თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი იმპორტირებული რუსული ბუნებრივი აირის ნაწილის გადახდას რუბლებში დაიწყებს, - იუწყება სააგენტო ფრანს პრესი.
ვინაიდან ჩვენ ამ ვაჭრობას რუბლებში ჩავატარებთ, ის აუცილებლად მოუტანს ფულს თურქეთსა და რუსეთს, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა სოჭში პარასკევს, ერდოღანსა და პუტინს შორის გამართული რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ.
არც ერდოანს და არც რუსეთის ოფიციალურ პირებს არ უთქვამთ, თუ გაზის რა ნაწილს დაფარავს რუბლებში თურქეთი.
5 აგვისტოს სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ეს არის მეორე შეხვედრა თურქეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის ერთ თვეზე ნაკლებ დროში.
წყარო: radiotavisupleba.ge