სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანია Ericsson-ი, საჰაერო კოსმოსური კომპანია Thales-ი და უკაბელო ტექნოლოგიების ინოვატორი Qualcomm Technologies-ი ორბიტაზე 5G-ის გაშვებას გეგმავენ. ამის შესახებ Ericsson-ის პრესრელიზშია ნათქვამი.
როგორც აღინიშნა, მას შემდეგ, რაც თითოეული კომპანია ცალ-ცალკე ჩაატარებს დეტალურ კვლევას, მხარეები გეგმავენ დაიწყონ ტესტირება, რომელიც ორიენტირებულია სმარტფონების გამოყენებაზე და არამიწიერი 5G ქსელების გადამოწმებაზე.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, შედეგი შეიძლება რეალურად ნიშნავდეს, რომ მომავალ 5G სმარტფონს შეეძლება გამოიყენოს 5G კომუნიკაციები დედამიწის ნებისმიერ წერტილში და უზრუნველყოს ფართოზოლოვანი მონაცემთა სერვისების სრული გლობალური დაფარვა, მათ შორის ადგილებში, რომლებიც ჩვეულებრივ დაფარულია მხოლოდ ძველი სატელიტური სატელეფონო სისტემებით, მონაცემთა შეზღუდული კავშირით.
მოსალოდნელია, რომ დედამიწის დაბალ ორბიტაზე თანამგზავრების მეშვეობით 5G კავშირის უპირატესობები მოიცავს დაფარვას ექსტრემალურ გეოგრაფიულ რაიონებს ან შორეულ რაიონებში ზღვებს, ოკეანეებს და სხვა ადგილებს, სადაც ხმელეთის 5G დაფარვა მიუწვდომელია.