„ეროვნული ბანკი დოლარს  ქვეყნის ეკონომიკას მაშინ აცლის, როდესაც ეს  ყველაზე მეტად სჭირდება“

„ეროვნული ბანკი დოლარს ქვეყნის ეკონომიკას მაშინ აცლის, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“

access_time2018-11-01 14:00:33


გუშინ ლარმა დოლართან მიმართებით 2018 წლის გაუფასურების მაქსიმუმს მიაღწია. კერძოდ, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7203 ლარი გახდა, რაც წლის რეკორდული კურსია.


 ექსპერტების ერთი ნაწილი ლარის ბოლო დღეების გაუფასურებას ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებისადმი რეაქციას უკავშირებს, მეორე ნაწილი კი ეკონომიკაში დოლარის დეფიციტის პრობლემას და ეროვნული ბანკის უმოქმედობას ასახელებს.


„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ პრეზიდენტი ვეფხია გიორგაძე აცხადებს, რომ საერთოდ, ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები ხდება, მათ შორის, საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნები, მას ვალუტის გაუფასურება მოსდევს. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ყველა ძირითად ინდიკატორს, გიორგაძე აღნიშნავს, რომ არც ერთი მაჩვენებელი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ლარი გაუფასურდეს.


გიორგაძის განმარტებით, არსებობენ ტრეიდერები, რომლებიც კურსთა შორის სხვაობით მოგებას ნახულობენ, ისინი ამ შემთხვევაში ძალიან დიდ მოგებას ნახულობენ, რადგან გაურკვეველია როგორი პოლიტიკა იქნება საზოგადოებაში.



„საქმე გვაქვს პატარა დესტაბილიზაციასთან, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა დარეგულირდეს. ამ შემთხვევაში, კურსთა შორის ასეთი ქაოსური მერყეობა, რომელიც არ შეესაბამება მაკროეკონომიკურ ფაქტორებს და არ გამომდინარეობს მისგან, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ პერიოდში მოსალოდნელია ანალოგიური ცვლილებები. ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ არ იქნება არჩევნები. იმის შემდეგ დაახლოებით ერთი თვე კიდევ ველოდები ასეთ დესტაბილიზაციას,“-აცხადებს გიორგაძე.



მისი განცხადებით, Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კომერციული ბანკები ვაჭრობენ, მათ კი სტაბილური გარემო აწყობთ. როგორც გიორგაძე განმარტავს, ლარის კურსი რომ ზემოთ წავიდეს, თავად ბანკებსაც პრობლემები შეექმნება გადახდასთან დაკავშირებით.



„მას სესხები აქვს გაცემული, ხალხს ვალდებულებები აქვს ბანკში და შესაბამისად, შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემები დადგება. აქედან გამომდინარე, ლარის კურსს არეგულირებს ბანკი, სადაც ეროვნული ბანკი სრულად არის დამოკიდებული კომერციულ ბანკებზე. ისინი რასაც უბრძანებენ ეროვნულ ბანკს ის კეთდება. ხდება ჩარევები. კომერციული ბანკი სრულად განკარგავს ლარის კურსის მოძრაობას. ეროვნულ ბანკს კი აქვს გარკვეული ბერკეტები, რომ ეს არ დაუშვას. ამ დროს კი მარეგულირებელი ამას ინფლაციას აბრალებს“-აცხადებს გიორგაძე.



მისივე შეფასებით, „საქსტატის“ სტატისტიკური მონაცემები არ შეესაბამება რეალობას. მათ შორის, არარეალურია ინფლაციის მაჩვენებელი. როგორც გიორგაძე განმარტავს, ეროვნული ბანკი სიცრუეში არსებობს, ინფლაცია ოფიციალურ მაჩვენებელზე უფრო მეტია.




ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ბერძენაძე კი განმარტავს, რომ გუშინ ეროვნულმა ბანკმა „ბლუმბერგისგან“ ბევრად განსხვავებული კურსი დადო, ამით კი თავი დაიზღვია გართულებებისგან. მისი შეფასებით, ლარის კურსის გაუფასურება ეკონომიკაში არსბეული დოლარის დეფიციტის ბრალია.



