დედაქალაქში „ექსპო ჯორჯიას ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით Tbilisi Art Fair ჩატარდება

დედაქალაქში „ექსპო ჯორჯიას ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით Tbilisi Art Fair ჩატარდება

access_time2019-05-15 12:03:33

17-19 მაისს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, უკვე მეორედ, თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა - TAF ჩატარდება.

 

გამოფენა დახურული ჩვენებით „ექსპო ჯორჯიას XI პავილიონში, 16 მაისს, 14:00 საათზე გაიხსნება. დანარჩენ მსურველებს კი დასწრება 17-19 მაისს, 12:00-20:00 საათებში შეეძლებათ.

 

ოთხ დღიანი გამოფენა-გაყიდვა მსოფლიოს 16 ქვეყნის 33 გალერეასა და 38 დამოუკიდებელ ხელოვანს გააერთიანებს. მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, საფრანგეთი, იტალია, ბულგარეთი, სერბეთი, აზერბაიჯანი, შვეიცარია, ავსტრია, ჩინეთი, აშშ, კუბა, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, ლიეტუვა.

 

Tbilisi Art Fair-ის საგამოფენო სივრცე ორ ძირითად ნაწილად იქნება გაყოფილი. მთავარი დარბაზი ადგილობრივ და საერთაშორისო გალერეებს უმასპინძლებს, ხოლო სახელოსნოს სპეციფიკური ფორმატი - The Hive  დამწყებ და საგალერეო რეპრეზენტაციის გარეშე არსებულ ხელოვანებს მისცემს ნამუშევრების გამოფენის საშულებას.

 

თბილისის ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „ექსპო ჯორჯიას პავილიონებსა და ბაღებს, ასევე მთელი თბილისის მასშტაბით მუზეუმებს, თეატრებსა და სახელოვნებო სივრცეებს მოიცავს. ბაზრობის ფარგლებში ჩატარდება ლექციები, მასტერკლასები, ღია ფორუმები, ასევე, შემდეგი პარალელური ღონისძიებები:

 

·       ოთხი ლაპარაკი - პავილიონი 6 - კურირებული ტური; 16 მაისი 15:00 სთ.

 

·       ტკივილის პალიტრა - პავილიონი 11 - კურირებული ტური; 16 მაისი 16:00 სთ.

 


·       იყო ქალი - პავილიონი 3 - კურირებული ტური; 16 მაისი 17:00 სთ.

 

·       მედეა: გამოსახულებები VS სიტყვა -  პავილიონი 4 - კურირებული ტური; 16 მაისი  18:00 სთ.

 

·       დავით კაკაბაძის ფონდი, არქივის გამოფენა - ორანჟერეა - კურირებული ტური; 16 მაისი 19:00 სთ.

 

ორანჟერეაში გამოფენილი დავით კაკაბაძის სამეცნიერო ნაშრომები და კვლევები, მხატვრის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავი რამდნეიმე ეტაპიანი, მასშტაბური პროექტის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც თიბისისა და დავით კაკაბაძის ფონდის ორგანიზებით ხორციელდება.

 

·       სასტუმრო „ევროპა: მათი წარსული, თქვენი აწმყო, ჩვენი მომავალი - თბილისის ღია სივრცე; 17 მაისი 17:00 სთ.

 

·       IN SITU/IN VIVO - აბრეშუმის მუზეუმი - ოფიციალური გახსნა: 17 მაისი; 15:00 სთ.

 

·       ჯეფ ქოუენი, 30 ნამუშევარი - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - ოფიციალური გახსნა: 17 მაისი; 20:00 სთ.

 

·       კლარის ჰანი - კინოთეატრი ამირანი - ოფიციალური გახსნა: 17 მაისი 16:00

 

თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა ფოკუსირებულია აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების გალერეებსა და სახელოვნებო ინსტიტუტებზე, რომლებიც ხელოვნების ბაზრობებზე ჯერ არ წარმოდგენილან. მისი მიზანია ხელი შეუწყოს კავშირების დამყარებას და გააძლიეროს პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო სახელოვნებო დაწესებულებებს შორის.

