„ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში „ასპრიას“ ახალი ფიტნეს ცენტრი გაიხსნება

„ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში „ასპრიას“ ახალი ფიტნეს ცენტრი გაიხსნება

access_time2021-05-25 11:00:45

ვაკის პარკთან მდებარე რესტორან „სენატის“ ყოფილ შენობაში,  Aspria-ს ფიტნეს დარბაზის გახსნა გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო გადაიდო. ფილიალი 2021 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო. როგორც „კომერსანტს“ ასპრიას დირექტორი ოთარ თავყელიშვილი უყვება, ყოფილ რესტორან „სენატის“ ინფრასტრუქტურა სრულად მწყობრიდან იყო გამოსული, რის გამოც თავდაპირველად გათვალისწინებული ხარჯების მოცულობა ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა.

 

„სარემონტო სამუშაოები მიდის, იმდენად დაზიანებული იყო ყველაფერი, რომ ახალი ხარჯები გაგვიჩნდა და საინვესტიციო მოცულობაც  ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა.  ვენტილაცია და კონდიცირების სისტემები, რისი იმედიც გვქონდა, რომ წესრიგში იქნებოდა სრულად შესაცვლელი აღმოჩნდა. ამიტომ ვადებმაც გადაიწია, ვფიქრობთ სექტემბრის დასაწყისისთვის ფილიალი იქნება მწყობრში და გახსნისთვის მზად,“ - ამბობს ოთარ თავყელიშვილი.


ეს იქნება პრემიუმ-ფილიალი და ზუსტად განსაზღვრული არ არის მომსახურების ფასი, მაგრამ ვეცდებით ჩვენს პოლიტიკას არ ავცდეთ და უფრო ეკონომიური ვიყოთ,  ვიდრე ბაზარზე არსებობს. ჩვენ ვაკეში ყველაზე დაბალი ფასი გვქონდა, სამწუხაროდ ამ ფასს ვეღარ შევინარჩუნებთ ამ ფილიალში, თუმცა სხვა პრემიუმ კლასის ფიტნეს ცენტრებთან  შედარებით უფრო დაბალი ფასი გვექნება.


„ასპრია“ ამჟამად „ექსპო ჯორჯიას“ ტერიროტიაზე ახალი ფილიალის მშენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმებას აფორმებს და ერთ წელიწადში ფიტნეს ცენტრი 500 000 დოლარის ღირებულების ახალი ფილიალიც გაიხსნება.


 

„კიდევ გვაქვს გეგმები, ვაწერთ ხელს გამოფენის ტერიტორიაზე ახალი ფილიალის თაობაზე ხელშეკრულებას.  ეს ფილიალი ერთ წელიწადში იქნება. ასევე ქუთაისშიც ვაპირებთ ფილიალის დამატებას.


გამოფენის ტერიტორიაზე ახალი ფილიალის პროექტის მომზადებას ახლა ვიწყებთ. ჩვენ მივდივართ იმ მიმარტულებით, რომ პრემიუმ კლასის მომსახურებას ვაძლევთ მაგრამ ვცდილობთ ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. იმიტომ არამ რომ სახელს მოჰყვეს ძვირი ფასი ან რაღაცით ნაკლები ვართ. გამოფენასთან დაახლოებით 500 000 დოლარის ღირებულების ინვესტიცია ჩაიდება. ფართი საკმაოდ დიდი გვექნება და კარგი ტერიტორიაა. მეპატრონისგან კარგი შემოთავაზება გვაქვს და ადგილი ყველაზე კარგია, რადგან ბევრი მოვარჯიშეა და ფიტნეს ცენტრი კი ახლოს არ არის,“ - ამბობს „ასპრიას“ დირექტორი.

 

2020 წლიდან კომპანია „ასპრია“ „ჰოლდინგ მეტის“ მფლობელობაში გადავიდა და ამჟამად კომპანია რებრენდინგს განიცდის.


მარიამ მორგოშია


თეგები:
ასპრია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up