასაწყისიდან კი 40 თეთრით გაუფასურდა. იანვრიდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ბაზარს 400 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა, ბოლო ორ კვირაში კი სამჯერ გაყიდა 40-40 მილიონი, მაგრამ ლარის კურსს ვერც ამან უშველა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up