არბიტრაჟის სფეროში ერევანში, საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ

არბიტრაჟის სფეროში ერევანში, საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ

access_time2019-06-26 11:16:35

2019 წლის 27 ივნისს, სომხეთის ქალაქ ერევანში საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) YE (Ernst & Young) საქართველოსა და სომხეთთან თანამშრომლობით, გამართავს კონფერენციას საარბიტრაჟო პრაქტიკის ქართულ-სომხური პერსპექტივების შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე პრაქტიკოსი იურისტები, პოტენციური არბიტრები და დარგის ექსპერტები. კონფერენციას გახსნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, აუდიტორიას ასევე მიმართავს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გენერალური მდივანი და EY-ის წარმომადგენელები. დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნება არბიტრაჟის მიმართულებით რეგიონში არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები, ასევე ღონისძიების ერთ-ერთი ნაწილი დაეთმობა საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ მსჯელობას.


„ეს ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან, როგორც ხშირად აღვნიშნავთ, აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველო არბიტრაჟის მიმართულებით რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდეს. ამიტომ, აუცილებელია აქტიური კომუნიკაცია რეგიონის სხვა ქვეყნების ბიზნეს-სექტორებთან, რათა მათ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ ბიზნეს-დავების ალტერნატიული მექანიზმით გადაწყვეტის შესახებ და შევთავაზოთ საქართველოში ფუნქციონირებადი საერთაშორისო არბიტრაჟი. იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში მნიშვენლოვანი გეგმები აქვს, აუცილებელია ეს ბენეფიტი მეზობელ ქვეყნებსაც გავუზიაროთ და შევთავაზოთ მათ ბიზნეს-დავების გადაწყვეტის კომფორტული მექანიზმი, რომლის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებაც საერთაშორისოდ აღიარებული და სანდოა. გვიხარია, რომ უკვე ძალიან მაღალია ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მსურველი ბიზნეს-სექტორის აქტივობა“ - აცხადებს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი ბექა ინჯია ღონისძიების მნიშვნელობის კომენტირებისას.


საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი ერთადერთი საარბიტრაჟო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც არ არის ორიენტირებული მოგებაზე. მის უმთავრეს მიზანს დავების ადმინისტრირების გარდა, ქვეყანაში არბიტრაჟისა და ზოგადად დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების განვითარება წარმოადგენს. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი თანამშრომლობს არბიტრაჟის მსოფლიო დონის ექსპერტებთან, საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტებთან და იურიდიულ ფირმებთან. მათ შორის, ჰააგაში არსებულ მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოსთან (PCA), საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსთან (ICC Arbitration Court), ლონდონის, სტოკჰოლმის, ვენის საარბიტრაჟო დაწესებულებებთან და ა.შ.




თეგები:
არბიტრაჟი



გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების ტრენდი“

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი“
access_time2019-10-19 10:00:32
„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას  გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი აქვს, მაგრამ დოლართან არის გაუფასურებული. ეს კი ნიშნავს იმას,რომ ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის დოლარიზაცია არის პრობლემა. დოლარიზაცია არის სენი ჩვენი ფინანსური სექტორის, რომლიდანაც ნელ-ნელა გამოვდივართ,“ - განაცხადა  რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა. „ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა...

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა
access_time2019-10-18 20:37:41
მარი ანნა რურუასა და გიორგი რურუას შემდეგ მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მეწილე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა.   ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, კახაბერ ანჯაფარიძის საკუთრებიდან არხის 2-პროცენტიანი წილი 2 ათას ლარად გაიყიდა და საქართველოს უნივერსიტეტს ერთი კვირის ვადაში 200 ათასი...

გიორგი გახარია - ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა

გიორგი გახარია - ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა
access_time2019-10-18 17:55:11
ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა და მის ცვლილებაზე საუბარი პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ თემაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს და ვერ იარსებებს. „უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური...

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები
access_time2019-10-18 18:00:13
საქართველოს მთავრობამ პარლამენტში „2020 წლის ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტი წარადგინა.  „კომერსანტი“ გთავაზობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ამ პროექტის მოკლე შეფასებას და რეკომენდაციებს. ძირითადი მიგნებები 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი 5% იქნება, რაც საკმაოდ ოპტიმისტური მიზანია. დოლარის მიმართ ლარის საორიენტაციო გაცვლით კურსად 2.95 არის აღებული. წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე...


მსგავსი სიახლეები

up