11 დეკემბერს სომხეთის დედაქალაქში გაიმართა ოპოზიციისა და სამოქალაქო ატივისტების მიერ ორგანიზებული მსვლელობა, რომლის მონაწილეები მოითხოვენ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და მამულის ხსნის დროებითი მთავრობის შექმნას.
როგორც წინა დღით, მსვლელობის მონაწილეებმა გადაკეტეს მოძრაობა რასაც მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა პოლიციასთან.
რამდენიმე მოქალაქე პოლიციამ მცირე ხნით დააკავა.
8 დეკემბერს სომხეთის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც ამოიწურა ფაშინიანისათვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა.
www.radiotavisupleba.ge