ექსტრიმი გურიაში:10 ქვეყნის 60-მდე კაიაკერი მდინარე ბჟუჟზე

ექსტრიმი გურიაში:10 ქვეყნის 60-მდე კაიაკერი მდინარე ბჟუჟზე

access_time2018-05-12 18:00:10

მაშინ როცა ხინოსა და გომის მთებზე თოვლი დნება და გიჟმაჟ მდინარე ბჟუჟში წყლის დონე იმატებს, ეს ულამაზესი ხეობა, ჩქერითა და სიპი ქვებით ექსტრემალ კაიაკერებს მთელი მსოფლიოდან მაგნიტივით იზიდავს. გურიის ისტორიული სოფელი შემოქმედი კი კაიაკინგის სამყაროს ერთ-ერთი ცენტრი ხდება.

წლევანდელი Bzhuzha Race, რომელსაც გურია 2-დან 5 მაისამდე მასპინძლობდა, იმით გამოირჩეოდა, რომ სულ ორი წლის ისტორიის მქონე ტურნირი, ექსტრემალური კაიაკინგის ევროპის თასის გათამაშების (EKEC) სასტარტო ეტაპად იქცა. ფრანგული ამბრიონის, იტალიური მოსო პასირიას, ნორვეგიული ვოსის და ჩეხური ლიპნოს შემდეგ, ბჟუჟის შეჯიბრი კაიაკინგის ევროპულ კალენდარში ოფიციალურად დამკვიდრდა.

კაიაკინგში

კაიაკინგში ევროპის თასის ეტაპის გახსნა ოზურგეთში, By Irma Maximova


სწორედ ამის დამსახურება იყო, რომ გურიაში, ევროპის თასის სტარტზე, 10 ქვეყნის 60-მდე კაიაკერმა მოიყარა თავი, მათ შორის, კაიაკინგის ისეთი მეგა კლუბებიდან, როგორებიც: Adidas Outdoor, S2S Pro, ExoKayak, ZetKayaks, ABV და Red Bull International არიან. ბჟუჟის ევროპული ეტაპის გამარჯვებული მამაკაცებს შორის კი ავსტრიელი ენდი ბრუნერი გახდა, რომელზეც გურიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა:

„საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, ულამაზესი ბუნება გაქვთ, მთის ჩქარი მდინარეებით, სადაც კაიაკინგის განვითარებისთვის იდეალური პირობებია. ბჟუჟი არაჩვეულებრივი ადგილია ევროპის თასის ეტაპისთვის. ეს ვიზიტი ყველაზე მეტად დამამახსოვრდება, პირველად გავიმარჯვე და მთავარი პრიზი - ახალი კაიაკიც მე მერგო.“

ენდი ბრუნერმა, რომელიც ავსტრიულ კლუბ S2S Pro-ს წარმოადგენს გაიმარჯვა კვალიფიკაციაში, გრძელ დისტანციაზე, სლალომში, ექსტრიმ რბოლაში და იტალიელ მარკო ბაბუინს მხოლოდ კაიაკ კროსი დაუთმო. ქალებს შორის უკონკურენტო ჩეხი ბეტი ბრაბცოვა იყო, რომელიც მარკო ბაბუინის მსგავსად იტალიური კლუბის ExoKayak-ის ღირსებას იცავს.


ექსტრემალურ კაიაკინგში ევროპის თასი სულ ორი წელია რაც თამაშდება. 2016 და 2017 წლების შედეგების მიხედვით, ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი იტალიელი მიკელე რამაცაა. მან პირველად სადებიუტო, სამ ეტაპიან გათამაშებაში იმარჯვა. შარშან კი უკვე ხუთ ეტაპიან შეჯიბრში ბადალი არ ჰყავდა.

ვინაიდან, ევროპის ჩემპიონს გურიაში არ უასპარეზია, ბჟუჟის ეტაპზე გამარჯვების შემდეგ, ევროპის თასის ფავორიტად ენდი ბრუნერი იქცა, თუმცა ავსტრიელმა კლასი მომდევნო ოთხ ეტაპზეც უნდა დაამტკიცოს.

უახლოესი შეჯიბრი საფრანგეთის ალპებში, მდინარე დიურანსიზე 18-21 მაისს გაიმართება, ივნისში, კაიაკერებს იტალიაში, მდინარე პასირია და ყველაზე პრესტიჟული ეტაპი - King Of The Alps ელით, ივლისში - ნორვეგიული ვოსი.

