ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ცენტრი აშენდება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ცენტრი აშენდება

access_time2020-03-05 14:22:21

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ცენტრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად მიიღო.



კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ბოტანიკური ცენტრის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დედაქალაქის მერმა ბოტანიკური ბაღის შენარჩუნებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს, ასევე, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა.



„დღეს ბოტანიკურ ბაღში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც ბაღის ტერიტორიაზე ბოტანიკური ცენტრის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის სრულად განხორციელებას დაახლოებით, წელიწადნახევარი დასჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მომუშავე ადამიანებს ნორმალური პირობები ექნებათ, რადგან მათი შრომა ფასდაუდებელია. ეს იქნება საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც იმ ახალგაზრდებს, რომელთაც სამომავლოდ ამ მიმართულებით მუშაობის სურვილი და ინტერესი აქვს, გადამზადებისა და განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცემა, რაც მათ მომავალ საქმიანობაში დაეხმარება. მადლობა ყველა თანამშრომელს, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ბოტანიკური ბაღი შენარჩუნებული, მოვლილი და გალამაზებული ყოფილიყო. ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“. მათი როლი ბოტანიკური ბაღის შენარჩუნებასა და განვითარებაში ძალიან დიდია“, - განაცხადა კახა კალაძემ.



ღონისძიებაში ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) გენერალური მდივანი პოლ სმიტი მონაწილეობდა, რომლის შეფასებით, პროექტი საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვანი იქნება და ბოტანიკური ბაღის განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანს.




„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის. მინდა, თამამად ვთქვა, რომ ეს იქნება მსოფლიო დონის ბოტანიკური ბაღი. მოხარული ვართ, რომ აღნიშნულ პროცესში ჩვენც ვმონაწილეობთ. მივესალმებით საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოს იმ ეროვნული ბოტანიკური ბაღების ოჯახში, რომელთაც მცენარეთა კონსერვაციაში, მეცნიერებასა და საჯარო განათლებაში მნიშვნელოვანი შრომა აქვთ ჩადებული“, - განაცხადა პოლ სმიტმა.



ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ უმასპინძლა. მისი განმარტებით, ახალი ბოტანიკური ცენტრი ლაბორატორიულ და ადმინისტრაციულ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს.



თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ბოტანიკური ბაღის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად მიმართულებას მოიცავს და ბაღის სამეცნიერო-კვლევით, მცენარეთა საკონსერვაციო და საგანმანათლებლო მუშაობის ეფექტურობას გაზრდის. ცენტრში თავს მოიყრის მცენარეთა დაცვის ლაბორატორია, ეროვნული თესლის ბანკი, ქსოვილური კულტურის ლაბორატორია, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და ეკოსაგანმანათლებლო სივრცე.



2020 წელს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ოფიციალური სტატუსის მინიჭების 175 წელს აღნიშნავს. საიუბილეო წელს ახალი ბოტანიკური ცენტრის მშენებლობა ისტორიული დაწესებულების საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის და მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლასა და კონსერვაციას შეუწყობს ხელს.



ბოტანიკური ცენტრის მშენებლობაზე, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აგაჰ გრუპი“ განახორციელებს, 2.7 მილიონ ლარი დაიხარჯება. პროექტი 2021 წელს დასრულდება.



ბოტანიკურ ბაღში გამართულ ღონისძიებას თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წევრები, მეგობარი ქვეყნების ელჩები, პარტნიორი ბოტანიკური ბაღების წარმომადგენლები, ასევე, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up