“თუ სამუშაო ადგილები მხოლოდ თბილისში შეიქმნება, თქვენ დაკარგავთ მეტ მოსახლეობას”, – ამის შესახებ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, ერიკ რეინერტი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “42-ე პარალელთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, საქართველოს გააჩნია შესანიშნავი სამზარეულო და საჭიროა ადგილობრივი მეფრინველეობის და საკვებ რესურსებთან დაკაშვირებული პროდუქტების წარმოების განვითარება, რათა შემდგომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას ქვეყანაში.
“თუ სამუშაო ადგილები მხოლოდ თბილისში შეიქმნება, თქვენ დაკარგავთ მეტ მოსახლეობას. ისინი დატოვებენ ქვეყანას. ჩინეთიდან ქათმის ხორცის იმპორტს, რასაც თქვენ აკეთებთ, შესაძლოა ჰქონდეს კავშირი მდგრადობასთან, ჯანმრთელობის დაცვასთან და მწვანე განვიტარებასთან. ამის მიზეზი ის არის, რომ ქათმის ფასობრივი წარმოება ჩინეთში არცთუ ისე კარგ პირობებში ხდება და როგორც წესი, ქათმებს ანტიბიოტიკებით კვებავენ, რათა ისინი მალე გაიზარდონ. ამას უკვე პრობლემატურად აღიქვამენ დასავლეთ ევროპაში. ცდილობენ შეიძინონ ისეთი პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს ანტიბიოტიკებს, რაც მათ 20 პროცენტით მეტი უჯდებათ. თქვენ გაქვთ შესანიშნავი სამზარეულო და თუ დაამატებთ ადგილობრივ, მაღალი ხარისხის წარმოებას, ეს ბევრ სამუშაო ადგილს შექმნის თქვენს ქვეყანაში. მე მხოლოდ მაგალითებს გეუბნებით. უნდა დააკვირდეთ თქვენს იმპორტის კალათას”, – აცხადებს რეინერტი.
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“