ექსპორტირებული თაფლის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება- მეფუტკრეები საქართველოს მთავრობას ქართული თაფლის პოპულარიზაციაში დახმარებას სთხოვენ

ექსპორტირებული თაფლის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება- მეფუტკრეები საქართველოს მთავრობას ქართული თაფლის პოპულარიზაციაში დახმარებას სთხოვენ

access_time2020-02-17 14:00:39

საქართველოდან  ექსპორტირებული თაფლის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ქვეყანაში ექსპორტზე 6.5 ტონა თაფლი გავიდა, რომლის ღირებულებამ ჯამში 56 300 დოლარი შეადგინა. გასულ წელს ჯამში საზღვარგარეთ 21 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა, ღირებულება 69.5 ათასი დოლარი შეადგინა. 2017 წელი - 2.2 ტონა  იქნა ექსპორტზე გატანილი (15.8 ათასი დოლარი) , 2016 წელი - 3.8 ტონა (ღირებულება 21.2 ათასი დოლარი), ხოლო 2015 წელი - 8.3 ტონა (ღირებულება 73.1 ათასი დოლარი).

 

ქართული თაფლის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებამ ორი მნიშვნელოვანი პლატფორმა: www.honeyofgeorgia.com და www.jarahoney.com შეიქმნა. ვებ-გვერდი ქართული თაფლით დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს გაეცნონ საქართველოში წარმოებულ თაფლის სახეობების მრავალფეროვნებას, საქართველოს გეოგრაფიულ ბიომრავალფეროვნებასა და ბუნებრივ სიმდიდრეს. ასევე მათ შესაძლებლობა აქვთ სიღრმისეული ინფორმაცია მიიღონ რეგიონალური თაფლოვანი მცენარეებსა და ქართული ფუტკრის შესახებ.

 

თუმცა, ორი ვებ-გვერდი და რამდენიმე ვიდეო რგოლი საკმარისი არ აღმოჩნდა იმ რეალობის შესაცვლელად, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები გვიჩვენებს. მეფუტკრე ირინა ლორთქიფანიძე „კომერსანტთან“ სახელმწიფოს როლზე საუბრობს და მთავრობას ქართული თაფლის ცნობადობის გაზრდაში დახმარებას სთხოვს.

 


„საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებამ შექმნა ორი ვებ-გვერდი. აქამდე ჩვენ ქართული ფუტკრის შესახებ ვებ-გვერდი არ გვქონია. სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარეობს შეხვედრები, უნდა დაგვეხმარონ ბაზარზე ქართული თაფლის პოპულარიზაციაში, თუ მთავრობა არ მოგვეხმარება ფართო მასშტაბით, ჩვენ ვერაფერს გავხდებით. ცნობადობის ამაღლებისთვის საჭიროა ვიდეო რგოლები, ხშირი რეკლამები, უნდა გაიგონ, რომ ქართული თაფლი საუკეთესოა. ყველა მეფუტკრე უნდა ცდილობდეს რომ კარგი თაფლი აწარმოოს, კარგ ჭურჭელში ჩამოასხას, დაცული უნდა იყოს ყველანაირი ეტიკეტი და ამ ყველაფრის შემდეგ სასურველ შედეგს მივაღწევთ“, - ირინა ლორთქიფანიძე.

 

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თავმჯდომარე ალეკო პაპავა აცხადებს, რომ თაფლის ბიზნესის განვითარებისთვის ქართული თაფლს პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზრებზე მნიშვენელოვანია. მისი თქმით, ინტერესი ქართული თაფლის მიმართ დღითიდღე იზრდება.

 

„www.honeyofgeorgia.com -ს შემთხვევაში საუბარია ქართულ თაფლზე, www.jarahoney.com-ზე კი გაიგებთ ჯარაზე, ფუტკრის ქართულ ტრადიციული სკაზე, რომელიც ფუტკრების მოშინაურების მიზნით საქართველოში უძველესი დროიდან გამოიყენება. ჯარას თაფლი საქართველოში აღმოჩენილი ძალიან იშვიათი და მაღალი ხარისხის ორგანული ველური პროდუქტია. ის 100% სუფთა და ველური თაფლია. ჩვენი ტრადიციული მეფუტკრეობაა ეს და ამ კუთხით მსოფლიოში კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გაიგონ ჩვენზე, ჩვენს ისტორიაზე. საპრომოუშენო ვიდეო რგოლებიცაა შექმნილი, ამ ყველაფერმა საბოლოოდ დაინტერესება გამოიწვია, წერილები მოგვდის უკვე ბრიტანეთიდან, აზიის ქვეყნებიდან რომლებიც ითხოვენ, რომ ჩვენი პროდუქტი გავაცნოთ, თუმცა რა თქმა უნდა საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა“, განაცხადა ალეკო პაპავამ.

 

 ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up