 

TAF ყოველწლიური პლატფორმაა, სადაც კოლექციონერბეი, კურატორები, მედიის წარმომადგენლები და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები ერთ სივრცეში აღმოაჩენენ ხელოვანებსა და გალერეებს.

 

TAF-ზე თითოეულ დღეს დასასწრები ბილეთის ღირებულება 10 ლარია, რომლის შეძენაც ადგილზე - „ექსპო ჯორჯიაში, ასევე -  TKT.GE - ზე შეგიძლიათ.



თეგები:
Tbilisi Art Fair



ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე

 ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე
access_time2019-07-17 20:30:58
16 ივლისს, თბილისში მშენებლობაზე  16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა. ის თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩამოსული. მიმდინარე კვირს  კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა, შემთხვევა თუშეთი-ომალოს გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მოხდა. მომხდარ ფაქტებზე, ისევე როგორც მანამდე სამუშაო პროცსის დროს გარდაცვლილ ათობით მუშის საქმეზე,  გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზად შრომის უსაფრთხოების წესების...

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ
access_time2019-07-17 19:30:46
აშშ-ს ხელისუფლების უკმაყოფილება Facebook-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის - ლიბრას - გამო,  ახალ დონეზე ავიდა- ამჯერად მის წინააღმდეგ აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი გამოვიდა. მისი თქმით,...

Euronews - შილდა მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის მსოფლიოში საუკეთესოა

Euronews - შილდა მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის მსოფლიოში საუკეთესოა
access_time2019-07-17 18:20:46
შილდა მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის მსოფლიოში საუკეთესოა. ევრონიუსმა შილდა მსოფლიოს 5 საუკეთესო მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის დაასახელა. „შილდა“ ისეთ არქიტექტურულ ნიმუშებ შორის მოხვდა, როგორებიც არიან WOHA-ს არქიტექტურა, ტორონტოს ხის კოშკი გერმანიაში და სხვები. “ჯერჯერობით შილდა უდავოდ ჩვენი ფავორიტია, - წერს ევრონიუსი. შილდას ღვინის ქარხანა კახეთში მდებარეობს. ის ბრიტანული X-architecture-ის...

ლახვარი ზურგში - ყაზახეთმა „გაზპრომ-ნეფტი“ უკრაინაზე გაცვალა

ლახვარი ზურგში - ყაზახეთმა  „გაზპრომ-ნეფტი“ უკრაინაზე გაცვალა
access_time2019-07-17 20:00:52
ანტირუსული სანქციების ექო გაისმა ამჯერად მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე ახლო მეგობარ ქვეყანაში - ყაზახეთში.  ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო ერთ-ერთმა მსხვილმა ყაზახურმა კომპანიამ ურთიერთობები გაწყვიტა  „გაზპრომის“ შვილობილ კომპანია  „გაზპრომ-ნეფტ“-თან. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულ კომპანიას შეეზღუდა საქმიანობა ამ ქვეყანაში. ექსპერტების აღნიშნავენ. რომ ამ ისტორიამ შექმნა საშიში პრეცედენტი და მსოფლიოში სულ უფრო ნაკლები...

დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 16-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის ოცნების მაჟორიტარმაც

დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 16-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის ოცნების მაჟორიტარმაც
access_time2019-07-17 17:30:58
2019 წლის 11 ივლისის მონაცემებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა 40 წელს ზემოთ მყოფმა პარლამენტის 16-მა დეპუტატმა დატოვა. მათ შორისაა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილიც. მონაცემები On.ge-ს საჯარო ინფორმაციის სახით მიაწოდეს.   40 წლამდე პირებისთვის დაგროვებითი საპენსიო სისტემა სავალდებულოა, 40 წლამდე მყოფ პირებს კი შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში სისტემა დატოვონ.   დეპუტატები, რომლებმაც საპენსიო სქემა დატოვეს ქართული...


მსგავსი სიახლეები

up