ეროვნულ ბანკს ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული რეფორმა რომ არ განეხორციელებინა, შესაძლოა სისტემური ფინანსური რისკი მიგვეღო – კოვზანაძე

ეროვნულ ბანკს ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული რეფორმა რომ არ განეხორციელებინა, შესაძლოა სისტემური ფინანსური რისკი მიგვეღო – კოვზანაძე

access_time2019-04-24 10:45:34

ეროვნულ ბანკს ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული რეფორმა რომ არ განეხორციელებინა, შესაძლოა სისტემური ფინანსური რისკი მიგვეღო, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის საკომიტეტო მოსმენის შეჯამებისას გააკეთა.


“ეს არის ამ რისკის პრევენციისთვის გადადგმული ნაბიჯი. სხვა საკითხია, სად უნდა ყოფილიყო მაღალი, შედარებით მკაცრი კოეფიციენტები ან სად უნდა მოგვეშვა, მაგრამ ცენტრალური ბანკი არის დამოუკიდებელი და მის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.


მისივე შეფასებით, საპენსიო რეფორმა არის ფუნდამენტური ფინანსური რეფორმა.   სხვა ალტერნატივა ამ მიმართულებით არ არსებობს.


კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებზე.

“2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები უპრეცენდენტოდ მაღალია – 13 მილიარდ 90 მილიონ ლარს აჭარბებს და 2018 წელთან შედარებით, 630 მილიონ ლარზე მეტია. წლევანდელი ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია – მხოლოდ განათლებაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროებზე 5 მილიარდ 562 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც ფუნქციონალური კლასიფიკაციით მთლიანი ბიუჯეტის 47%-ია. მინდა ამ ყველაფრისთვის ფინანსთა მინისტრს მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.


BFM





ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ღია აუქციონზე გაიყიდება

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ღია აუქციონზე გაიყიდება
access_time2020-05-26 14:30:16
„საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი – ლიკანში“ ინვესტორის შემოყვანას პოსტკრიზისულ პერიოდში გეგმავს.ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ აქტივი ღია აუქციონზე გაიყიდება, თუმცა ამისთვის შესაფერისი გარემო უნდა იყოს. ლიკანში მდებარე სასტუმროს გაყიდვა ფონდმა გასულ წელს დეკემბერში სცადა, თუმცა 37,5 მლნ ლარად გამოტანილ სასტუმროს მყიდველი არ გამოუჩნდა. თუმცა, როგორც ჩანს პროცესი ამით არ დასრულებულა. დღეს დავით საგანელიძემ თქვა, რომ „საპარტნიორო ფონდს“ და ერთ-ერთ მსხვილ...


მსგავსი სიახლეები

up