ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა

access_time2022-01-20 12:00:37

2021 წელს ექსპორტი 2020 წელთან შედარებით 26.9%-ით. 2019 წელთან შედარებით კი 11.7%-ით გაიზარდა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს $4.243 მლრდ-ს მიაღწია. ექსპორტის 14.5% - $616 მლნ ჩინეთში განხორციელდა. 2021 წელს ჩინეთში უფრო მეტი პროდუქცია გაიყიდა, ვიდრე 1995-2016 წლებში ერთად, რასაც ხელი 2018 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა თავისუფალმა სავაჭრო ხელშეკრულებამ შეუწყო.

 

ჩინეთში გატანილ ექსპორტში $497 მლნ-ით სპილენძის მადნების წილი 81%-ს აღწევს, რაც რეალურად რეექსპორტია. საქართველო მადნებს სომხეთიდან ყიდულობს და მცირედი გადამუშავების შემდეგ ჩინეთში ყიდის. $44 მლნ-ით მეორე ადგილზე ძვირფასი ლითონებია, $21 მლნ-ით მესამე ადგილს სამედიცინო აპარატურა იკავებს, ღვინო კი მეოთხე ადგილს იკავებს და მისი წილი 2.7%-ს შეადგენს. 2021 წელს ჩინეთში $3 მლნ-ით გაიზარდა, მაგრამ მხოლოდ $16.3 მლნ-მდე.

 

საექსპორტო პარტნიორებში $610 მლნ-ით მეორე ადგილს რუსეთი იკავებს. $610 მლნ-დან $171 მლნ ფეროშენადნობია, $131 მლნ-ის ღვინო, $61 მლნ-ის მინერალური წყლები, $41 მლნ-ის სპირტიანი სასმელები, $27 მლნ-ის ხილი და $179 მლნ-ის დანარჩენი საქონელია.


 

ექსპორტის მოცულობამ $0.5 მლრდ-ს კიდევ ერთ ქვეყანაში აზერბაიჯანში გადააჭარბა და $531 მლნ-ს მიაღწია. ათეულში ასევე მოხვდნენ: თურქეთი - $322 მლნ, უკრაინა - $307 მლნ, სომხეთი - $257 მლნ, ბულგარეთი $254 მლნ, აშშ - $195 მლნ, ყაზახეთი - $96 მლნ და ესპანეთი $89 მლნ. ყველაზე მეტად 143%-ით ექსპორტი აშშ-ში გაიზარდა, 102%-ით კი ყაზახეთში. პირველი ათეულიდან 19%-იანი კლება მხოლოდ ბულგარეთში აღინიშნა.

 

რაც შეეხება საექსპორტო პროდუქციას, $815 მლნ-ით პირველ ადგილს სპილენძის მადნები იკავებს, $477 მლნ-ით მეორეზე ფეროშენადნობებია, $457 მლნ-ით სამეულს მსუბუქი ავტომობილები ასრულებს. ათეულში ასევე მოხვდნენ ღვინო - $240 მლნ, სპირტიანი სასმელები - $157 მლნ, მინერალური წყლები - $142 მლნ, აზოტოვანი სასუქები - $120 მლნ, თხილი და კაკალი - $118 მლნ, სამკურნალო საშუალებები - $99 მლნ და $64 მლნ. ყველაზე მეტად - 93%-ით ფეროშენადნობების ექსპორტი გაიზარდა, 65%-იანი მატება აღინიშნა სასუქების შემთხვევაში, ვარდნა კი მხოლოდ ოქროს შემთხვევაში ფაფიქსირდა და მისი ექსპორტი 34%-ით შემცირდა.




„საიდუმლო ოთახი“ ხელოვნების სასახლეში 18 მაისიდან გაიხსნა – გიორგი კალანდია გადაცემაში „ბრენდი საქართველო“

„საიდუმლო ოთახი“ ხელოვნების სასახლეში 18 მაისიდან გაიხსნა – გიორგი კალანდია გადაცემაში „ბრენდი საქართველო“
access_time2022-05-18 18:30:34
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელოვნების სასახლეში საინტერესო სიახლეებია დაგეგმილი, მათ შორის ერთ-ერთი ხელოვნების სასახლეში იმ „საიდუმლო ოთახის“ გახსნაა, რომელიც ლეგენდარული სიყვარულის ისტორიას უკავშირდება. სიყვარულის ისტორიაზე და საიდუმლო ოთახზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ ისაუბრა. ...

18 მაისი - ლარი თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

18 მაისი - ლარი თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-05-18 17:10:24
18 მაისი ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.12 თეთრით 2.9442-მდე გამყარდა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 2.08 თეთრით 3.0973-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.23 თეთრით 3.6538-მდე, ლარი 100 რუსულ რუბლთან 3.48 თეთრით 4.5576-მდე, 10 უკრაინულ გრივნასთან 0.29 თეთრით 1.0014-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 8.49 თეთრით 6.4031-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.1846-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.23 თეთრით 1.7354-მდე გამყარდა.

რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს - ფხაკაძე საწვავის ფასზე

რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს - ფხაკაძე საწვავის ფასზე
access_time2022-05-18 16:25:08
საწვავზე საერთაშორისო ფასები რეკორდულად მაღალია, ამ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სოსო ფხაკაძის თქმით, ამ ეტაპზე, ფასების შემცირების რესურსი არ არსებობს.   „დღეს არის არაორდინალური ვითარება ომის გამო. დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ისეთი პროცესი, სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთ-უკრაინას შორის ასევე...

ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი გახდა

ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა
access_time2022-05-18 14:55:01
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, საქართველოში დაიწყო მასშტაბური პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE). აღნიშნული პროექტის საწყის ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მმართველი დირექტორი, ფრიდრიხ შტიფტი, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის ‘მერსი ქორფსის’ პროგრამის ოფიცერი აზიაში, სიმონა ჰერმეილოვა, RDYE პროექტის ხელმძღვანელი, უჩა ვარამაშვილი, სპორტის,...

სანქციების გამო „ავტოვაზი“ მუშაობას ვერ აგრძელებს

სანქციების გამო „ავტოვაზი“ მუშაობას ვერ აგრძელებს
access_time2022-05-18 19:00:07
რუსეთის მთავარი საავტომობილო საწარმო „ავტოვაზი“, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო დაწესებული დასავლური სანქციების გამო, მუშაობის განახლებასა ვერ ახერხებს. ავტოკონცერნმა მაკომპლექტებლების დეფიციტის გამო მუშაობას სულ მცირე 27 მაისამდე ვერ განაახლებს„ავტოვაზი“ 6 ივნისიდან ოთხდღიან სამუშაო კვირაზე აპირებს გადასვლას, ელექტრონული კომპონენტების მიწოდების პრობლემის გამო. მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად...


მსგავსი სიახლეები

up