შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ანკარა, რუსული გაზის 25%-ს რუბლში დაფარავს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„მოგეხსენებათ, უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს ჩვენი შეთანხმება თურქეთისთვის რუსული გაზის მიწოდების შესახებ. მარაგების 25%-ის საფასური თურქეთმა რუსული რუბლით უნდა დაფაროს. საკითხი შეთანხმებულია, ამ კუთხით მუშაობა ჩვენი შეთანხმების შესაბამისად გაგრძელდება“, - განაცხადა პუტინმა.
ერდოღანთან მიმართებით, რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ „ჩვენ მზად ვართ მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მიწოდება თურქეთისთვის ყველა სფეროში, რომელიც თქვენთვის საინტერესოა“.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის მიერ რუსული გაზის ნაწილობრივი გადახდაზე შეთანხმებას, პუტინმა და ერდოღანმა აგვისტოს დასაწყისში სოჭში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. თუმცა მაშინ არ დასახელებულა გაზის ის მოცულობა, რომელიც თურქეთმა რუსეთისგან რუბლში უნდა იყიდოს.
europetime.eu