ექსპერტებმა პანდემიის შემდეგ წარმოების ზრდის პოტენციალი შეაფასეს

ექსპერტებმა პანდემიის შემდეგ წარმოების ზრდის პოტენციალი შეაფასეს

access_time2021-03-31 20:00:40

„მსოფლიოს რამდენიმე უმსხვილესმა კომპანიამ პანდემიის პერიოდში ახალ ბიზნეს-მოდელებზე გადასვლა მოახერხა და თუ მათ მაგალითს სხვებიც მიბაძავენ, შრომის ეფექტურობის ზრდა პანდემიის შემდეგ 2008-2009 წლებთან შედარებით 2-ჯერ სწრაფი იქნება“, - ასეთია საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ის კვლევის შედეგები.


კერძოდ, ამ კომპანიებმა პანდემიის პერიოდში მუშაობის თამამი სტრატეგია აირჩიეს, ონლაინ-გაყიდვებზე გადავიდნენ, წარმოების მაქსიმალური ავტომატიზება მოახდინეს, გადაწყვეტილებების მიღების ტემპები დააჩქარეს და საბოლოო ჯამში, შრომის ეფექტურობაც გაზარდეს.


იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მდგომარეობა ნორმა გახდება, ხოლო მოთხოვნა მდგრადი იქნება, შრომის პროდუქტიულობა ყოველწლიურად 1%-ით, 2024 წლამდე გაიზრდება.


McKinsey-ს ექსპერტების შეფასებით, ამ შემთხვევას წარმოების ზრდა პანდემიის შემდეგ 2-ჯერ უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე 2008-2009 წლების გლობალური კრიზისის შემდეგ.


პროდუქტიულობის ზრდის პოტენციალის კუთხით, ექსპერტები რამდენიმე სექტორს გამოყოფენ - ჯანდაცვას, მშენებლობას, საინფორმაციო ტექნოლოგიებს და საცალო გაყიდვებს.



თუმცა, გლობალური ეფექტურობის ზრდისთვის, პროცესი უფრო ფართო უნდა იყოს და თანაბრად სხვა დარგებსაც შეეხოს.


„თუ ეფექტურობა მხოლოდ რამდენიმე, რჩეულ მიმართულებებზე იქნება და რამდენიმე სუპერვარსკლავ-კომპანიას შეეხება, სხვაობა მათსა და აუთსაიდერებს შორის გაიზრდება. ეს კი შემოსავლების უთანასწორობას და საბოლოო ჯამში გაზრდილ უმუშევრობას გამოიწვევს“, - მიიჩნევენ McKinsey-ის ანალიტიკოსები.


2022 წლამდე შრომის წარმადობის ყოველწლიური ზრდა 1 პროცენტული პუნქტით ესპანეთის მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე 1500 დოლარით, ხოლო აშშ-ს 35000 დოლარით მატების ტოლფასია.


ამ კვლევაში შრომის ეფექტურობა ჯამური დამატებითი ღირებულების სამუშაოზე დახარჯულ საათებზე გაყოფით გამოითვლება.


ავტორები ასევე კომპანიების შრომის ეფექტურობაზე ციფრული ტექნოლოგიების, წარმოების ავტომატიზების, შრომის ინოვაციური მეთოდების და ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების გავლენას აფასებენ.

.

McKinsey-ს ექსპერტების დასკვნით, პანდემიის გამოცდილება, კერძოდ, დისტანციური მუშაობა, შრომის პროდუქტიულობის ზრდის ახალ შესაძლებლობებს, ძირითადად მაღალიტექნოლოგიების დანერგვის გზით იძლევა.


rbc.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




თეგები:
პანდემია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up