„ექსპლუატაციაში არ მიღებული საცხოვრებელი კორპუსების მთავარი მიზეზი, სექტორში არაპროფესიონალი კადრის არსებობა და და მძიმე მემკვიდრეობაა“

„ექსპლუატაციაში არ მიღებული საცხოვრებელი კორპუსების მთავარი მიზეზი, სექტორში არაპროფესიონალი კადრის არსებობა და და მძიმე მემკვიდრეობაა“

access_time2019-01-21 09:00:30

„ექსპლუატაციაში არ მიღებული საცხოვრებელი კორპუსები და მასში შესახლებული ხალხი ისეთი პრობლემაა, რომლის მოგვარების მზა რეცეპტი არ არსებობს„ - ამის შესახებ განცხადებას დეველოპერული კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აკეთებს.


მისი განმარტებით, პრობლემაა სექტორში არაპროფესიონალი კადრის არსებობა და მძიმე მემკვიდრეობა. აბულაძის მტკიცებით, აუცილებელია სფერო იყოს დარეგულირებული. არ შეიძლება ადამიანი მშენებლობას იწყებდეს, თუ მას ფული და კაპიტალი არ გააჩნია. მერია სამშენებლო ნებართვის გაცემის წინ უნდა იყოს გარანტირებული, რომ ეს სახლი დამთავრდება.


„დავუშვათ 100 მოსახლეს ნაყიდი ჰქონდა ბინა, დეველოპერმა ძლივს, 5–8 წლის დაგვიანებით დაასრულა მშენებლობა, როცა საქმე ექსპლუატაციაში მიღებაზე მივიდა, მას გარკვეული ხარვეზები აღმოაჩნდა. ამ დროს მშენებელს აღარ ჰქონდა გამოსწორების საშუალება, მერია კი ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა, შესაბამისად, შენობა ექსპლუატაციაში ვერ მიიღო.


როდესაც მოსახლე თავის ბინას 5 წლის დაგვიანებით იღებს, მშენებელი ვერ ბედავს იმის თქმას, რომ მოსახლე ექსპლუატაციაში  მიღებამდე არ შევიდეს ბინაში. ეს რომ თქვას, სხვა ალტერნატივა უნდა შესთავაზოს. ამის გამო ბევრი სახლია ჰაერშია გამოკიდებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ის შეუსაბამოა არსებულ კანონმდებლობასთან. თუმცა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ შენობა კონსტრუქციულად მდგრადი არ არის. შეიძლება ასეთი რამეც იყოს, მაგრამ 90% მისი ვიზუალური მხარე არ შეესაბამება დასაწყისში დაგეგმილ პროექტს. მაგალითად, მშენებელს პროექტში ეწერა რომ მოაპირკეთებდა ხით, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ძვირფასი მასალაა, გაიჭედა, ფული აღარ ეყო და უბრალოდ გალესა. ამ დროს  მშენებლობა პროექტიდან ამოვარდა და ექსპლუატაციაშიც ვერ შევიდა,“-აღნიშნავს თორნიკე აბულაძე.


ექსპლუატაციაში არ შესული შენობების პრობლემა   ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შემდეგ გახდა აქტუალური. საზოგადოების გარკვეულ წრეებში მომხდარი ტრაგედია შენობის ექსპლოატაციაში მიღების საკითხს და კორუფციულ სქემას დაუკავშირეს, რასაც თბილისის მერის განმარტება მოჰყვა. კახა კალაძის თქმით, შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება, მოქმედი კანონმდებლობით, არავითარ კავშირში არ არის შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან.


კახა კალაძის განცხადებით, 2006 წელს, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ კანონში იყო მეხუთე მუხლი, რომლის მიხედვითაც, აკრძალული იყო იმ შენობა-ნაგებობაში შესვლა და ცხოვრება, რომელიც არ იყო ექსპლუატაციაში შესული. თუმცა ეს მუხლი 2009 წელს, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ  საერთოდ ამოიღო კანონიდან. ანუ დღეს კანონით ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ იმ შენობა-ნაგებობებში შესვლა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. 



თბილისის მერმა იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც 2018 წელს განხორციელდა.



