ექსპო-ჯორჯია საგამოფენო საქმიანობის გადასარჩენად ახალ ბიზნეს მოდელზე გადადის

ექსპო-ჯორჯია საგამოფენო საქმიანობის გადასარჩენად ახალ ბიზნეს მოდელზე გადადის

access_time2020-10-26 11:30:12

გაჩერებული სასტუმროები, რესტორნები, ბარები და მაღაზიები. დაცარიელებული კინოთეატრები, მუზეუმები და კაზინოები. ასობით დაკარგული სამუშაო ადგილი და მნიშვნელოვნად შემცირებული შემოსავლები. უკვე ყველამ კარგად იცის, რომ ეს ჰოლივუდური ბლოგბასტერის სცენარი არ არის, ეს ჩვენი რეალობაა, რეალობა რომელში ყველანი ახალ ცხოვრებას ვსწავლობთ. კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიო, წესრიგის ახლებური გააზრების აუცილებლობის წინაშე დააყენა. ბიზნესის  გარკვეულმა სექტორებმა ეს მალევე მოახერხა და საქმიანობის ახალი მეთოდი დანერგეს, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა გადაწყობაც კოვიდ რეალობაში შეუძლებელია.

 

ჩვენს რეალობაში ესეთი ერთ-ერთი კომპანია საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯიაა“. დიალოგი სს „გამოფენების ცენტრის“ დირექტორთან რესან ქიქავასთან ესე დაიწყო:

 

„პირდაპირ რომ გითხრათ, საგამოფენო საქმიანობის გადარჩენის რეჟიმში ვართ“

 

ორგანიზაცია რომლის მისიაც სხვადასხვა ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა იყო, დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. 11-დან 5 პავილიონი, რომელიც მუდმივად დატვირთული იყო სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებებით, დღეს ცარიელია. რესან ქიქავა აცხადებს, რომ კომპანიას კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, 2020 წელს დაგეგმილი თითქმის ყველა საერთაშორისო გამოფენა გადადო. იგი გვიყვება, რომ ამ ტიპის გამოფენების მომზადებას დაახლოებით ერთი წელი და დიდი ძალისხმევა სჭირდება, შესაბამისად გამოფენების გადადება „ექსპო ჯორჯია“-ს გუნდისთვის ძალიან მძიმეგადაწყვეტილება იყო. მაშინ, როცა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საწყის ეტაპზე იყო „ექსპო ჯორჯიამ“ ღონისძიებები გაზაფხულიდან შემოდგომისთვის გადადო, თუმცა მალევე მოცემულობა ძალიან გართულდა და შესაბამისადყველაფერმა მომავალ წლამდე გადაიწია.

 

„უამრავი ხელშეკრულება გაუქმდა. მაგალითად, დაგეგმილი იყო ტურიზმის ყოვეწლიური საერთაშირო გამოფენა, რომელიც ახალი ფორმატით პირველად ტარდებოდა. კერძოდ,ტურიზმის ადმინისტრაციის და საერთაშორისო დონორების ხელშეყობით, დაგეგმილი იყო სამიზნე ბაზრებიდან უამრავი ტურისტული სააგენტოს ჩამოყვანა, მათი მგზავრობის და ცხოვრების ხარჯების უზრუნველყოფით, რომ გამოფენაზე მათთვის საქართველოს ტურიზმის სრული შესაძლებლობები და პოტენციალი წარგვედგინა და ქართული კომპანიებისთვის ახალი ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ხელი შეგვეწყო.იმართებოდა პარალელური ღონისძიებები, რისთვისაც მოწვეული გვყავდნენ საერთაშორისო ექსპერტები.


მოგვიწია თბილისის საერთაშორისო ხელოვნების ბაზრობის (TAF) გადადებაც, რომელსაც უამრავი უცხოელი მონაწილე და კოლექციონერი ჩამოჰყავდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.


