„ეროვნულ ბანკს ვურჩევ, რომ როდესაც  ქართული ლარი გამყარებას დაიწყებს არ ჩაერიოს და მაშინვე არ მოახდინოს დოლარის სარეზერვო ფონდის შევსება“

„ეროვნულ ბანკს ვურჩევ, რომ როდესაც ქართული ლარი გამყარებას დაიწყებს არ ჩაერიოს და მაშინვე არ მოახდინოს დოლარის სარეზერვო ფონდის შევსება“

access_time2020-05-12 16:05:05

„ეროვნულ ბანკს ვურჩევ, რომ როდესაც  ქართული ლარი გამყარებას დაიწყებს არ ჩაერიოს და მაშინვე არ მოახდინოს დოლარის სარეზერვო ფონდის შევსება. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ კურსმა განიცადოს რევალვაცია და დაუბრუნდეს ლოგიკურ ნიშნულს“, ამის შესახებ კომერსანტს კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW ჯგუფი) დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა. ბიზნესმენი ეროვნულ ბანკს ურჩევს გუნდური თამაშის წესებით მოქმედება გააგრძელოს. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ზურაბ ჩხაიძე როგორც რეგიონში ასევე ქალაქში, ბიზნესის განვითარებაზე სწრაფ რეაგირებას  ისურვებდა. KTW ჯგუფი დამფუძნებელი იმ მოლოდინებზე საუბრობს, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან ელოდება.

 

„ზოგადად, ყველას მაქსიმუმის მოლოდინი აქვს თუმცა,  ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ როდესაც სახელმწიფო ცდილობს შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებით დაგეხმაროს,ეს  დასაფასებელია. მეორე საკითხია, როდესაც არსებობს ამის საშუალება და არ კეთდება. ცხადია, აქ მოლოდინი და მოთხოვნა მეტია. დღეს არც ისე  დიდი ბიუჯეტი აქვს ჩვენს ქვეყანას, რომლის გარკვეული ნაწილი ისედაც მიმართულია კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. სოციალური განწყობა, რომელიც  საკმაოდ მაღალია  ხალხში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.ეს არის ზუსტად სახელმწიფოსგან მიღებული სწორი გადაწყვეტილებების შედეგი. ვფიქრობ, რომ მათ მაქსიმუმი გააკეთეს, მიიღეს სწორი გადაწყვეტილებები და გამოავლინეს კრიზისული მართვის უნარები, რაც კიდევ დადასტურდა ბოლო პერიოდში  მათი მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში და მიღებულ ზომებში“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

 

KTW ჯგუფის დამფუძნებელი აცხადებს, რომ საქართველოს ბაზარზე გაყიდვებს თავისი პრინციპები გააჩნია.მისი თქმით, შიდა ბაზარი შეფერხდა, რადგან გაყიდვების 35% ტურისტული და სარესტორნო სფეროდან იყო. სწორედ ამიტომ ზურაბ ჩხაიძის თქმით, გაყიდვები შემცირდა, რადგან  ტურისტების შემოდინება შეწყდა. რაც შეეხება საექსპორტო ბაზარს, ბიზნესმენის განმარტებით, კომპანია ზოგიერთ ქვეყანას პროდუქტს სტაბილურად აწვდის, ხოლო ზოგიერთთან ვაჭრობა შენელდა, მათი ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო. მისი განმარტებით, კომპანიამ გაყიდვების ტემპი მეტნაკლებად შეინარჩუნა. ზურაბ ჩხაიძე „კომერსანტთან“ დეტალურად საუბრობს თუ რა გავლენა მოახდინა covid 19-მა „KTW ჯგუფის“  საქმიანობაზე.

