ექსპორტში ჩინეთის წილმა 17%-ს გადააჭარბა

ექსპორტში ჩინეთის წილმა 17%-ს გადააჭარბა

access_time2021-06-21 11:50:49

ექსპორტი 2021 წლის იანვარ-მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.4%-ით, $1.538 მლრდ-მდე გაიზარდა.  უშუალოდ მაისში 44.8%-იანი მატების შემდეგ ექსპორტმა $339 მლნ-ს მიაღწია, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლის დონესთან შედარებით 0.5%-ითაა შემცირებული. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.


2020 წლიდან მოყოლებული საექსპორტო პარტნიორებში ჩინეთი უცვლელ პირველ ადგილს ინარჩუნებს. იანვარ-მაისში ჩინეთში შარშანდელთან შედარებით 62.3%-ით მეტი - $262 მლნ-ის პროდუქცია გავიდა. ამასთან თუ გასულ წელს ჩინეთის წილი ექსპორტში 13.1%-ს შეადგენდა, დღეს ის 17.1%-მდეა გაზრდილი. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ექსპორტი ღვინის ან რომელიმე სხვა ტრადიციული მეურნეობის ხარჯზე არ მომხდარა. ღვინის გაყიდვები მხოლოდ 275 ათასი დოლარით $5.285 მლნ-მდე გაიზარდა, რაც წილობრივად 2%-ა, მინერალური წყლები ჩამონათვალში არც იძებნება, მთავარი საექსპორტო პროდუქტი ჩინეთში სპილენძის მადნებია, რომლის გაყიდვებიც $132 მლნ-დან $217 მლნ-მდე გაიზარდა. თავის მხრივ სპილენძის მადნები ქართული კი არა, სომხური პროდუქციაა და რეექსპორტს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ქვეყანა საბაჟო გადასახადისგან თავისუფლდება, რაც რეექსპორტს მომგებიანს ხდის.



ჩინეთის შემდეგ, $205 მლნ-იანი ექსპორტით მეორე ადგილი რუსეთმა დაიკავა, $196 მლნ-ით აზერბაიჯანმა მესამე ადგილი დაიკავა. ექსპორტის მოცუობამ $100 მლნ-ს კიდევ ორ ქვეყანაში: თურქეთსა და უკრაინაში გადააჭარბა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up