გადაიდო ჩვენთვის ყველაზე მასშტაბური - სამშენებლო გამოფენაც, სადაც ყოველ წელს ორასზე მეტი კომპანია მონაწილეობს. თავიდან ღონისძება შემოდგომისთვის გადავდეთ, თუმცა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს უწყებების მხარდაჭერაც გვქონდა, იმის გამო რომ შეხვედრების ფორმატებს ჩვენ ვერ გავაკონტროლებდით დავირუსის გავრცელების რისკს გავრზდიდით, გამოფენის ჩატარებაზე უარი ვთქვით.


ჩვენი შემოსავლის დაახლოებით 80% საგამოფენო და სხვა ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავალია, რომელიც პრაქტიკულად განულდა. შეგვიმცირდა ასევე საიჯარო შემოსავალიც, შესაბამისად ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით“, - განაცხადა რესან ქიქავა.


ახლა კომპანიაში აბსოლუტურად განსხვავებულ ბიზნეს მოდელზე მუშაობენ, „ექსპო ჯორჯია“-ში ცდილობენ ახალი პროექტი განახორციელონ, რომელიც 27-28 ნოემბერს გაიმართება.


„ვირუსმა ხელ-ფეხი შეგვიკრა, იძულებულები გავხდით წელს ჩვეულებრივ საგამოფენო საქმიანობაზე უარი გვეთქვა. ახალი ფორმატი, რა მიმართულებითაც ვმუშაობთ, ჩვენი 25 წლიანი საქმიანობის განმავლობაში დაგროვილი ბიზნეს კონტაქტების და პარტნიორების მეშვეობით, ბიზნეს შეხვედრების ონლაინ და ფიზიკური პლატფორმის შექმნაა. ეს იქნება „აგრო-ექსპორტ ფორუმი“, სადაც ქართველი ფერმერები და აგრო-პროდუქტების მწარმოებლები თავიანთ პროდუქციას წარუდგენენ სამიზნე ბაზრებიდან მოწვეულ პოტენციურ პარტნიორებს ონლაინ რეჟიმში. ონლაინ პლატფორმა მოეწყობა საგამოფენო ცენტრის ყველაზე დიდ პავილიონში, ყველა შეხვედრა იქნება წინასწარ დაგეგმილი და ჩვენი ჩართულობით ორგანიზებული, თავისთავად უსაფრთხოების ყველა სტანდარტის სრული დაცვით. ვცდილობთ ფორუმზე მაქსიმალურად მრავალფეროვანი მონაწილეობის უზნრულვეყოფას და საერთაშორისო შემსყიდველების დიდი რაოდენობის მოზიდვას, ქართულ პროდუქციისთვის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობის გაზრდის მიზნით.



გარდა ამისა, ფორუმის ფარგლებში დაიგეგმება შეხვედრები პოტენციურ შემსყიდველებთან შიდა ბაზარზეც, რომელიც ფიზიკურ რეჟიმში ჩატარდება ასევე საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით.მოგეხსენებათ გამოფენის ცენტრი ფლობს როგორც დიდ საგამოფენო სივრცეებს, ასევე 6 ჰექტრამდე რეკრეაციულ ზონას, ამიტომ ჩვენთვის „უსაფრთხო“ შეხვედრის ორგანიზება და ჩატარება პრობლემას არ წარმოადგენს.


ეს არის ფორმატი, რომლითაც უსაფრთხოების ზომების დაცვასაც შევძლებთდა სოფლის მეურნეობის ინდუსტრიას მნიშვნელოვან ბიძგსაც მივცემთ. ამ მძიმე მოცემულობაში, გვინდა ქართულ ეკონომიკაში გარკვეულისიცოცხლე ჩვენც შევიტანოთ. ყველა დაინტერესებული მხარის მხრიდან მხარდაჭერა გვაქვს, ძალიან აქტიურად  ვმუშაობთ, რომ ყველაფერი მოვასწროთ. დარწმუნებული ვართ, რომ წარმატებული ბიზნესმოდელი იქნება, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მსგავს ფორმატს მომავალი წლისთვისაც სხვა გამოფენებისთვისაც გამოვიყენებთ და რაც შეიძლება მეტ მსგავს ღონისძიებას დავგეგმავთ“, - განმარტავს რესან ქიქავა.

