„ეროვნულ ბანკს მოუწევს რეზერვების სერიოზულ ნაწილთან დამშვიდობება, რათა  ქვეყანაში აჟიოტაჟი არ შეიქმნას“

„ეროვნულ ბანკს მოუწევს რეზერვების სერიოზულ ნაწილთან დამშვიდობება, რათა ქვეყანაში აჟიოტაჟი არ შეიქმნას“

access_time2019-11-19 10:00:13

„ქუჩის გადაკეტვა და ათასობით ათასი ადამიანის შეკრება დედაქალაქის ცენტრში კონკრეტული მოთხოვნით, ნებისმიერი ინვესტიციის შემოდინებას სარისკო საქმედ აქცევს.  ლარის კურსმა კი რამდენიმე პუნქტით გაუფასურება უკვე მოასწრო.“ - ასე აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს,  საზოგადოებასა და მთავრობას შორის პოლარიზაციას და ამ ყველაფრის ეკონომიკასა და ბიზნესსექტორზე გავლენას ბიზნესმენი ივა ჭყონია.


ბოლო დღეებში  დოლარის კურსის რამდენიმე პუნქტით გაუარესებამ, ყოველდღიურმა დემონსტრაციებმა პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით და საზოგადოებაში არსებულმა უნდობლობის ზრდამ მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ გონივრული საფრთხის შეგრძნება დაბადა .   2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს განვითარებული მოვლნების შედეგ კი მალევე 2,98-ის ნიშნულს მიაღწია.


 „ფაქტები გვაჩვენებს, რომ ნებისმიერი ასეთი პროცესი ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და ამიტომ ერთადერთი ვისაც შეუძლია ეს ყველაფერი დაბალანსოს, არის მთავრობა.  დღეს რომ ისეთივე მძიმე ვითარება მივიღოთ, როგორიც ზაფხულში იყო, ეროვნულმა ვალუტამ იმის ნახევარი კრიზისიც რომ განიცადოს, რაც იყო ივნისის მოვლენების შემდეგ,  საკმარისი იქნება, ბიზნეს სექტორის პარალიზებისთვის.  დღეს ამის ნიშნები ჯერ არ არის, მაგრამ ლოგიკურია რომ განმეორდეს იგივე, თუ სიტუაცია არ გამოსწორდა. არამგონია ეს ისეთი საკითხი იყოს, რომ მთავრობას არ შეეძლოს მისი გადაწყვეტა, ამით  ხალხიც და ეკონომიკაც კმაყოფილი უნდა დარჩეს.“- ამბობს „დისტრიბუტორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ივა ჭყონია.



„ისთ გეით ჯგუფის“ სამწეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი „კომერსანტის“ კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა ქვეყანაში არსებული არასტაბილულრი პერიოდი ბიზნესის შემოსავლების შემცირებას, შედარებით პოზიტიურადაა განწყობილი და მიიჩნევს რომ არსებული სიტუაცია პანიკის საფუძველს არ ქმნის.


„როცა საზოგადოების სწრაფვა ცვლილებებისკენ მასშტაბურ სახეს იღებს, ამას ძალიან დიდი საფრთხე მოაქვს ეკონომიკისთვის. ლარის კურსი ერთ-ერთი კომპონენტია ამ პროცესებში  - ბუნებრივია ადამიანი დოლარს იმარაგებს და ამ ვალუტაზე სერიოზული ზეწოლა ხდება. ასეთ დროს ეროვნულ ბანკს სავარაუდოდ მოუწევს რეზერვების სერიოზულ ნაწილთან დამშვიდოებება იმისთვის, რომ აჟიოტაჟი არ შეიქმნას ქვეყანაში. დღევანდელ სიტუაციაში კრიტიკული მასა არ არის ცვლილებისკენ განწყობილი. საზოგადოება ძალიან მარტივად ხვდება, რომ რამდენიმე ადამიანს პარლამენტში მოსახვედრად სჭირდება ის კანონი, რომელმაც უნდა იმუშაოს ერთი წლის შემდეგ  და ასეთი ვითარება არსებით ცვლილებებს ვერ მოახდენს. საზოგადოების განწყობაა აქ მთავარი და არა რამდენიმე ადამიანის აგრესიული ქმედება.  21 ივნისი იყო კონკრეტული ფაქტი, რომელიც საზოგადოებამ შეურაცხყოფად მიიღო, რასაც ვემხრობი აბსოლუტურად. ვერ ვხედავ საზოგადოებაში ერთიან განწყობას და ვერ ვხედავ, რომ რადიკალური ცვლილებები შეიძლება მოხდეს და ამან შეიძლება შეარყიოს ეკონომიკა. თუმცა, ინვესტიციების პროცესი სავარაუდოდ შეფერხდება, უცხოელები კითხვებს სვამენ, თუ რისი მომასწავებელია ეს აქციები მათი ფინანსების კუთხით. ეს არ არის კარგი,  მაგრამ დღევანდელი ვითარებას არ ვყურებ დრამატულად იმიტომ, რომ საზოგადოება არ არის განწყობილი, რომ რევოლუციური ცვლილებები მოახდინოს.“ - ამბობს ირაკლი იაშვილი



შეგახსენებთ, ლარი დოლართან ერთთვიან მინიმუმზეა -1 დოლარი 2.9736 ლარი გახდა. 18 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად,დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.13 თეთრი შეადგინა.გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2888 ლარია. მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.2779 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.09 თეთრი შეადგინა.


მარიამ მორგოშია




Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია

Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია
access_time2020-04-01 20:00:58
1 აპრილს მილიონობით ამერიკის მაცხოვრებლისთვის იჯარის გადახდის ბოლო ვადა ყველაზე დამამძიმებელი აღმოჩნდა. უძრავი ქონების ყოველი მეოთხე მოქირავნე ახლა შემოსავლის მეოთხედზე მეტს საცხოვრებელზე იხდის. საცხოვრებლის ქირა კი მხოლოდ პირველია იმ გადასახადების რიგში, რისი მოგვარებაც აპრილში ხალხს მოუწევს -  კომუნალური გადასახადები, საკრედიტო ბარათები, დაზღვევა, იპოთეკა, სტუდენტური გადასახადი - ბევრი რამ რასაც არაერთი ამერიკელი უბრალოდ ვერ გასწვდება. კარგი ამბავი ისაა, რომ აპრილიდან სექტემბრის...

ლიბერთი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
access_time2020-04-01 17:50:52
დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ...

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა
access_time2020-04-01 19:00:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა...

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა
access_time2020-04-01 18:10:11
საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა. როგორც „კომერსანტმა“  გაარკვია, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა.    ინფორმაციის გადამოწმება მთავრობის ცხელ ხაზზეც ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ დეველოპერული საქმიანობა ქვეყანაში გუშინ აიკრძალა. 144-ზე გვითხრეს, რომ შპს-ს იმ შემთხვევაში აქვს მუშაობის უფლება...

ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს

 ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს
access_time2020-04-01 17:50:09
„თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე აქ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ აქ იქნება პატარა, რუჩუაზე ოდნავ დიდი ნაკადული“, - ეს სიტყვები მოძრაობა „არა ონის კასკადის“ ერთ-ერთ აქტივისტს ეკუთვნის, რომელიც მან რაჭის სოფელ ნიგავზების მდინარის ვიდეოკადრებთან ერთად გამოაქვეყნა. ასე გააპროტესტა მან რაჭაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა. გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებული პროექტი მოწონებულია - 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად...


მსგავსი სიახლეები

up