ექსპერტებმა გაარკვიეს საიდან აქვს კიმ ჩენ ინს ორი Mercedes-Maybach S600

ექსპერტებმა გაარკვიეს საიდან აქვს კიმ ჩენ ინს ორი Mercedes-Maybach S600

access_time2019-07-16 23:45:36

ექსპერტებმა დაადგინეს გზები, თუ როგორ ხვდება ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ძვირადღირებული ნივთები და ფუფუნების საგნები. მაგალითად 2018 წლის 14 ივნისს, ნიდერლანდების ქალაქ როტერდამის პორტიდან კიმ ჩენ ინისთვის განკუთვნილი ორი ბრონირებული Mercedes-Maybach S600 Guard-ი გემით გაემგზავრა. მას ექვსი ქვეყანა უნდა გაევლო იმისთვის, რომ ჩრდილოეთ კორეაში ჩასულიყო. ამის შესახებ ვაშინგტონში დაფუძნებული თანამედროვე თავდაცვის კვლევების ცენტრის ანგარიშში წერია. ცენტრის თანამშრომლები ამ ანგარიშზე 8 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.


ჩინეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და რუსეთში გაჩერების შემდეგ, ორი ავტომობილი (თითოეულის ღირებულება 500 000 დოლარია) ჩრდილოეთ კორეაში გადააფრინეს.


ივარაუდება, რომ სწორედ ამ ავტომობილებიდან ერთ-ერთით მივიდა კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე 2018 წელს.

ავტოკონცერი Daimler-ი, რომელსაც Mercedes-Benz-ის წარმოება ეკუთვნის, აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან კავშირი უკვე 15 წელიწადზე მეტია არ აქვს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ავტომობილების გადაყიდვის სფერო მათ კომპეტენციას სცდება.

თეგები:
კიმ ჩენ ინ



5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის
access_time2020-06-05 20:00:48
საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში აშშ-ს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს - Facebook, Google, Amazon და Apple-ს ანტიმონოპოლური დავები ემუქრება, რის გამოც მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარი დაკარგონ. შტატებში კორონავირუსის დაწყებამდე, უმსხვილესი IT-კომპანიები ვაშინგტონში საკუთარი ინტერესების ლობირებაზე რეკორდულ თანხებს ხარჯავდნენ. დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარი Uber-ის მიერ საკვების მიტანის სერვისის Grubhub-ის შეძენის სურვილს აპროტესტებს, ხოლო რესპუბლიკელი ტედ კრუზის თქმით,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up