ერეკლე კოკაია: ვაქცინაცია აუცილებელია, მაგრამ არსებობს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები

ერეკლე კოკაია: ვაქცინაცია აუცილებელია, მაგრამ არსებობს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები

access_time2021-05-04 19:00:00

Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია „ბიზნესპარტნიორთან“ ტურიზმის სექტორში შემავალი კომპანიების თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესის დაწყების დაანონსებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რთულია იმის პროგნოზი, თუ ამ გადაწყვეტილებას რა შედეგი მოჰყვება, თუმცა, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იქნება ტურიზმის აღდგენისთვის, მისასალმებელია.


როგორც კოკაია აცხადებს, ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია, მოხდეს ვაქცინის პოპულარიზაცია და მოსახლეობისთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება.


„ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია და წარმოდგენები აქვს ჩვენს მოსახლეობას COVID ვაქცინასთან დაკავშირებით. აუცილებელია, ჯანდაცვის სამინისტრო გააქტიურდეს და ამ კუთხით. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა საკმაოდ ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების სიას. ჩვენ მზად ვართ, სახელმწიფოს ჩვენთან დასაქმებული ადამიანის სია მივაწოდოთ, ვინც თანახმაა ვაქცინა გაიკეთოს,“ - აცხადებს კოკაია.


კითხვაზე, აქვს თუ არა კომპანიას წინასწარ, შიდა მოკვლევა გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, პროცენტულად რა რაოდენობა იქნება თანახმა გაიკეთონ აცრა, კოკაია განმარტავს, რომ მსგავსი კვლევა არ არსებობს, თუმცა, მენეჯმენტის ყველა წევრი 100%-ით თანახმაა ვაქცინაცია ჩაიტაროს.



„ეს გადაწყვეტილება გარანტიას არ გვაძლევს, რომ ზაფხულის სეზონი აღდგება. ახლაც ველოდებით გააქტიურებას, თუმცა, არის რიგი პრობლემები, რომლის მოგვარებაც აუცილებელია იმისთვის, რომ ტურიზმი აღდგეს. მათ შორის, აუცილებელია სახმელეთო საზღვრების გახსნა, თუნდაც იგივე პირობებით, როგორც საჰაერო საზღვრებია გახსნილი. მიმაჩნია, რომ ცოტა უფრო პროაქტიული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ვაქცინაცია აუცილებელია, მაგრამ არსებობს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები, რაც ხელს უშლის იმას, რომ ქვეყანაში ტურისტი ჩამოვიდეს,“ - აცხადებს კოკაია.


შეგახსენებთ, ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციისთვის შესაბამისი სიების შედგენაზე ნათია თურნავას უწყება მუშაობას კერძო სექტორთან იწყებს.


„ტურისტული ინდუსტრია ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტული ჯგუფი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს სექტორი. ასევე მნიშვნელოვანია მარკეტინგული მხარდაჭერა, რომ მსოფლიომ შეიტყოს ჩვენი ტურისტული ინდუსტრია არის COVID უსაფრთხო. ის კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება COVID უსაფრთხო სასტუმროებად, COVID უსაფრთხო რესტორნებად, კომპანიებად და ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გავუწევთ მათ პრომოუშენს და მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ ესა თუ ის რესტორანი და სასტუმრო არის COVID უსაფრთხო“,- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up