ბჟუჟზე


ბჟუჟზე დაშვება ევროპის თასის ოფიციალური ეტაპი გახდა


ექსტრემალურ კაიკინგში ევროპის თასის 2018 წლის მფლობელი კი 26 აგვისტოს, ჩეხეთში მდინარე ვლტავაზე გამოვლინდება. საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი კობიაშვილი ამბობს:

„ძალიან დიდი გამარჯვებაა, რომ წლევანდელი წლიდან Bzhuzha Race ევროპის თასის ოფიციალური ეტაპი გახდა. ამან გამოიწვია ის, რომ ევროპიდან გურიაში უფრო მეტი სპორტსმენი ჩამოვიდა, ვინაიდან ბჟუჟზე აღებული ქულები უკვე სარეიტინგოა.

ბჟუჟი ისედაც ძალიან პოპულარული იყო კაიაკერებს შორის, იმის გამო, რომ ავტომანქანით ადვილი მისადგომია და თითქმის, ყველა სირთულის მონაკვეთი გააჩნია, თუმცა ამ აღიარების შემდეგ, დარწმუნებული ვარ გურიის ეტაპის პოპულარობა უფრო გაიზრდება, რაც საქართველოში კაიაკინგის პოპულარობის ზრდას შეუწყობს ხელს.“


ექსტრემალური კაიკინგის კლასიფიკაციის მიხედვით, მდინარე ბჟუჟზე III-IV კლასის სირთულის მონაკვეთებია, რის გამოც პროფესიონალ კაიაკერებს შორის, ბჟუჟი საქართველოში ტოპ-მდინარედ ითვლება. ის, რომ სპეციალური მომზადებისა და აღჭურვილობის გარეშე, ბჟუჟთან ჭიდილში ადრენალინის დაჭერა, შეიძლება უმძიმესი შედეგებით დასრულდეს, სამწუხაროდ, შარშანაც, დამტკიცდა.

გურიის „გიჟმაჟმა“ მდინარემ, როგორც ბჟუჟს თავის „მოგზაურობანში“ ცნობილი მწერალი და ეთნოგრაფი თედო სახოკია უწოდებს, 2017 წლის მაისში, კატამარანით დაშვების დროს, რუსი ექსტრემალის ალექსეი პროკოფიევის სიცოცხლე შეიწირა. წელს, უკვე ევროპულ ეტაპზე, საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და კაიაკერებმა გურია დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დატოვეს.

https://gdb.voanews.com/0DE17FB5-827F-41E9-AD4F-14D705525FE6_cx0_cy1_cw100_w650_r1_s.jpg

https://gdb.voanews.com/1B202C5C-0ACE-46AA-8642-C8C56E7B85E4_w650_r1_s.jpg

https://gdb.voanews.com/E4A19027-6BCD-4123-9F46-D4A61282D57C_cx0_cy5_cw95_w650_r1_s.jpg

მდინარე ბჟუჟი

32,5 კილომეტრის სიგრძის მდინარე ბჟუჟი სათავეს ხინოს მთის ჩრდილოეთ კალთიდან იღებს. ჩამოუდის ზემო გურიის სოფლებს გომისმთას, გონებისკარს, წითელმთას, შემოქმედს, კვირიკეთსა და ქვემო მაკვანეთს. ოზურგეთში ბჟუჟს უერთდება აჭისწყალი, ნაბჟუარა და სკურჩა. სოფელ გურიანთასთან კი ბჟუჟი მდინარე ნატანებს ერთვის. 1956 წლიდან მდინარეზე მუშაობს 7,8 ათასი კვტ/სთ-ის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური - ბჟუჟჰესი.

თედო სახოკიას „მოგზაურობანიდან“ (1896-1903): „სოფელს და მონასტერს შუაში გიჟმაჟი მთის წყალი ბჟუჯი ჩამოუდის, რომლის ნაპირები და თვით კალაპოტი სავსეა უზარმაზარი სიპი ქვებითა და ქვებს ეს მდინარე შორი მანძილიდან მოაგორებს და მის ძალას წინ ვერაფერი უდგება, რაც კი რამ მოხვდება, განსაკუთრებით წყალდიდობის დროს, თან მოაქვს.

