ექსპორტის განვითარების ასოციაციას ახალი ხელმძღვანელი და საბჭოს ახალი წევრები ჰყავს

ექსპორტის განვითარების ასოციაციას ახალი ხელმძღვანელი და საბჭოს ახალი წევრები ჰყავს

access_time2020-02-25 15:13:51

ექსპორტის განვითარების ასოციაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ანი კვარაცხელია აირჩიეს, რომელიც ასოციაციას სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო სექტორში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ შეუერთდა. მის სახელს უკავშირდება არაერთი სახელმწიფო ინიციატივა, მათ შორის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს და ექსპორტის ხელშეწყობის სტრატეგიის შექმნა და განვითარება.


ამასთან, ექსპორტის განვითარების ასოციაციის მმართველ და მრჩეველთა საბჭოს 3 ახალი წევრი შემოემატა. ნიკა ქურდიანი, დათუნა რაქვიაშვილი და მამუკა ბერიაშვილი სამეთვალყურეო საბჭოს ახალ გამოცდილდებას და ხედვას შესძენენ კერძო სექტორის, პოლიტიკის განვითარების, სტრატეგიისა და ინოვაციის, ბაზრის ანალიზის, ბიზნესის, სტარტ აპის განვითარების, კომუნიკაციისა და მარკეტინგის მიმართლებით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ასევე არიან გვანცა მელაძე, გიორგი აბაშიშვილი და ზურა ღამბაშიძე.


ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ანი კვარაცხელია 2011 წლიდან აქტიურად იყო ჩართული ქართული კერძო სექტორის განვითარების სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამებში. მათ შორისაა, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ღვინის კამპანია აზიაში (2011-2012), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინსტიტუციური რეფორმა 2013 წელს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს (აწარმოე საქართველოში) შექმნა, რომელსაც იგი 2015-2017 წლებში ხელმძღვანელობდა; ექსპორტის ხელშეწყობის სტრატეგია და ექსპორტის დაკრედიტების სქემების საქართველოში დანერგვის იდეა. 2017-2019 წლებში კი ანი კვარაცხელია აქტიურად იყო ჩართული ანაკლიის პორტის, ქალაქისა და ეკონომიკური ზონის განვითარებაში, როგორც „სს ანაკლია სითის“ დირექტორის მოადგილე.


ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) დაარსდა 2012 წელს ქართული საწარმოების ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიზნით.EDA აერთიანებს ასამდე ექსპორტზე ორიენტირებულ ქართველ მეწარმესა და მომსახურების მიმწოდებელს. სოციაცია ექსპორტიორებს სთავაზობსმუდმივად განახლებულ პროდუქტის / ბაზრის მოკლე მიმოხილვას და სტიმულს აძლევს ქართულ კომპანიებს ჩაერთონ საექსპორტო საქმიანობაში მათი ბიზნესის გაფართოებისა და საერთაშორისო ბაზრებზე შეღწევის მიზნით. ასოციაციის
მთავარი კომპეტენციაა ბაზარზე შესვლის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.


საბჭოს წევრების შესახებ:



ნიკა ქურდიანი თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეა, მცირე, საშუალო და მიკრო სეგმენტის საბანკო მომსახურების და მარკეტინგის მიმართულებით. საბანკო ინდუსტრიაში მისი გამოცდილება 15 წელზე მეტს ითვლის, მათ შორის, ის იყო კასპი ბანკის - ყაზახეთის წამყვანი საცალო ბანკის - მმართველი დირექტორი; ხელმძღვანელობდა UniCredit Group-ის სხვადასხვა განყოფილებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ნიკა ქურდიანის საქმიანობას უკავშირდება საქართველოში არაერთი ინოვაციური პროექტი თუ ინიციატივა, რომლებიც კერძო სექტორის, სტარტ-აპებისა და ინდუსტრიების განვითარებას უწყობს ხელს.


მამუკა ბერიაშვილი 2020 წლიდან არის გაერთიანებული კომპანია NUTEX/ NUTSGE-ის აღმასრულებელი დირექტორი. ის თხილის სექტორში მუშაობის 22-წლიანი გამოცდილებას ფლობს. ბერიაშვილი არის თხილის მწარმოებელი/ექსპორტიორი კომპანია NUTEX-ის (2007), და კომპანია NUTSGE-ის (2012) დამფუძნებელი.


დათუნა რაქვიაშვილი 20 წელზე მეტია აქტიურად არის ჩართული ბიზნესის, სოციალური და საგანმანათლებლო პლატფორმების შემუშავებასა და განვითარებაში. იგი კურირებდა აშშ საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დეპარტამენტებს. მრავალი წლის განმავლობაში ინსტიტუციურად ავითარებდა სათავგადასავლო ტურიზმს. 2000 წლიდან დღემდე არის სამთო გამყოლთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი. დავით რაქვიაშვილი ასევე არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს.


გვანცა მელაძე სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის 20-წლიან გამოცდილებას ფლობს ეკონომიკური განვითარების პროექტებში, ძირითადად, პრივატიზაციის, სოფლის მეურნეობის განვითარების, უცხოური ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით. 2013 წლიდან ის აქტიურად არის ჩართული ექსპორტის ასოციაციის საქმიანობაში როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (2019 წლამდე) და გამგეობის წევრი.


ზურა ღამბაშიძის გამოცდილება ვაჭრობის და გაყიდვების მიმართულებით წამყვან კომპანიებში მუშაობის 20 წელს მოიცავს. ის, ასევე, აქტიურად არის ჩართული ექსპორტისა და მარკეტინგის მიმართულებით სხვადასხვა ჯგუფების საგანმანათლელბო საქმიანობაში.


გიორგი აბაშიშვილი 2019 წლიდან გაეროს ეკონომიკისა და სოციალური მიმართულების განყოფილებაში მუშაობს და არის საქართველოს ეროვნული კონსულტანტი, სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეკონომიკური მიმართულებით; ჩართული იყო არაერთი კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციის ეკონომიკური სტრატეგიის განვითარებაში, ასევე, მართავდა საერთაშორისო ფონდების პროექტებს სამოქალაქო, ეკონომიკური თუ პოლიტიკური განათლების მიმართულებით.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up