ექსპორტის პოტენციალის მქონე ქართული ბრენდები სახელმწიფოსგან ინვესტიციებს ითხოვენ

ექსპორტის პოტენციალის მქონე ქართული ბრენდები სახელმწიფოსგან ინვესტიციებს ითხოვენ

access_time2020-01-16 09:00:00

ექსპორტის პოტენციალის მქონე ქართული ბრენდები სახელმწიფოსგან ინვესტიციებსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ითხოვენ, – ამის შესახებ ჩანთების ბრენდის „გეფერინის“ დამფუძნებელმა, ილია გეფერიძემ და საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია „სპილოუს“ დირექტორმა, სოფო ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადეს.



გადაცემაში ქართული მოდის ინდუსტრიის, ტანსაცმლისა და აქსესუარების საექსპორტო პოტენციალი, პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ქართული ბრენდული პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე ფეხს ნელ-ნელა იკიდებს და სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.



„გეფერინმაც“ და „სპილოუმაც“ უკვე ისარგებლეს ისეთი სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, როგორიცაა დამწყები ბიზნესის წახალისებაზე ორიენტირებული პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. ამ პროგრამის თანადაფინანსებით ორივე კომპანიამ რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და საექსპორტო არხებიც გაჭრა. თუმცა, როგორც სტუმრებმა განმარტეს, ბრენდის შექმნა და საექსპორტო პოტენციალის გაფართოება მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს ითხოვს. მათი თქმით, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო საექსპორტო პოტენციალის მქონე ბრენდებში გარკვეულ ინვესტიციებსაც ჩადებს.



„ქართველი მომხმარებლის ქცევა შეცვლილია და მათ სურთ, ქართული პროდუქცია შეიძინონ, რაც ძალიან კარგია. რაც შეეხება სახელმწიფო დახმარებას, ნამდვილად ცდილობენ, დაგვეხმარონ. ოთხ გამოფენაზე ვიყავით „აწარმოე საქართველოს“ თანადაფინანსებით და უშედეგოდ არ დავბრუნებულვართ. ჰონგ კონგში გაიხსნა ჩვენი მაღაზია, მაგრამ არის ბევრი გამოწვევა, კერძოდ დაფინანსებასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას სახელმწიფოში ისეთი ორგანოები, რომლებიც საექსპორტო პოტენციალის მქონე ბრენდებს წაახალისებს. მაგალითად, „საპარტნიორო ფონდი“ ინოვაციურ ბიზნესებს აფინანსებს. თუ იქნება მსგავსი მექანიზმი პოტენციური საექსპორტო ბრენდების დასაფინანსებლად, ძალიან კარგი იქნება, რადგან ბრენდის შექმნა დიდ სახსრებს მოითხოვს და დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გეფერიძემ.



ჩხაიძის მოსაზრებით, კომპანიებმა უნდა გამოიყენონ ის შანსი, რომ საერთაშორისო ბაზარზე ქართველმა დიზაინერებმა გზა უკვე გაკვალეს და ქართულ ტანსაცმელზე მოთხოვნა არსებობს. მისი თქმით, ეს ნიშა რომ აითვისო, დიდი ფინანსური რესურსია საჭირო.




„ფინანსებზე ხელმისაწვდომობა არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. სტარტაპერის ბიზნეს სესხი გვაქვს. პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ უდიდესი ნაბიჯი გადაგვადგმევინა. ერთი წლის წინ წავედით საერთაშორისო გამოფენაზე და კონტაქტები დავამყარეთ. ბეირუთში გვქონდა მცირე ექსპორტი, ლონდონში, farfit.com-ზეც ვიყიდებოდით. როცა ამ სფეროში შედიხარ, სულ უფრო მეტი გინდა. ქართველმა დიზაინერებმა გაკვალეს გზა და მადლობლები ვართ, რომ ნულიდან არ ვიწყებთ. მოზრდილების ტანსაცმელი იმყარებს პოზიციებს და ახლა ჩვენ საბავშვოთი შევდივართ. საბავშვო ტანსაცმელს კრიტიკის თვალით უყურებენ, უნდა დარწმუნდნენ, რომ სანდო კომპანია ხარ, რადგან საქმე ბავშვებს ეხება, რომ კარგად კერავ, მაღალი ხარისხი გაქვს. ამიტომ ბრენდი რომ შექმნა და ნდობა მოიპოვო, მაღალი მოთხოვნებია, განსაკუთრებით ევროპაში. თუმცა დიდი მოთხოვნებია ამერიკასა თუ ჩინეთშიც. ექსპორტზე რომ გახვიდე, სადაც ამხელა შესაძლებლობებია და არ ჩაიკეტო, ფინანსებს ვეძებთ, რომ ბრენდის განვითარებისთვის ერთი დიდი ნახტომი გავაკეთოთ“, – განაცხადა ჩხაიძემ.



დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ქართულ პროდუქციას გარკვეული კონკურენტული უპირატესობა აქვს თვით ყველაზე იაფფასიანი ჩინური პროდუქციის მიმართაც. მაგალითად ქუვეითმა მოითხოვა, რომ „გეფერინის“ ნაწარმზე მწარმოებლის აღმნიშვნელი წარწერა „ Made in Georgia“ აქსესუარებზე გარედან შესამჩნევად იყოს აღბეჭდილი.



„ეტაპობრივად ხალხი ჩინური პროდუქციის მიმართ ნდობას კარგავს და სხვა ქვეყნების პროდუქციას ეძებენ. ჩვენ ევროპულ ქვეყნად ვითვლებით და როდესაც „Made in Georgia“ აწერია, ეს ნიშნავს, რომ პროდუქცია ევროპაშია დამზადებული. ამიტომ, ქუვეითში მოითხოვეს წარწერა გარედან გაკეთდეს. ახლა „Made in Georgia“ მთლიანად აწერია გარედანაც და შიგნითაც. ჩინეთში გამოფენაზე თუ არ ვცდები, 1021 კომპანია იყო და ჩვენი და მათი საბითუმო ფასები რომ შევადარეთ, ძალიან მცირე განსხვავება აღმოჩნდა. პირიქით, ჩვენ უპირატესობაშიც კი ვიყავით, რაც თუნდაც შეკვეთის კომპონენტში გამოიხატება. როცა ჩინურ კომპანიებს კონკრეტულ მოდელს უკვეთავ, მათი მინიმალური მოთხოვნაა 500 ერთეული, ჩვენი კი 30-დან 50-მდე, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა. ხელსაყრელია ასევე ადგილმდებარეობა. ჩინური პროდუქცია 45 დღე გზაშია და გარდა ამისა, სულ მცირე ერთი თვე დამზადებას უნდა. ჩვენი – 45 დღეში უკვე ადგილზეა. ეს ჩვენი შანსია და უნდა გამოვიყენოთ. უბრალოდ ამას სჭირდება სწორი განვითარება და ახლა გვჭირდება სწორი დაფინანსება“, – განაცხადა გეფერიძემ.



მისი მოსაზრებით, სტანდარტული საბანკო პროდუქტებით საექსპორტო ბრენდები შორს ვერ წავლენ და სწრაფი განვითარებისთვის მათ სახელმწიფო ინვესტიციები ესაჭიროებათ.



„გვჭირდება რაღაც სხვა დახმარება, საპარტნიორო ფონდის მსგავსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო მეტად გავრისკოთ. ძალიან რთულია ამდენ ბრენდში თავის გატანა, როცა მიდიხარ და არ იცი, სად იქნები და როგორ, მაგრამ მაინც მიდიხარ. სახელმწიფომაც ასევე უნდა გარისკოს და ჩადოს თანხები ჩვენნაირ დამწყებ ბიზნესებში. ვთქვათ, 100 კომპანიიდან 20-მაც რომ გაამართლოს, რამდენ დასაქმებულს და ბიზნესს მივიღებთ საქართველოში“, – განუცხადა ილია გეფერიძემ „ბიზნესპარტნიორს“.



1tv.ge





თეგები:
ექსპორტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up