„ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების მიმართ ერთჯერადი ამნისტია კეთილსინდისიერ დეველოპერებს არათანაბარ პირობებში ჩააყენებს“

„ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების მიმართ ერთჯერადი ამნისტია კეთილსინდისიერ დეველოპერებს არათანაბარ პირობებში ჩააყენებს“

access_time2019-03-28 09:00:31

დეველოპერების ნაწილი  თბილისის მერს ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების მიმართ ერთჯერადი ამნისტიის შესაძლო გამოცხადებას უწონებს. სამშენებლო კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ეს სწორი მიმართულებაა, სწორი ხედვაა, რომელიც დედაქალაქში ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების პრობლემას მოაგვარებს.


მისი განმარტებით, დღეს თბილისში ექსპლუატაციაში მიუღებელი, დაახლოებით, 800-მდე შენობაა. მერის აღნიშნული ინიციატივის შედეგად კი, დეფაქტო სიტუაცია დეიურე სიტუაციაში გადავა.


„ამ შენობებს ვერ ვანგრევთ, ეს ფაქტია. ზოგიერთ შემთხვევაში, კონკრეტული ობიექტის მშენებელი დეველოპერული კომპანია და დეველოპერი აღარ არსებობს, თუმცა, ამ ბინებში ხალხი ცხოვრობს. ისინი რეალურად იურიდიულ ჩიხში არიან. დღეს ხალხი ცხოვრობს ისეთ ბინებში, რომელიც იურიდიულად გამართული არაა. ეს საკმაოდ ბევრ იურიდიულ პრობლემას ქმნის,“    აღნიშნავს აბულაძე.


რაც შეეხება ექსპლუატაციაში არმიღებულ კორპუსებში ცხოვრების აკრძალვას, აბულაძე განმარატვს, რომ აღნიშნულ ინიციატივაზე თბილისის მერიასა და დეველოპერებს შორის კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. მისი განმარტებით, დეველოპერების ხედვაა ის, რომ აღნიშნული რეგუალაციის ამოქმედება ეტაპობრივად უნდა მოხდეს.


დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე განმარტავს, რომ თბილისში ძალიან ბევრი ბინაა ისეთი, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. მიზეზი კი რამდენიმეა ზოგს კოეფიციენტი აქვს გადასახდელი,ზოგს მცირე დარღვევები აქვს.



როგორც წაქაძე განმარტავს, ინიციატივა კარგია, თუმცა, კეთილსინდისიერ დეველოპერებს არათანაბარ პირობებში ჩააყენებს.


„მე ყველანაირი ხარჯი გასტუმრებული მაქვს, ყველა გადასახადს ვიხდი, ამიტომ მე, როგორც პატიოსან დეველოპერს, ეს გარკვეულწილად არათანაბარ პირობებში მაყენებს. მთლიანობაში კარგი მიმართულება და კარგი ხედვაა. როგორც იქნა, თბილისში ექსლუატაციაში მიუღებელი სახლების პრობლემა გადაიჭრება და ამ კუთხით პრობლემები აღარ დაგროვდება,“  აღნიშნავს წაქაძე.


როგორც ცნობილია, ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების მიმართ ერთჯერადი ამნისტიის გამოცხადება იგეგმება. კერძოდ, საუბარია ერთჯერად ამნისტიაზე ისეთ შენობებთან მიმართებაში, რომელთა მშენებლობა დასრულებულია და მაცხოვრებლებიც, ხშირ შემთხვევაში, შესახლებულნი არიან, თუმცა გარკვეული დარღვევების გამო, შენობა ექსპლუატაციაში ვერ შედის.


სოფო ქსოვრელი 


 

 

 





ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up