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რთული საკითხი შემოსავლის გარეშე დარჩენილი კომპანიისთვის, თანამშრომლების შენარჩუნება იყო. კომპანიაში სადაც 100- მდე ადამიანი იყო დასაქმებული დღეს 40 ადამიანი აღარ მუშაობს.

 

„ჩვენ ვართ ღონისძიებების ცენტრი. როდესაც ქვეყანაში ღონისძიების ჩატარება საფრთხის შემცველია, ცენტრი  ფუნქციონირებას ვერ  გააგრძელებს. უკვე მარტში ვიცოდით, რომ თუ მსგავსი მდგომარეობა შენარჩუნედებოდა,თანამშრომლებთან დაკავშირებით სამწუხარო გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწიევდა.ამ პროცესის დაწყებამდე მათი ხუთი თვით ადრე გაფრთხილებაც მოვახდინეთ.კომპანიის დანაზოგი, ფაქტობრივად განულებული შემოსავლების პირობებში, ამ პერიოდში სრულად ხელფასების დაფინანსებაზე დაიხარჯა.


მორალური პასუხიმსგებლობის გარდა, საქართველოში ჩვენ ვართ ერთადერთი საგამოფენო ცენტრი, ამ საქმიანობას სხვა ორგანიზაცია რეგულარულად არ ეწევა, ამიტომ ყველა პროფესიონალი ვინც ჩვენთან მუშაობს არის პროფესიულად ძალიან ღირებული, ასე რომ ვთქვათ - „სანთლით საძებნი“. გარდა ამისა, გუნდის წევრებს ერთმანეთთან ბრყინვალე ურთიერთობა გვაქვს, ამიტომ ადამიანურად ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გადატანა. ურთულესი პერიოდი გამოვიარეთ, მართალია შევძელით, რომ თანამშრომლები ხუთი თვის  განმავლობაში შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ფაქტია, რომ 40 ადამიანთან დამშვიდობება მოგვიწია, 40 გუნდის წევრი უსამსახუროდ, უკან მიტოვებული დაგვრჩა. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ობიექტურ მოცემულობაზე,  ჩემთვის როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის, ეს ტრაგედიაა“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

 

რესან ქიქავა ამბობს, რომ ახლა კომპანია მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, „ექსპო ჯორჯია“ შეეცდება დაგეგმილი ღონისძიებების დროს ბიზნეს შეხვედრები წინასწარ იყოს განსაზღვრული, ამბობს იმასაც, რომ ხალხმრავალ შეხვედრებზე მაქსიმალურად უარს იტყვიან, სანამ არ ნახავენ, რომ მოცემულობა შეიცვალა. ქიქავას წინასწარი პროგნოზების გაკეთება უჭირს, თუმცა თვლის, რომ ბიზნეს შეხვედრები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაჩერდეს, რადგან ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გადაიტანს.

 

„ჩვენ ვართ მსოფლიო საგამოფენო სივრცის წევრები, ვაკვირდებით რა ხდება მსოფლიოში, მათ შორის ონლაინ პლატფორმის შექმნის მცდელობებს. დავინახეთ, რომ ონლაინ პლატფორმებმა არ გაამართლა, პარტნიორებისგან უკუკავშირი უარყოფითია, შედეგი რომელიც უნდოდათ ვერ მიიღეს. ონლაინ გამოფენებზე პროდუქცია და მომსახურება წარმოდგენილი იყო ონლაინ, 3D ფორმატში და ნებისმიერს შეეძლო დაეთვალიერებინა ვირტუალური საგამოფენო „სტენდი“, შესაბამისად დაკავშირებოდა, ან საერთოდ არ გასულიყო კონტაქტზე კომპანიის წარმომადგენელთან. ეს არ იყო წინასწარ დანიშნული b2b შეხვედრები, რის გაკეთებასაც ჩვენ ვგეგმავთ. ყველა თანხმდება იმაზე რომ პერსონალურ ურთიერთობას  ბიზნესში დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ონლაინ დათვალიერების ფორმატმა ფიზიკური გამოფენა ვერ ჩაანაცვლა“ - განაცხადა რესან ქიქავა.

