"ექსპორტში ახალი სავიზიტო ბარათი გვჭირდება" – ვახტანგ ჭარაია ექსპორტის ზრდაზე

access_time2017-07-22 10:00:00

„ღვინო და თხილი ექსპორტზე რომ გადის კარგია, მაგრამ ახალი სავიზიტო ბარათია საჭირო“, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტმა, ვახტანგ ჭარაიამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ ისაუბრა.

 

გადაცემაში ვახტანგ ჭარაიამ ბოლო ექვს თვის ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წლის ივნისის თვეში, ექსპორტი 46.6 %-ით გაიზარდა, შესაბამისად, ბოლო ექვსი თვის საშუალო ზრდამ 31.8 % შეადგინა. ზრდა გვაქვს ისეთი მიმართულებით, როგორიც არის სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფერო-შენადნობები, ღვინოები და მინერალური წყლები.

 

ვახტანგ ჭარაიას თქმით, ექსპორტი იზრდება, თუმცა სტრუქტურა არ იზრდება და საჭიროა, ახალი ინოვაციური პროექტების წამოწყება, რომ ექსპორტზე ახალი წარმოება გავიდეს.

 


„ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მიღწევები ნამდვილად არის. ექსპორტი გაიზარდა, თუმცა სამწუხარო ის არის, რომ წლიდან წლამდე ექსპორტის სტრუქტურა არ იცვლება. კარგი იქნება, რომ უფრო მეტად მზა ნაწარმის ექსპორტზე გადავიდეთ. კარგია, ღვინო და თხილი ექსპორტზე რომ გადის, მაგრამ საჭირო ახალი წარმოება. ახალი სავიზიტო ბარათი გვჭირდება და ამ კუთხით მუშაობა საჭიროა. მიხარია, რომ ეკონომიკის სამინისტროს ფარგლებში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ამოქმედდა. გარკვეული ინოვაციური იდეები უკვე არსებობს, რომლებიც წაახალისებს ახალგაზრდებს. შეიძლება რაიმე გრანდიოზული პროექტი ჯერ არ ჩანს და პატარა პროექტებია, მაგრამ ინოვაციების სფეროში პატარა პროექტიც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს“, - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

 

მისივე თქმით,  ექსპორტის ზრდა ან ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე რამდენიმე წლის შემდეგ აისახება. ეს არის ეკონომიკური სტანდარტი.

 

„ეკონომიკაში არის ასეთი პრინციპი, რომ წლებისა და ეკონომიკური ზრდის ნამრავლით ვიგებთ, რამდენით შეიძლება ჩვენი ეკონომიკა გაორმაგდეს. მაგალითად, თუ ყოველწლიურად ჩვენი ეკონომიკა იზრდება 10%-ით, შვიდ წელიწადში ეკონომიკა უნდა გაორმაგდეს. ასეთია სტანდარტი. თუ 15%-იანია ზრდა, დაახლოებით ოთ წელიწადზე ცოტა მეტი დასჭირდება, რომ მოსახლეობამ კეთილდღეობა იგრძნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმის თქმა, რომ ერთ კონკრეტულ წელს ექსპორტი გაიზარდა, ან ეკონომიკური ზრდა ოდნავ მეტი გვაქვს და ეს მოსახლეობაზე იმ წუთას აისახება, შეუძლებელია. ასეთი რამე ფიზიკურად ვერ მოხდება. განვითარებად ქვეყნებშიც ასე ხდება. რეალური პროგრესი გვაქვს, თუმცა ამ ყველაფერს დრო დასჭირდება“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

 




საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება

საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება
access_time2019-08-19 17:30:56
საირმის ტყეში სამონადირეო კომპლექსის მოწყობის მიზნით რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით 2...

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება
access_time2019-08-19 15:55:25
ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში დღეს დაიწყო.  გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ ბლოკბასტერში ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება.  ინფორმაცია “კომერსანტს“ თავდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, როგორი იღებენ ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა ერთ-ერთ ყველაზე...

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს
access_time2019-08-19 20:00:34
სახელმწიფო კრედიტების პროგრამა, რომელსაც მოსკოვი  სხვა ქვეყნებს სთავაზობს გასაიდუმლოებულია, თუმცა რუსულმა სააგენტო  rbc.ru-მ აღმოაჩინა სულ ცოტა  17 სახელმწიფო, რომელთა ვალდებულება რუსეთის მიმართ ჯამში 27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რუსეთის ხელისუფლება ტრადიციულად საიდუმლოდ ინახავს სხვა სახელმწიფოებისთვის მიცემულ ფინანსურ და საექსპორტოო კრედიტებს. ინფორმაცია  საჯარო მაშინ ხდება, როდესაც რუსეთი ხელს მთავრობათ...

„Gulf Georgia“ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს

„Gulf Georgia“  „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს
access_time2019-08-19 14:30:32
“კომერსანტის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელიც ამავდროულად  „Gulf Georgia“-ს  უმსხვილესი აქციონერია, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს. როგორც “კომერსანტს“ წყარომ განუცხადა მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „Gulf“-ი „ვისოლის“ რამდენიმე ავტოგასამართი სადგურების შეძენით იყო დაინტერესებული, ამჟამად კი მოლაპარაკებები მთლიანად „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვაზე...

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება - ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება -  ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -
access_time2019-08-19 13:00:19
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წლის განმავლობაში 23 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიაწოდა. ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა 2018 წელს არის აშენებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზა გამართულია და მაქსიმალურად არის აღჭურვილი ყველა საჭირო საგზაო ნიშნით. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო...


მსგავსი სიახლეები

up