ერდოღანი ევროპას ტერორიზმის ახალი საფრთხის შესახებ აფრთხილებს

ერდოღანი ევროპას ტერორიზმის ახალი საფრთხის შესახებ აფრთხილებს

access_time2020-01-18 15:30:35

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროპას ტერორიზმის ახალი საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ერდოღანის განმარტებით, ასეთი საფრთხის წინაშე ევროპა იმ შემთხვევაში დადგება, თუ გაეროს მიერ აღიარებული მთავრობა ტრიპოლში დამარცხდება. წერს France24

ერდოღანი ბერლინის კონფერენციამდე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მხრიდან ადეკვატური მხარდაჭერის არარსებობა მისივე ღირებულებების ღალატი იქნება. 

„ევროპა ახალ პრობლემების და საფრთხეების წინაშე აღმოჩნდება, თუ ლიბიის ლეგიტიმური მთავრობა დაეცემა“, - აცხადებს ერდოღანი. 

მისივე თქმით, ისეთი ტერორისტული ორგანიზაციები, როგორიც ISIS-ი და ალ-ქაედა არიან, ძალების აღსადგენად ნაყოფიერ ადგილს იპოვიან.

19 იანვარს ბერლინში ლიბიის კრიზისთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. გაერო-ს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას რიგი სახელმწიფოების წარმომადგენლები მიიღებენ. ლიბიის საკითხებზე გერმანიაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ჩავიდა. 


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰეიკო მაასის თქმით, ლიბიის ეროვნული არმის გენერალი ხალიფა ჰაფტარი ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა

ასევე ცნობილია, რომ თურქეთმა ლიბიაში ჯარის გაგზავნა დაიწყო. თურქი სამხედროები გაეროს მიერ მხარდაჭერილი ეროვნული შეთანხმების მთავრობას დაეხმარებიან.

13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების დროს, რომლის მიზანიც ლიბიაში უპირობოდ ცეცხლის შეწყვეტა იყო, პროგრესის მიუხედავად შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 12 იანვარს კი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღებიდან რამდენიმე წუთში დაირღვა, რაშიც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორმმართველობა ჩამოყალიბდა. ტრიპოლი და ქვეყნის დასავლეთ მხარე ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, რომელსაც მხარს უჭერს გაერო. აღმოსავლეთ ნაწილი და სამხრეთი 2014 წელს არჩეული „ტობრუკეს“ მთავრობის კონტროლის ქვეშაა, რომელიც ხალიფა ჰაფტარის და მისი ჯარის მომხრეა.



Imedinews 

თეგები:
ერდოღანი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up