 

„ექსპო ჯორჯია“-ს დირექტორი მედიაჰოლდინგთან საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა საგადასახადო კუთხით ბიზნესის ხელშეწყობისთვის ბევრი რამ გააკეთა, თუმცა ამბობს იმასაც, რომ „ექსპო ჯორჯია“ საქართველოში ერთადერთი საგამოფენო ცენტრია, რომელიც თავისი ფორმატს ინარჩუნებს. მისი თქმით, საგამოფენო სივრცე არ არის  ტიპური კომერციული ორგანიზაცია და კარგი იქნება თუ კომპანია მხარდაჭერას კიდევ უფრო იგრძნობს, რომ ესმის სახელმწიფოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ობიექტის ქვეყანაში არსებობა.

 

„6 თვის განმავლობაში, 1500 ლარს ქვემოთ სახელფასო განაკვეთის მქონე თანამშრომლებისთვის 750 ლარის  საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებამ დაახლოებით 50 000 ლარი დაგვიზოგა. დარჩენილი საშემოსავლო გადასახადის გადავადება მოხდა წლის ბოლომდე, რასაც დაემატა ასევე 2019 წლის ქონების გადასახადის გადავადებაც, რამაც ჯამურად დაახლოებით 330 000 ლარი შეადგინა.ბუნებრივია ეს ძალიან დიდი  შეღავათია, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს  ყველაფერი წლის ბოლომდე გადავადდა, ამ მოცემულობაში, როდესაც ჩვენ  საქმიანობას ვერ ვახორციელებთ, დეკემბერში სრული თანხის გადახდა ძალიან დიდი დარტყმა იქნება ჩვენი ორგანიზაციისთვის.


როცა ხარჯი აჭარბებს შემოსავალს და ამ მოცემულობას ვერ ცვლი, მაშინ საქმიანობა უბრალოდ უნდა შევწყვიტო, ან დროებით დაფინანსების სხვა სახსრები ეძებო, რაც  კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ორგანიზაციას. სხვა ვარიანტი არის ის, რომ ქონების რეალიზება მოვახდინოთ და ამ გზით წასვლა ბუნებრივია არავის გვინდა, შესაბამისად ძალიან დიდი  იმედი გვაქვს, რომ მოხდება ამ საკითხის გადახედვა.


ასევე აღსანიშნავია რომ ტურისტული ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიები 2019 წლის ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდა, რაც ძალიან კარგია, თუმცა  ვფიქრობთ, რომ საგამოფენო საქმიანობაც ტურისტული ინდუსტრიის ნაწილია. ჩვენ საერთაშორისო გამოფენების ჩატარებით, ქვეყანაში ბიზნეს ტურისტების შემოყვანას ხელს ვუწყობდით. დღეს საგამოფენო საქმიანობა გაჩერებული გვაქვს, ის ქონება, რომელსაც შემოსავალი მოქონდა უფუნქციოდ არის დარჩენილი, მათ შორის იმის გამოც რომ შეზღუდულია საერთაშორისო მიმოსვლა. შესაბამისად, ვხედავთ ლოგიკას, რომ ჩვენც იმ სიაში მოვხვდეთ, რომელშიც ტურისტული კომპანიები და ქონების გადასახადიდან გავთავისუფლდეთ. ამის  თაობაზე გვქონდა კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან, მივიღეთ დაპირება და იმედია ეს მოცემულობა შეიცვლება.


ბიზნესის თვალსაზრისით თუ შევაფასებთ, საგამოფენო საქმიანობა არ არის იმდენად მომგებიანი ბიზნესი, რომ არსებულ ინფრასტრუქტურას სხვა, უფრო რაციონალური გამოყენება ვერ ვუპოვოთ. სწორედ იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი და ეს არის სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარებისთვის შექმნილი პლატფორმა მას აუცილებლად სჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, უფრო მეტი ვიდრე ჩვეულებრივ ბიზნესს. ვფიქრობ, ჩვენ როგორც ორგანიზაცია, ასევე სახელმწიფოც და საზოგადოებაც, ყველა უნდა შევეცადოთ, რომ საგამოფენო სივრცე ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნოთ“, - ჰყვება რესან ქიქავა.   

