მომდევნო ერთი კვირის ან 10 დღის განმავლობაში ანკარა შეეცდება მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკებებით გადაჭრას უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპროტირების საკითხი - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
ამ საკითხზე მან ანკარაში იტალიის პრემიერ მარიო დრაგისთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა - წერს Daily Sabah.
ამასთან, ერდოღანმა აღნიშნა, რომ თავად თურქეთს აქვს მარცვლეულის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები.
4 ივლისს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, იმისათვის, რომ მოხდეს მარცვლუელის უსაფრთხოდ გამოტანა უკრაინის პროტებიდან, უნდა იქნას გათვალოსწინებული როგორც კიევის, ასევე მოსკოვის ინტერესები.
ერდოღანმა კი აღნიშნა, რომ ის ამ საკითხზე სატელეფონო საუბარს აპირებდა ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
bpn.ge