სოფლელთათვის რისხვაა, თავზარ დამცემია, მათს ნაოფლარსა და ნაჭირნახულებს ერთ წამში აქრობს, მიწასთან ასწორებს, იტაცებს ყანებს, სახლებს, შინაურ საქონელს და ზღვას ურთავს. წყალდიდობის დროს მღვრიეა, ისე კი თეთრია რძესავით, რადგან სულ შფოთავს, ქუხს, ლოდიდან ლოდს ეხეთქება, სდუღს, თითქოს ცეცხლი შეუკეთებია ვისმესო. ზედვე ეტყობა, რომ თავისუფალი ადგილის, მთების შვილია, მთების ძუძუთი ნაზარდი.“

https://gdb.voanews.com/EA77593B-1D77-4BB7-B4DC-1E306B293B12_w650_r1_s.jpg

 

ამერიკის ხმა



FITCH -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა

FITCH -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა
access_time2021-01-25 15:21:42
საქართველოში რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედების პასუხად, Fitch -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს „მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა.   საფინანსო სექტორში რეზოლუციის კანონმდებლობის შემოღება გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ უარყოფითად ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე, კანონმდებლობის დაანონსებისას შეაფასა და განაცხადა, რომ თუკი ეს კანონი ამოქმედდებოდა 3 ბანკს: თიბისის, საქართველოს ბანკს და ლიბერთის „მხარდაჭერის რეიტინგს“ არსებული 4 დონიდან 5 დონემდე დაუწევდა.   თუმცა,...

ტურიზმის სექტორის კომპანიების 18% საქმიანობის სრულად შეჩერებას ელის

ტურიზმის სექტორის კომპანიების 18% საქმიანობის სრულად შეჩერებას ელის
access_time2021-01-25 14:30:16
ტურიზმის სექტორში გამოკითხული კომპანიების  18.2% თვლის, რომ მოუწევთ საქმიანობის სრულად შეჩერება, 37%-ს მიაჩნია რომ შემოსავლები შემცირდება 75%-ით, 27.3% - შემოსავლების 50%-ით შემცირებას ვარაუდობს.   ტურიზმის სფეროში მოღვაწე 8 არაკომერციული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პროგნოზი საკმაოდ პესიმისტურია. ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა უმეტესი წილი მოდის დაბალი რგოლის მომსახურე პერსონალზე, რომელთა ანაზღაურება მათთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქართველოში...

NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და ლარის გაუფასურებაა

NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და ლარის გაუფასურებაა
access_time2021-01-25 13:26:18
NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა (59%) საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.   კვლევის თანახმად, რომელიც 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდს მოიცავს, ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ სხვა პრობლემებს შორის დასახელებულია: ფასების ზრდა (45%); სიღარიბე (28%); ლარის გაუფასურება (27%); პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები (14%); დაბალი ხელფასები (11%) და საზღვრების ჩაკეტვა (6%).   ამასთან,...

ხელისუფლება ჭორებს ავრცელებს, თითქოს სექტორთან კომუნიკაცია აქვს - INN Group

ხელისუფლება ჭორებს ავრცელებს, თითქოს სექტორთან კომუნიკაცია აქვს - INN Group
access_time2021-01-25 13:00:03
ჭორებს ავრცელებენ თითქოს სექტორთან გარკვეული კომუნიკაცია არის, - Inn Group -ის  დირექტორმა ერეკლე კოკაიამ  უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან ბიზნესის იგნორირებაზე  რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ  კერძო სექტორს სურს მთავრობის დახმარება, თუმცა საკონსულტაციო შეხვედრაზე არ მოდინ. ყოველ დღე ვწერთ თუმცა  არ რეაგირებენ, — ეს ერეკლე კოკაიას ალოგიკურად ეჩვენება. ფრენების დაშვება, სახმელეო  საზღვრების დაკეტვით და აინტერესებს...

კარგი იქნებოდა, რომ ჩვენთვის აეხსნათ, თუ რატომ არის შეზღუდვა სამთო კურორტებზე

კარგი იქნებოდა, რომ ჩვენთვის აეხსნათ, თუ რატომ არის  შეზღუდვა  სამთო კურორტებზე
access_time2021-01-25 11:00:07
კარგი იქნებოდა, რომ  ჩვენთვის აეხსნათ თუ რატომ არის  შეზღუდვა  ბაკურიანზე  და  ზოგადად  სამთო კურორტებზე , როდესაც  სხვა  კურორტებზე ძალიან ბევრი  ხალხია და ფაქტობრივად ამ ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი მაინც აქვთ. ვერ  ვხვდები პანდემიის  გავრცელების პრევენციის  კუთხით სამთო კურორტებოის დაკეტვა რას შველის. -  ამის შესახებ "კომერსანტს" დაბა ბაკურიანში მდებარე სასტუმრო  კრისტალის დირექტორმა ქეთევან...


მსგავსი სიახლეები

up