ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში მოსახლეობის შესახლების შეზღუდვა შეაფერხებს ბინების რეალიზაციას და დეველოპერებს მნიშვნელოვნად დააზარალებს

ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში მოსახლეობის შესახლების შეზღუდვა შეაფერხებს ბინების რეალიზაციას და დეველოპერებს მნიშვნელოვნად დააზარალებს

access_time2019-01-28 18:30:42

„როდესაც ბინის რეალიზაცია ხდება, ის უკვე გადადის საკუთრებაში და ჩვენ უნდა ჩავუწეროთ ადამიანს ხელშეკრულებაში, რომ მას არ აქვს უფლება მის საკუთრებაში შევიდეს მანამ, სანამ არ მოხდება კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება? პიროვნებას ნაყიდი აქვს ბინა, რომ შევიდეს და ამ დროს რა ხდება?“ - თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის დღევანდელმა განცხადებამ კითხვები დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯი პლუსის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძეს უკვე გაუჩინა. საქმე ეხება ძველი რეგულაციების დაბრუნებას, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში მოსახლეობის შესახლების შეზღუდვას ითვალისწინებდა.

 

ბეჟან წაქაძე აცხადებს, რომ ეს რეგულაცია შეაფერხებს ბინების რეალიზაციას და დეველოპერებს მნიშვნელოვნად დააზარალებს, რადგან, თუ ისინი შენობას ექსპლუატაციაში დროულად ვერ მიიღებენ, მოსახლეობას ვეღარ შეუშვებენ თავიანთ ბინაში, ამის გამო კი, წაქაძის თქმით, სერიოზული პრობლემები წარმოიშვება:

 

„დეველოპერებს ჩაგვერთვება წამმზომი იმისთვის, რომ დროულად დავამთავროთ მშენებლობა და მივიღოთ ექსპლუატაციაში. ადამიანები რემონტსაც ვერ დაიწყებენ. დაგვთანხმდება ამაზე მოსახლეობა? გათვლა უნდა ყველაფერს. ასე ხისტად არ უნდა მივიღოთ რეგულაცია.  ამასთანავე, წინმსწრებად სხვა რეგულაციებია მისაღები, რომლებიც შენობის ექსპლუატაციაში მიღებას გაამარტივებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი გართულდება და დეველოპერები მნიშვნელოვნად დაზარალდებიან“ .

 

ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში მოსახლეობის შესახლების შეზღუდვასთან დაკავშირებით კითხვები დეველოპერული კომპანია „არსის“ აღმასრულებელ დირექტორ თორნიკე აბულაძესაც აქვს. მისი თქმით, რეგულაციები მნიშვნელოვან პრობლემას ვერ გადაჭრის, თუმცა დეველოპერებს პრობლემას შეუქმნის.

 


„პრობლემას ვხედავ იმაში, თუ როგორ მოხდება ამის ადმინისტრირება. ვის აუკრძალავენ? აუკრძალავენ დეველოპერს, რომ შეუშვას, თუ აუკრძალავენ მოსახლეს, რომ შევიდეს? მე საკუთრება გადავეცი, მიუხედავად იმისა არის თუ არა ექსპლუატაციაში მიღებული. თუ მოსახლე შევიდა და იქ ცხოვრობს და დააჯარიმებენ, მგონია, რომ მაგათი საქმეა და ამის ადმინისტრირებას ვერ მოახერხებენ, თუ მე უნდა დამაჯარიმონ,  რატომ შევუშვი მოსახლე, ცხადია, ამაში დიდ პრობლემას ვხედავ. სიმართლე გითხრათ, ამ რეგულაციაში დიდ აზრს ვერ ვხედავ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც, მერიის ინფორმაციით, ჩვენ გვქვს 170 დაუმთავრებელი მშენებლობა და ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია, რაღაც დასრულებულიც იყოს და ექსპლუატაციის აქტი არ არსებობდეს. იმ ადამიანებს, რომელიც წლები ელოდებოდნენ სახლის აშენებას,  როგორ აუკრძალავენ შესახლებას, ჩემთვის წარმოუდგენელია,“ - აცხადებს თორნიკე აბულაძე.

 

თორნიკე აბულაძე ამბობს, რომ დეველოპერებისთვის ტყუილად იქმნება დამატებითი ბარიერები. „კომერსანტის“ კითხვაზე, შეიძლება თუ არა  ცვლილებები ბიზნესისთვის ხელშემშლელ ფაქტორად ჩაითვალოს, დეველოპერის პასუხი შემდეგია:

 

„ცალსახა პასუხს ახლა ვერ ვამბობს, თუმცა  გარკვეულ შეფერხებებს შექმნის, ამიტომ ხელშემშლელ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს,“ - განმარტავს თორნიკე აბულაძე



ბაჩო ადამია

 

 






ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდა 6,4%-ის დონეზეა

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდა 6,4%-ის დონეზეა
access_time2021-07-31 10:00:13
ივნისში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა არა მხოლოდ პანდემიური 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან, არამედ 2019 წელთან შეადრებითაც.  ბიზნესგარემოს საგარეო ეკონომიკური კონიუნქტურის გაუმჯობესება,  წარმოების ზრდა და  რეკორდული ფინანსური ტრანზაქციები  უცხოეთიდან - ეს ის ფაქტორებია, რამაც წინა თვეში ეკონომიკა მაღალი ორნიშნა მაჩვენებლით გაზარდა.  2019 წელთან შედარებით, ზრდა 6,4%-ის დონეზეა. როგორც  სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“...


მსგავსი სიახლეები

up