ბერძენაძე გამოსავალს მარეგულირებლის მხრიდან განხორციელებულ ინტერვენციებში ხედავს, რომელსაც მოკლევადიანი ეფექტი აქვს. მისი თქმით, ლარის კურსის გაუფასურებას ფუნდამენტური საფუძვლები აქვს და ამ შემთხვევაში საუბარი არ უნდა იყოს გარე შოკებზე.



„დოლარი არ არის ეკონომიკაში. ეროვნულმა ბანკი თავისი რეზერვების შევსებას ეკონომიკიდან დოლარის ამოღების ახდენს. ეს კი ძალიან დიდი პრობლემაა. რაც შეეხება არჩევნებს, შეიძლება ამან გარკვეული გავლენა მოახდინა თუმცა, ხელშესახები არა. ამას უფრო ნაკლებად ვუკავშირებ. საქართველოში პოლიტიკური სიმშვიდე არ ყოფილა და სამწუხაროდ, არც არასდროს იქნება. ის, რომ პოლიტიკაზე გადაბმულია ლარის კურსი ,არ მგონია სწორი იყოს. დიდ ქვეყნებში გადაბმულია, მაგრამ საქართველოში ნაკლებად მგონია. “-აცხადებს ბერძენაძე.



კითხვაზე, იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკაში დოლარის დეფიციტია, რატომ ყიდულობს მარეგულირებელი დიდი რაოდენობით მილიონ აშშ დოლარს, ბერძენაძე განმარტავს,რომ ამას საკუთარი რეზერვების შევსებისთვის აკეთებს. როგორც ბერძენაძე აცხადებს, 100 მილიონი დოლარი ჩვენნაირი ქვეყნისთვის დიდ პრობლემას ქმნის.



„ეხლა ქვეყანას სჭირდება დოლარი. კურსის დასტაბილურიებისთვის ეკონომიკას 100 მილიონი დოლარი არ ეყოფა.შესაბამისად, ყველაფერი გადასულია მოთხოვნა მიწოდებაზე, მცურავ კურსზე, სადაც ყველაფერს ბაზარი არეგულირებს. მცურავმა კურსმა კი შესაძლოა ჰიპერინფლაცია გამოიწვიოს, ანუ ის, რაც არგენტინაში მოხდა. იქ ჰიპერინფლაციაა 36 %-ია , ინფლაციაა და ქვეყანა დანგრეულია. არგენტინას ჩვენგან განსხვავებით წარმოება აქვს. ჩვენ კი იმპორტზე ვართ დამოკიდებული, რაც ძალიან ცუდია,“-განმარტავს ბერძენაძე.



მისივე განმატებით, ეროვნულ ბანკი დოლარს ეკონომიკას მაშინ აცლის, როდესაც ეს ქვეყანას ყველაზე ძალიან სჭირდება. ბერძენაძე აცხადებს, რომ მარეგულირებელი უდროო დროს, უდროო გადაწყვეტილებებს იღებს.



ლარი ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. ამ დროს კი ეროვნულმა ბანკმა სექტემბერში ბაზრიდან 15 მილიონი დოლარი ამოიღო, რითაც ლარს გამყარების საშუალება არ მისცა.



2018 წლის აპრილ-სექტემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციების შედეგად ბაზრიდან 102 500 000 დოლარი ამოიღო. ამ დროს კი ლარი დოლარის მიმართ მკვეთრად უფასურდება. როგორც ცნობილია, სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტას ყიდის ან ყიდულობს.



სებ-ი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუ კურსი სწრაფად უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი ყიდულობს.


როგორ იცვლებოდა ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2018 წლის 9 თვეში:


20 იანვარი — 1 აშშ დოლარი — 2,54 ლარი
20 თებერვალი — 1 აშშ დოლარი — 2,46 ლარი
20 მარტი— 1 აშშ დოლარი — 2,44 ლარი
20 აპრილი — 1 აშშ დოლარი — 2,43 ლარი
20 მაისი — 1 აშშ დოლარი — 2,44 ლარი
20 ივნისი — 1აშშ დოლარი — 2,45 ლარი
20 ივლისი — 1 აშშ დოლარი — 2,45 ლარი
20 აგვისტო — 1 აშშ დოლარი — 2,57 ლარი
20 სექტემბერი — 1 აშშ დოლარი — 2,61 ლარი



ავტორი: სოფო ქსოვრელი 





შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up