ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება

access_time2020-09-23 09:50:04

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალა. ცვლილებები ძალაში 4 ნოემბრიდან შევა და შეავსებს იმ ვაკუუმს რაც კანონის აღსრულების კუთხით იდგა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ.

 

ორგანულ კანონში ცვლილებებს წლებია ითხოვს სადაზღევევო სექტორი, რომელმაც ბანკების მხირდან კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა არაერთხელ საჯაროდ დააფიქსირა. დღეს ჩვენს კითხვებს სადაზღვევო კომპანია უნისონის გენერალური დირექტორი ბატონი ვასილ ახრახაძე უპასუხებს.

 

ბატონო ვასილ როგორ ფიქრობთ ამ მიმართულებით საჭიროება მომწიფდა  და მისი განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა დრომ მოიტანა თუ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინტერესების თანხვედრას აქვს ადგილი?

 

ცვლილებაზე გავლენის ორივე ფაქტორი სწორედ აღნიშნეთ, როლი დრომაც ითამაშა და ხელისუფლების კერძო სექტორის მიმართ მხარდაჭერამაც.

აუდიტორიისათვის უფრო გასაგები რომ იყოს რასთან გვაქვს საქმე, მინდა იმ მიზეზებზე ვისაუბრო, რამაც ჩვენი მხირდან აღნიშნული ცვლილებების ინიცირება გამოიწვია.

2018 წლის დასაწყისში, სადაზღვევო კომპანია უნისონის მომხმარებელს, მორიგ ჯერზე, კომერციულმა ბანკმა უარი უთხრა ჩვენ მიერ გაცემული დაზღვევის პოლისის მიღებაზე. ბანკი აღიარებდა მხოლოდ მისი შვილობილი და ან მასთან მჭიდროდ აფილირებული სადაზღვევო კომპანიის პოლისებს, რითაც მომხმარებლის უფლებასთან ერთად - ესარგებლა თავისუფალი არჩევანის პირობით - უხეშად არღვევდა კონკურენციის პრინციპებს. 


ჩვენ, კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს და ეროვნულ ბანკს.  სწორედ მაშინ გამოიკვეთა კაზუსი კანონში.

ბატონო ვასილ, უფრო დეტალურად რომ განგვიმარტოთ, რომელ კაზუსზე საუბრობთ?

ჩვენი მიმართვის ორივე ადრესატმა, კონკურენციის სააგენტომ და ეროვნულმა ბანკმა, გვიპასუხა რომ კონკურენციის შესახებ კანონი ეროვნული ბანკის ქვემდებარე სფეროზე არ ვრცელდება. ამ საოცარი „აღმოჩენის“ შემდეგ, მიუხედავად უიმედო პროგნოზებისა, შევუდექით იმ რთულ გზას, რამაც დღევანდელ შედეგამდე მიგვიყვანა.

უნისონის ინიციატივით 2018 წლის 02 მაისს, მოწვეულ იქნა სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის სხდომა, რომლის საოქმო გადაწყვეტილებით სადაზღვევო ინდუსტრიის აბსლუტურმა უმრავლესობამ, გარდა ბანკთან დაკავშირებული 3 სადაზღვევო კოპანიისა, მხარი დაუჭირა ინიციატივას - მოთხოვნით მიგვემართა საკანონმდებლო ორგანოსთვის კანონში გასატარებელი ცვლილების თაობაზე.

შემდეგ იყო არაერთი შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში საკომიტეტო მოსმენის ფორმატში, სადაც თითქმის ერთსულოვნები ვიყავით სახელმწიფო და კერძო სექტორი. სწორედ კანონმდებლების ერთსულოვანი მხარდაჭერით მივიღეთ ის შედეგი, რისკენაც მიემართა ამხელა ძალისხმევა.

 

კონკრეტულად, რა ხელშესახები ცვლილებები უნდა იგრძნოს მომხმარებელმა აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ?

 

მომხმარებელს მიეცემა თავისუფლება ბანკთან სასესხო ვალდებულების აღებისას აირჩიოს სასურველი სადაზღვევო კომპანია. ეს ნიშნავს გაზრდილ კონკურენციას სადაზღვევო კომპანიებს შორის, რაც პირდაპირ აისახება მომხმარებელზე.

ჩვენ, უნისონის გუნდი,  4 ნოემბრიდან კვლავ დავდგებით მომხმარებლის უფლებების სადარაჯოზე და მსგავსი ფაქტების გამოვლენისთანავე, შემდგომი რეაგირების მიზნებისათვის, დაუყოვნებლივ მივმართავთ  კონკურენციის სააგენტოსა და აწ უკვე ეროვნულ ბანკსაც.

მედიის საშუალებებსაც გთხოვთ, რაც შეიძლება მასიურად უზრუნველყოთ ამ სასიკეთო ცვლილების გაშუქება, რათა ნებისმიერი პირი (ფიზიკური თუ იურიდიული)  ინფორმირებული იყოს მისი განსაკუთრებული უფლების - ისარგებლოს თავისუფალი არჩევანის პირობით - დაცვის შესაძლებლობებზე.


R




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up