„10-ჯერ გაიზარდა შეჩერებული მშენებლობების უნებართვოდ გაგრძელებაზე ჯარიმა და 50 ათასი ლარი გახდა. 2,5 ჯერ გაიზარდა ჯარიმა უნებართვო მშენებლობაზე - 25 ათასი ლარია. 4-ჯერ გაიზარდა პროექტის დარღვევით მშენებლობის წარმოებაზე - 15 ათასი გახდა. სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმა კი 10-ჯერაა გაზრდილი  და 30 ათასი ლარია.


ზედამხედველობის სამსახური ბაზაზე შეიქმნა მუნიციპალური ინსპექცია, რომლის რესურსი 2-ჯერ გაიზარდა და დღეისთვის 300 ადამიანისგან შედგება, რომლებიც სამშენებლო დარღვევებზე რეაგირებენ. დაგვემატა ხმაურის რეგულირება და მოწესრიგება. ცვლილებების შედეგად, რაც განვახორციელეთ 2018 წლის განმავლობაში, გამოწერილია 10 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა,“
-აცხადებს კახა კალაძე.


კითხვაზე, წინა ხელისუფლების დროს გაუქმებული რეგულაციები, რომელიც ექსპლუატაციას ეხებოდა, რატომ არ გამოასწორა 6 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავრობამ, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე განმარტავს: 


„2009 წელს მოხდა კანონში ცვლილება, რომლის შედეგადაც მოხდა ამ სეგმენტის დარეგულირება. ამის შემდეგ მივიღეთ ასეთი რეალობა, რომ დღეს რამდენიმე ათეული ათასი ოჯახი ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობაში ცხოვრობს. დღეს ამ რეგულაციის შეტრიალება გამოიწვევს იმას, რომ ამდენი ოჯახი რეგულაციასთან წინააღმდეგობაში მოვა. ასე მარტივად თქმა, თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააუქმა, თქვენ რატომ არ აღადგინეთ, არ შეიძლება. შემიძლია ვთქვა, რომ ამ გაუქმებას მოჰყვა თავისი უარყოფითი შედეგები. ათეულობით ათასი ოჯახი ცხოვრობს ექსპლუატაციაში მიუღებელ ბინებში. წარმოიდგინეთ, ეს რომ კანონში ჩავწეროთ და უცებ ეს ხალხი უკანონო მაცხოვრებელი გავხადოთ, რა მოხდება? “-აღნიშნავს ხმალაძე.


როგორც ცნობილია, ფიზიკური და იურიდიული პირები შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების მიზნით,  თბილისის მერიაში წარმოადგენენ განცხადებებს, რის შემდეგაც ზედამხედველობის სამსახური მათ განიხილავს და ობიექტს იღებს ექსპლუატაციაში ან ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, უარს ამბობს მიღებაზე. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით ირკვევა, რომ 2016 წელს ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი ეთქვა 159 ობიექტს. უარის თქმის მიზეზები სხვადასხვაა და მოიცავს კოლონების ადგილმდებარეობის და კედლების ფორმების ცვლილებებს, კიბეების სიგანეში შემცირებას, ასევე პროექტისგან სხვა განსხვავებულ შეუსაბამობებს.


შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის, იყოფა კლასებად რისკის ფაქტორების გათვალისწინებით. სამსახურის მიერ წარმოდგენილი ექსპლუატაციაში მიუღებელი ობიექტებიდან, 62 მიეკუთვნება მე-3 და მე-4 კლასის მშენებლობებს, რაც მოიცავს მრავალფუნქციურ ობიექტებსა და მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინებს.


აღნიშნული ობიექტები რისკის საშუალო და მაღალ ფაქტორს მიეკუთვნება. ექსპლუატაციაში მიღება, სავარაუდოდ, ადასტურებს მშენებლობის ხარისხს, კონსტრუქციულ მდგრადობას და სხვ. აქედან გამომდინარე, არსებობს რისკი იმისა, რომ პროექტთან შეუსაბამობის ხარვეზების გარდა, ექსპლუატაციაში მიუღებელი ობიექტებს ჰქონდეთ სხვადასხვა სახის ტექნიკური ხარვეზები, რაც შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს მოსახლეობისათვის. 


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი
access_time2021-08-03 14:00:17
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. ,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის...

„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-08-03 11:30:49
ინფლაციის განაკვეთმა 2021 წლის ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაა გაძვირებული როგორც საკვები, ასევე ჯანდაცვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43...


მსგავსი სიახლეები

up