გლობალურმა პრობლემა -კორონავირუსმა ეკონომიკური კრიზისი გამოიწია. შეჩერებული წარმოება და გაუფასურებული ვალუტა. მსოფლიოს ქვეყნები ვირუსით გამოწვეულ შედეგებს ებრძვიან. იმის, ფონზე რომ რეგიონში ყველაზე მეტად გაუფასურება ლარმა განიცადა და მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა, ბანკებისგან დაანონსებული საშეღავათო პერიოდით სარგებლობენ. მათ, კი ვისაც საპროცენტო ვალდებულება ლომბარდში აქვთ, შეღავათს მათგან ითხოვენ. ლომბარდები კი დასახმარებლად კომერციულ ბანკებს მიმართავენ.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, რამდენად მართებულია ლომბარდების მოთხოვნა, საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით. ამ კითხვით, კი როგორც სფეროს სპეციალისტებს ასევე ეროვნულ ბანკს მივმართეთ.
„საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, კომერციული ბანკები როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირების პირად საქმეებს ინდივიდუალურად განიხილავენ და შესაბამისად მოქმედებენ.
„საუბარია ლიკვიდობაზე და არა მომგებიანობაზე, ამ მიმართულებით დღეს არ მიმდინარეობს საუბარი. უნდა შევხედოთ კონკრეტულად რა გამოწვევების წინაშე იქნება სექტორი. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ კომერციული ბანკები მზად არიან თითოეული პრობლემის მოსმენისათვის. ინდივიდუალურად განიხილავენ, როგორც ფიზიკური პირების ასევე მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემულ სესხებს.“-ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.
საქართველოს ეროვნულ ბანკში კი აცხადებენ, რომ კომერციულმა ბანკებმა თავიანთი სურვილით დააანონსეს გადავადების აქციის თაობაზე. შესაბამისად, თავიანთი პოლიტიკის და მომხმარებლების მდგომარეობის გათვალისწინებით თავად წყვეტენ ვის რა ტიპის შეღავათი გაუწიონ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი მოკლებულია შესაძლებლობას დავალებები ან სპეციალური მითითებები გამოსცეს კომერციული ბანკებისთვის.
„ისეთი სესხების პირობების ცვლილება, რომელიც არ ხვდება ავტომატური გადავადების დაანონსებული აქციების ფარგლებში, კომერციული ბანკების მიერ განიხილება ინდივიდუალურად შიდა პოლიტიკა პროცედურების შესაბამისად, რაც ასევე მოიცავს ე.წ. ლომბარდულ მსესხებლებსაც.”-განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
ნათია ლომიძე