„ეროვნულ ბანკს  ხაზინაში არსებული  საპენსიო შენატანების დეპოზიტზე გადატანის  უფლება ამ მოცემულობით არ აქვს“

„ეროვნულ ბანკს ხაზინაში არსებული საპენსიო შენატანების დეპოზიტზე გადატანის უფლება ამ მოცემულობით არ აქვს“

access_time2019-02-15 10:00:33

„ეროვნულ ბანკს ხაზინაში არსებული საპენსიო შენატანების დეპოზიტზე გადატანის უფლება ამ მოცემულობით არ აქვს,“-ამის შესახებ იურისტი ლევან ალაფიშვილი „კომერსანტთან“ საუბრობს. როგორც ცნობილია, საპენსიო სააგენტო სებ-ს ხაზინაში არსებული საპენსიო შენატანების დეპოზიტზე გადატანის ნებართვას სთხოვს.


ამ დროისთვის საპენსიო ფონდში 50 მლნ ლარია აკუმულირებული, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებული არ არის და, შესაბამისად, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი არ არსებობს, თავად სააგენტოს ინვესტირების უფლება არ აქვს და თანხა ბანკებში ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზეა განთავსებული.


გუშინ კი, ცნობილი გახდა, რომ საპენსიო სააგენტომ საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიიღო თანხმობა ბანკებში არსებული ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე განთავსებული საპენსიო შენატანები დეპოზიტზე გადაიტანოს.


როგორც bm.ge-ის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ განუცხადა, ბანკებში დეპოზიტებზე, დაახლოებით, 25 მილიონი ლარი განთავსდა, რომელსაც 6%-მდე სარგებელი დაერიცხება. საპენსიო შენატანების დარჩენილი 25 მილიონი ლარი ხაზინის ანგარიშზე ირიცხება - ეს სახელმწიფო სტრუქტურებისა და იქ დასაქმებული ადამიანების საპენსიო შენატანებია.




 როგორც ალაფიშვილი განმარტავს, ეროვნულ ბანკს მშვიდობიან პერიოდში არ შეუძლია საპენსიო ფონდის თანხების "მართვაში" ჩარევა. საუბარია, დეპოზიტების განთავსების ნებართვაზე. ამის უფლება სებ-ს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს აქვს.



„ეროვნულ ბანკს უფლება აქვს საგანგებო მდგომარეობის დროს საპენსიო სააგენტოში შემოიღოს დროებითი, სპეციალური რეჟიმი და დანიშნოს სპეციალური მმართველი. ამ შემთხვევაში, სწორედ ამ მმართველზე გადადის საპენსიო სააგენტოს ყველა კომპეტენცია, მათ შორის, საინვესტიციო საბჭოსი. სხვა შემთხვევაში ეროვნულ ბანკს პირდაპირ ამის კომპეტენცია არ გააჩნია. ეს არაპირდაპირ, სპეციალური მმართველის მეშვეობით შეიძლება მოხდეს,“-აღნიშნავს ალაფიშვილი.


მისივე განმარტებით, სპეციალური რეჟიმის დაწესებას კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 254/04 ბრძანება ამყარებს. დოკუმენტში გაწერილია როგორ ხდება სპეციალური რეჟიმის შემოღება და როგორ უქმდება. როგორც ალაფიშვილი აცხადებს, დღეს ეროვნული ბანკის მხრიდან საპენსიო სააგენტოში სპეციალური რეჟიმის შემოღების საფუძველი არ არსებობს. „ინვესტიციები არ დაუკარგავთ, დარღვევებზე ეროვნული ბანკის შენიშვნების შეუსრულებლობა სახეზე არ არის და სხვა ისეთი გარემოება, რომელიც საფრთხის ქვეშ დააყენებს რამეს, არ არსებობს,“-აღნიშნავს ალაფიშვილი.


ალაფიშვილის მოსაზრებით, ერთადერთი გამოსავალი საინვესტიციო საბჭოს დროულად დაკომპლექტება და შემდეგ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაა, რომელიც იმაზე ხანგრძლივი პროცესი იქნება, ვიდრე საბჭოს დაკომპლექტება. ალაფიშვილის განმარტებით, დოკუმენტი უნდა შემუშავდეს კვლევებზე დაყრდნობით, მოეწყოს განხილვები და ამის მერე უნდა დამტკიცდეს. როგორც იურისტი აღნიშნავს, აღნიშნული დოკუმენტის მიღება დაახლოებით წელიწადნახევარი ვერ მოხერხდება.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 






მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up