ექსტრემალური სათხილამურო სპორტი ბახმაროში - რატომ აღარ აპირებს შვეიცარიელი ინვესტორი ინვესტირების გაგრძელებას?

ექსტრემალური სათხილამურო სპორტი ბახმაროში - რატომ აღარ აპირებს შვეიცარიელი ინვესტორი ინვესტირების გაგრძელებას?

access_time2020-11-23 11:30:20

   ეროვნებით შვეიცარიელმა ინგო შლუტსიუსმა საქართველოში თხილამურებით სრიალის თავისუფალი სტილი ექსტრემალურ სპორტად 2016 წელს დაამკვირდრა. ამ წელს 500 000 ევროს ინვესტიციით, მან ბახმაროში შვეიცარიული ტურისტული კომპანია Powderproject-ი დააფუძნა. რა პერსპექტივები აქვს საქართველოში ექსტრემალური სათხილამურო სპორტის მიმართულებას, რა პრობლემებს აწყდება კომპანია და რატომ აღარ აპირებს შვეიცარიული კომპანია საქართველოში ინვესტირებას, ამის შესახებ „კომერსანტთან“Powderproject-ის დამფუძნებელმა ინგო შლუტსიუსმა ისაუბრა.


„საქართველოში ექსტრემალური სპორტის მიმართულებით კომპანიის შექმნის იდეა 2014 წელს გამიჩნდა, როდესაც Cat skiing-ით(სათხილამურო სპორტის სახეობა) მეგობრებთან ციმბირში ვიყავი. ჩემი მეგობარი სპორტსმენია, მე ტურიზმის სპეციალისტი - მან მითხრა, რომ თუ რამის გაკეთება მინდა ამ მიმართულებით, ლოკაციად კავკასიის მხარე და კერძოდ საქართველო უნდა ავირჩიო. ეს კომპანია დავაარსე, როგორც შვეიცარიული კომპანია, რათა საერთაშორისო კლიენტებს შევთავაზოთ თავისუფალი სტილის თხილამურებით სრიალი.


ამ ეტაპზე არ გვაქვს რამე სახის სერვისები, რადგანაც სტუმრების მიღებას ვიწყებთ დეკემბრის პირველი რიცხვებიდან. ბახმაროში გვაქვს სახლები და ვამატებთ კიდევ რამდენიმეს. როგორც წესი, ქუთაისის აეროპორტიდან კლიენტის აყვანით ვიწყებთ, მოგვყვას ბახმაროში, ვთავაზობთ საცხოვრებელს, ასევე ვთავაზობთ გიდის მომსახურებას და სასრიალო ტრასებს, რომელიც ჩვენ გავიყვანეთ.  აგვყავს კლიენტები მწვერვალზე და უზრუნველვყოფთ უსაფრთხო დაშვებას. ძირითადად, გვყავს 4 ჯგუფი - სამი ჯგუფი გვყავს ბახმაროში, ხოლო ერთი ჯგუფი - აჭარაში. ჯგუფში მინიმუმ 10 ადამიანია, მძღოლისა და გიდის ჩათვლით.


სტუმრები ჩამოგვყავს იტალიიდან, ამერიკიდან, ჩინეთიდან, ავსტრალიიდან - თითქმის მთელი პლანეტიდან,“ - ამბობს ინგო შლუტსიუსი.


ინვესტორის თქმით, საქართველოს შეუძლია გახდეს საუკეთესო ექსტრემალური სპორტის მიმართულებით, რომ არა კონკრეტული გარემოებები, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ხარვეზები.


„ექსტრემალური სპორტის სახეობა საკმაოდ უნიკალურია,  ამისთვის გამოცდილება გჭირდება. ვინც ჩვენთან მოდის, მათ ძირითადად სრიალის 20-30 წლიანი გამოცდილება აქვთ, ანუ ბავშობიდა თხილამურებზე დგანან და სეზონზე მინიმუმ 30 დღეს სრიალით არიან დაკავებული.



საქართველოს შეუძლია გახდეს იდეალური ადგილი ექსტრემალური სპორტის სახეობებისთვის, მაგრამ პრობლემა გვაქვს სხვა ოპერატორებთან, რომლებიც ცდილობენ დააკოპირონ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ გაგვყავს ტრასები და სხვადასხვა კომპანიები უბრალოდ იყენებენ მას. საერთაშორისო ბაზარზე - კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში -  შენ არ გაქვს ეს პრობლემა, რადგან გაქვს საკუთრების უფლება.  ოპერირებს ერთი კომპანია ერთ არეალზე და შეგიძლია მაღალი ხარისხის მომსახურება მიაწოდო ხალხს -  ამას საქართველოში ვერა და ვერ მივღწიეთ.


2 წლის წინ, მინდოდა მეორე ბაზა გაგვეხსნა, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ იმიტომ, რომ ეს სისტემა მოუწერიგებელია და იგივე განმეორდება. მე აღარ ვაპირებ საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელებას,“- ამბობს ინვესტორი.



ცოტა ხნის წინ კომპანია Powderproject-მა ახალი მიმართულება დანერგა აჭარის მთებში, თუმცა ელექტროენერგისთან დაკავშირებული პრობლემები, მოგების მიღების შანსებს ამცირებს, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში.

 „პანდემიის გამო, ახალი სისტემა შევქნებით, რომ ყველა ჯგუფი განცალკევებით იყოს და უსაფრთხოდ, ამიტომაც ისინი ცალკე სახლებში არიან.


Cat Skiing-ი ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ჯერ საკმარისი თოვლი არ გვაქვს. უნდა აღვნიშნო, რომ წელს საკმაოდ მზარდი მაჩვენებელი იყო ქართველი ტურისტების. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, სიტუაცია ძალიან მალე შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ფრენების გამკაცრება მძიმე ტვირთია ყველა ბიზნესისთვის. ბევრი შესაძლებლობა არაა უცხოელებისთვის, რომ საქართველოში შემოვიდნენ. ამიტომ, გვინდა მეტი შესაძლებლობა ადგილობრივებს მივცეთ არა მხოლოდ ექსტრემალურ სპორტის სერვისებით, არამედ უბალოდ დასვენებით და სრიალით ბახმაროში.


მეორე ტრასა აჭარის მთებში იმდენად უნიკალურია, ვფიქრობ არავინ გამოიყენებს ამ ტრასებს, მაგრამ პრობლემაა უშუქობა იმიტომ, რომ ჩოხატაურში ამ ტერიტორიას დენი არ მიეწოდება და გენერატორებზე ვმუშაობთ, ვფიქრობ მომგებიანიც ვერ იქნება,“ - განმარტავს ინგო შლუტსიუსი.


powderproject.ch რომელიც cat ski სრიალით არის დაკავებული, მსურველებს ბახმაროში “სახლის ოფისის” გადატანას სპეციალური პირობებით სთავაზობს. სტუმრებს რომლებსაც ბახმაროში 2, 3 კვირა და მეტი დროით დარჩენის სურვილი ექნებათ კომპანია გარანტირებულ სრიალს სთავაზობს პანდემიის პირობებში.


მარიამ მორგოშია

თეგები:
Powderproject



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up