2021 წელს ექსპორტი 26.9%-ით $4.242 მლრდ-მდე, იმპორტი 25.1%-ით $10.077 მლრდ-მდე, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა კი 25.6%-ით $14.319 მლრდ-მდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი ბრუნვის 40.7% - $5.837 მლრდ შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
უშუალოდ დეკემბერში ექსპორტი 28.9%-ით $420 მლნ-მდე, ხოლო იმპორტი 26.7%-ით $1.042 მლრდ-მდე გაიზარდა. საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი 20 იანვარს გამოაქვეყნებს.