 

მედია ჰოლდინგის კითხვაზე, გარდა ახალი ბიზნეს მოდელისა, რომელზეც მუშაობენ არის თუ არა კომპანიაში სხვა ეკონომიკური აქტივობა, რესან ქიქავა გვიყვება, რომ პავილიონების ნაწილი იჯარით არის გაცემული და იქ კორპორატიული ოფისებია განთავსებული. ბოლო პერიოდში ექსპოჯორჯიაში, მხოლოდ რამდენიმე კორაპორატიული და პოლიტიკური ღონისძიება გაიმართა.

 


„პანდემიის დაწყების დღიდან ჩვენ განვაცხადეთ მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში ყველაზე  დიდი მე-11-ე პავილიონი სახელმწიფოსთვის დაგვეთმო უსასყიდლოდ,ჰოსპიტალის მოწყობის მიზნით. რამდენიმე კვირაში, ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით ის უსასყიდლოდ დავუთმეთ ამ უწყებას იმ სამედიცინო პროდუქციის შესანხად, რომლის იმპორტიც კოვიდის დროს განხორციელდა.როდესაც ეს რამდენიმე თვე გაგრძელდა და სამინისტრომ დაინახა პროდუქციის უფრო დიდი ხნით შენახვის აუცილებლობა, გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომლის გადახედვა და პროდუქციის სხვა პავილიონებში გადანაწილება საჭირო გახდა ხელშეკრულების მომავალ წლის გაზაფხულამდე გახანგძლივების აუცილებლობად გამომდინარე.პავილიონი რომელშიც ჩვენ ვართ, ადამიანებით იყო სავსე, ახლა დაცარიელებულია, ვცდილობთ ამის გაქირავებას, ამ მოცემულობაში არ  ვიცი რამდენად იქნება შესაძლებელი. ხელშეკრულების გადახედვა ბუნებრივია მეიჯარეებთანაც მოხდა, ძირითადად რადიკალური ზომების გატარება კარანტინის პერიოდში მოხდა“, - განაცხადა რესან ქიქავამ.

 

რესან ქიქავას განმარტებით ორგანიზაციებმა მაქსიმალური უნდა გააკეთონ თანამშრომლებისთვის და მომხმარებლებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით. თუმცა მისი თქმით, კომპანიებმა ფუნქციონირება აუცილებლად მთელი ძალისხმევით უნდა გააგრძელონ, რომ ეკონომიკამ საწყის ეტაპზე დაბრუნება დაიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქიქავას თქმით, ძალიან მალე ქვეყნისთვის და ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლისთვის,ეკონომიკური სიდუხჭირე კოვიდზე უფრო დიდი გამოწვევა შეიძლება აღმოჩნდეს.

 

„ვფიქრობ ეკონომიკა თავის  ჩვეულ რიტმს რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაუბრუნდეს, რა თქმა უნდა უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით. დღეში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობაზე დაკვირვების ყოველდღიურ რეჟიმში მყოფები ეკონომიკას ვერ ავამუშავებთ. ეკონომიკა მოლოდინებზე და განწყობებზე დგას. როდესაც მოლოდინები პესიმისტურია, სადაც შიში სუფევს და მოტივაცია ქრება, იქ ეკონომიკური აქტივობის განხორციელება მინიმუმზეა დაყვანილი. ეკონომიკა მუშაობას მაშინ იწყებს, როდესაც ადამიანებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ, ამ პოზიტივის შექმნა კი პირველ რიგში ხელისუფლებამ და შემდეგ ბიზნესმაერთად უნდა შევძლოთ. საზოგადოებაც უნდა მიხვდეს, რომ ცხოვრების ასე გაგრძელება კიდევ უფრო დაამძიმებს საერთო სურათს,“- განაცხადა რესან ქიქავამ.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up