''ერდოღანმა ყველაფერი წამართვა'' - შუქური წიგნებს ყიდის და

''ერდოღანმა ყველაფერი წამართვა'' - შუქური წიგნებს ყიდის და "ტაქსაობს"

access_time2020-01-15 21:31:21

ლეგენდარული თურქი ფორვარდი ჰაკან შუქური თურქეთის მთავარობის მმართველ ერდოღანთან დაპირისპირების შემდეგ 2013 წლიდან მოყოლებული აშშ-ში ცხოვრობს.


''გალათასარაის'' ლეგენდა მედიასთან საუბარში ამბობს, რომ აშშ-ში Uber-ის მძღოლად მუშაობს და პარალელურად წიგნებს ყიდის. შუქურის თქმით ერდოღანმა მას ფინანსური ანგარიშები გაუყინა და თურქეთის სახელმწიფოს მტრად გამოაცხადა.


შუქურის საფეხბურთო კარიერა საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა, საკლუბო დონეზე 250-ზე მეტი გოლი გაიტანა. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, 112 შეხვედრაში 51 გოლი შეაგდო. 


საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ 2011 წელს შუქური ერდოღანის პარტიის წევრი გახდა, თუმცა 2013 წელს ერდოღანი და შუქური ერთმანეთს განსხვავებული აზრების გამო დაუპირისპირდნენ, რასაც ყოფილი ფეხბურთელის პარტიიდან გარიცხვა მოჰყვა.


ვეტერანი სპორტსმენი Welt am Sonntag-ს ესაუბრა:''შემდეგ მტრობა დაიწყო. ჩემი მეუღლის მაღაზიაში ქვები ისროლეს, ჩემს შვილებს ქუჩებში აწუხებდნენ. ჩემს მიერ გაკეთებული ყოველი განცხადების შემდეგ საფრთხეს ვგრძნობდი. შემდეგ მათ მამაჩემი დააკავეს და ჩემი ქონების კონფისკაცია მოახდინეს, ჩემი ქონება სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა.''


 ამჟამად შუქურის მამა შიდა პატიმრობაშია, მას შემდეგ რაც საპყრობილეში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, სახლში გადასვლის უფლება მისცეს. ასევე სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს ჰაკანის დედას.


''ეს ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი იყო. ვინც ჩემთან ერთად რაიმეს გაკეთებას ცდილობდა, მას ფინანსურ სირთულეებს უქმნიდნენ.''


სამართლიანობისა და განვითარების პარტია დომბრას თურქი ხალხის ნამდვილ მუსიკად მიიჩნევს.


შუქური თურქეთის დიქტატორული რეჟიმის მიერ განხორციელებული კიდევ ერთ უსამართლო გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს. აშშ-ში თურქმა სტუდენტმა შუქურთან სელფი გადაიღო, რის გამოც ერდოღანის რეჟიმმა სტუდენტი 14 თვით ციხეში გამოკეტა.


''როდესაც სამართლიანობისა და განვითარების პარტიას შევუერთდი, თურქეთი იყო ქვეყანა, რომელიც ევროპულ სტანდარტებს მხარს უჭერდა და ევროპიდან თურქეთში დიდი ფინანსები მიდიოდა, მაგრამ ერდოღანმა კურსი სრულიად შეცვალა და სხვა მიმართულებით წაიყვანა.


ორიენტაციით თურქეთი ევროპის ნაცვლად შუა აღმოსავლეთის მიმართულებით წავიდა.


ფეხბურთი თურქეთში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში თავისუფალი და ავტონომიური არაა. ხმის ამაღლების გამო თურქული მედია ჩვენზე შეტევას ახორციელებს. მათ სურთ, დარწმუნდნე, რომ სხვა სპორტსმენებიც შეშინდებიან და პირს არ გააღებენ ან ხმას არ ამოიღებენ.


მე ვარ თურქეთის მთავრობის მტერი, თურქეთის სახელმწიფოს და თურქი ერის მტერი არ ვარ. მე მიყვარს ჩემი დროშა და ჩემი ქვეყანა.''


გასულ წელს თურქული წარმოშობის ფეხბურთელებმა ილქაი გიუნდოგანმა და მესუტ იოზილმა ერდოღანთან ერთად ფოტო გადაიღეს, რასაც გერმანიაში დიდი სკანდალი მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით შუქურმა თქვა:''არ ვფიქრობ, რომ ეს ფოტო დიდებულია. მათ ვურჩევდი შეუერთდნენ ერდოღანის პარტიას და ნახავენ ამ პარტიის რეალურ სახეს.''


crystalsport.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up