ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების მიმართ ერთჯერადი ამნისტიის გამოცხადება იგეგმება

ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების მიმართ ერთჯერადი ამნისტიის გამოცხადება იგეგმება

access_time2019-03-27 09:45:26

თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მოადგილეებთან – ილია ელოშვილსა და მაია ბითაძესთან ერთად სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.შეხვედრის მონაწილეებს მერმა სამშენებლო სექტორში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო. კერძოდ, საუბარი შეეხო ერთჯერად ამნისტიას ისეთ შენობებთან მიმართებაში, რომელთა მშენებლობა დასრულებულია და შენობა, ხშირ შემთხვევაში, შესახლებულიცაა, თუმცა გარკვეული დარღვევების გამო, ექსპლუატაციაში ვერ შედის.


განსახილველ საკითხთა შორის იყო, ასევე, 2009 წლამდე არსებული ნორმის აღდგენა, რაც გულისხმობს დასრულებული შენობა-ნაგებობის ფუნქციონირების ან მასში შესახლების აკრძალვას ექსპლუატაციაში მიღებამდე; დეველოპერები ასევე გაეცნენ დაგეგმილ ცვლილებას, რომელიც გაჩერებული მშენებლობების დასრულების მხარდაჭერის მიმართულებით გატარდება. შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.


„თბილისის მერია სამშენებლო კანონმდებლობის რეფორმირებას აგრძელებს. შევხვდით სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებთანაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და გავაცანით ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ საკანონმდებლო დონეზე. ეს, პირველ რიგში, შეეხება ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების მიმართ ერთჯერადი ამნისტიის გამოცხადებას, შემდგომში კი კანონდებლობის უფრო მეტად გამკაცრებას, რათა მშენებლობების პროცესში ამგვარი დარღვევები აღარ მივიღოთ; ასევე ვაპირებთ, გავამკაცროთ კანონმდებლობა ექსპლუატაციაში მიღებამდე შენობა-ნაგებობის ფუნქციონირების ნაწილში – გვინდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ შენობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ იყოს შესაძლებელი შენობის ფუნქციონირება და მასში ცხოვრება. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს შეღავათების დაწესება დაუსრულებელი მშენებლობების მიმართულებით. ამ შემთხვევაშიც, ჩვენი სურვილია, აღარ გაჩნდეს ქალაქში ასეთი დაუსრულებელი, უსახური მშენებლობები. ამ ინიციატივებს დეველოპერების მხრიდან საკმაოდ დადებითი რეაქცია მოყვა. ძირითად ნაწილში შევთანხმდით, რომ სამივე ცვლილება მნიშვნელოვანი და აუცილებელია, თუმცა გამოითქვა კონკრეტული მოსაზრებებიც, შენიშვნებიც. ჩვენ მათ აუცილებლად გავითვალისწინებთ“, – განაცხადა მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა.



შეხვედრის ბოლოს გადაწყდა, რომ სამშენებლო კომპანიებს საშუალება ექნებათ, აღნიშნული ცვლილებების პროექტს უფრო დეტალურად, წერილობითი ფორმით გაეცნონ, რის შემდეგად კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი.


1tv.ge




მთავრობის წვლილი წამლების გაძვირებაში - ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა 

მთავრობის წვლილი წამლების გაძვირებაში - ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა 
access_time2021-04-14 10:00:02
მედიკამენტების ფასები საქართველოს მოსახლობის ყველაზე დიდი, მოუგვარებელი პრობლემაა, პრობლემა რომლის შესახებაც იცის ყველამ. საკითხზე წლებია საუბრობს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციური პარტიებიც და თვითონ ფარმაცევტული კომპანიებიც, თუმცა ფაქტი ერთია, საუბართან ერთად ფასები მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. 2011 წლიდან საქსტატის მონაცემებით სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასი 105 პროცენტით, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 60 პროცენტით, ხოლო ანტიბიოტიკები 78 პროცენტით გაიზარდა. როგორც...

„2021-2026 წლებში მშპ 60%-ით გაიზრდება და 6782 აშშ დოლარი გახდება“ - მიხეილ დუნდუა

„2021-2026 წლებში მშპ 60%-ით გაიზრდება და 6782 აშშ დოლარი გახდება“ - მიხეილ დუნდუა
access_time2021-04-13 18:30:53
„სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წლიდან გაუმჯობესდება, 2022 წელს 7.98%_მდე დაიწევს, 2024 წლიდან კი 6%_ს ჩამოცდება და 2026 წლისთვის 5.56%_მდე შემცირდება. ერთ სულ მოსახლეზე მშპ აშშ დოლარში 2021-2026 წლებში 60%_ით გაიზრდება და ერთ სულზე 6782 აშშ დოლარი გახდება“ - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ „კომერსანტთან“ განაცხადა. მიხეილ დუნდუას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის...

13 აპრილი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

13 აპრილი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-04-13 18:00:28
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 13 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 15 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 68 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი 16 პუნქტით გაუფასურდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 13 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 14 აპრილისთვისაა) ეროვნული...

საქართველოს მთავრობა ლონდონის ბირჟაზე ახალი $500-მილიონიანი ევრობონდების განთავსებაზე განცხადებას აკეთებს

საქართველოს მთავრობა ლონდონის ბირჟაზე ახალი $500-მილიონიანი ევრობონდების განთავსებაზე განცხადებას აკეთებს
access_time2021-04-13 16:10:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, შერჩეულ საერთაშორისო და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებთან (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard, TBC Capital და Galt & Taggart), იურიდიულ მრჩევლებთან (Backer & McKenzie და BLC) და საერთაშორისო ფისკალურ აგენტთან (Citi) ერთად, დაასრულა ევრობონდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. „ტრანზაქცია დღეს ოფიციალურად გამოცხადდა Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე. 13 და 14...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-13 21:00:13
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ნამახვანჰესის მოქმედი ხელშეკრულებით აშენება მიუღებელია“ - სოციალური სამართლიანობის ცენტრი მშენებარე ნამახვანჰესის გარშემო პროტესტი გრძელდება. აქტივისტები პროექტის სრულ გაუქმებას ითხოვენ. მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილისთვის თავად ჰესი...


მსგავსი სიახლეები

up