 

„მოგეხსენებათ covid 19-მა მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყანას მიაყენა ზიანი და შეცვალა რეალობა, არც საქართველო იყო გამონაკლისი. KTW ჯგუფი ჰოლდინგია, რომელსაც აქვს რამდენიმე მიმართულება და  ჩვენს ყველა საქმიანობაზე ვირუსის არსებობა განსხვავებულად აისახა. მაგალითად, ტურიზმის სფეროში ისე შეგვეხო  როგორც ყველას: დაიკეტა ჩვენი საფირმო მაღაზიები და რესტორნები. გურჯაანის რაიონში, სოფელ ახაშენში მდებარე ჩვენი კომპლექსი „ახაშენი ღვინის კურორტი& სპა“  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით დროებით საკარანტინე ზონად გამოცხადდა. საბოლოო ნაკადი 15 ივნისს დატოვებს კომპლექსს.  რაც შეეხება ჩვენს ძირითად საქმიანობას - ღვინისა და ბრენდის წარმოებას, აქაც იყო მცირე  შეზღუდვა ჩვენი პერსონალის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ საქმიანობა გავაგრძელეთ“,- აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

 


ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ ღვინის სექტორს შეიძლება მოკლევადიანი პრობლემები შეექმნას. მისი განმარტებით მცირე და საშუალო მარნებს გაუჭირდებათ შეინარჩუნონ გაყიდვების ის ტემპი, რაც აქამდე ჰქონდათ, რადგან მათი პროდუქცია ძირითადად, ტურისტულ ნაკადებზე იყო გათვლილი. ბიზნესმენი იმ ზარალზე ამახვილებს ყურადღებას რომელიც ეკონომიკურ საქმიანობებზე შეზღუდვის დაწესებით, KTW ჯგუფს მიადგა.

 

„ჩვენ გვაქვს სამი მიმდინარე პროექტი, რომლებსაც ჩვეულ რიტმში ვაგრძელებთ, ხოლო ორი ახალი პროექტი, რომლებიც დაგეგმილი გვქონდა დროებით შევაჩერეთ.


დაახლოებით ზიანის დასახელება გამიჭირდება, თუმცა, ჩვენ როგორც ღვინისა და ბრენდის წარმოებით, ღვინის ტურიზმითა და სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურების განვითარებით დაკავებულ კომპანიას ცხადია შეგვეხო პრობლემა და ზიანიც შესაბამისი იქნება. თუმცა KTW ჯგუფს აქვს ანტიკრიზისული გეგმა, დეტალურად ახსნა გამიჭირდება, მაგრამ  ჩვენმა კომპანიამ ყველაფერი გააკეთა, გასწია ყველანაირი სამუშაო, რომ შეენარჩუნებინა ჩვეული რიტმი.რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ შევძელით, რომ ველისციხის ღვინისა და ბრენდის გადამმუშავებელმა ქარხანამ, „შატო მანავის“ ჩამომსხმელმა ქარხანამ, პატარძეულის ღვინის ქარხანამ და „გურამიშვილის მარანმა“ შეინარჩუნეს მუშაობის ტემპი. ჩვენ ამ დრომდე ვმოქმედებთ სახელმწიფოსა და ჯანადაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაციის დაცვით. სწორედ ეს არის ანტიკრიზისული გეგმის შედეგი“, - განმარტავს ბიზნესმენი.

 

KTW ჯგუფი დამფუძნებელი და მმართველი სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობის დახმარებით ღვინის სექტორმა მნიშვნელოვანი დარტყმა აირიდა.

 

„სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კომუნიკაცია გვაქვს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ქართული ღვინის ასოციაციის მეშვეობით. ეს ფორმულა ძალიან კარგად მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ჩვენც ბოლო წლებია ამ მეთოდს ვიყენებთ სახელმწიფოსთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ურთიერთობისას.ეს არის ძალიან მჭიდრო, ინდივიდუალურ დონეზე დაყვანილი კომუნიკაცია იმის მიხედვით ვის რა საჭიროება აქვს. შედეგებიც სახეზეა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთი-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია 2001 წელს დაფუძნდა, „KTW“ აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით. 16 წლის განმავლობაში, „KTW“ ღვინის ექსპორტს მსოფლიოს 20–ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.კომპანიის წარმოების უმრავლესობა მისივე ვენახის ყურძნისგან მოდის. კომპანიის ვენახები ამჟამად 600 ჰექტარზე მთელი საქართველოს გარშემოა განლაგებული. ამჟამად „KTW“ 50-ზე მეტ ძირძველ ყურძნის ჯიშთან მუშაობს.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up