ექსპერტების ნაწილი ქართულ საბანკო სივრცეში კონკურენციის შეზღუდვის საფრთხეზე საუბრობს

ექსპერტების ნაწილი ქართულ საბანკო სივრცეში კონკურენციის შეზღუდვის საფრთხეზე საუბრობს

access_time2016-07-16 14:25:26

ჩინურმა “ჰუალინგ ჯგუფმა” ფრანგული “სოსიეტე ჟენერალის” “ბანკ რესპუბლიკასა” და “ბაზისბანკის” გაერთიანება გადაწყვიტა. შეიქმნება ახალი ბანკი, სადაც ფრანგები მხოლოდ 8%-ს დასჯერდებიან. ბრიტანული HSBC შემდეგ “სოსიეტე ჟენერალი” მეორე ევროპული ჯგუფია, რომელმაც აქტიური ქართული საბანკო სივრციდან გასვლა გადაწყვიტა. სპეციალისტები კიდევ ერთ ფაქტზე ამახვილებენ ყურადღებას: ასეთი მსხვილი გარიგებით კონკურენციის სააგენტოც უნდა დაინტერესდეს.


ბანკი რესპუბლიკაში” “სოსიეტე ჟენერალის” აქციების საკონტროლო წილის “ჰუალინგ ჯგუფის” მიერ შესყიდვასთან დაკავშირებით “ჰუალინგ ჯგუფს”, “სოსიეტე ჟენერალსა” და EBRD-ს შორის წინასწარი შეთანხმება წინა კვირას შედგა. “ჰუალინგ ჯგუფი” გეგმავს “ბანკ რესპუბლიკასა” და “ბაზისბანკის” გაერთიანების გზით უნივერსალური ბანკის ჩამოყალიბებას.


გაერთიანების შემდეგ “ჰუალინგ ჯგუფს” ექნება ახალი ბანკის აქციათა საკონტროლო პაკეტი და სამეთვალყურეო საბჭოში ხმების უმრავლესობა.  “სოსიეტე ჟენერალი”  ახალი ბანკის 8%-იანი წილის მფლობელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იქნება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) კი აქციების მცირე წილს – დაახლოებით 3.9%-ს დაიტოვებს, ასევე დარჩება სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.


აღნიშნული გარიგების პროცესში “ჰუალინგ ჯგუფი” თანამშრომლობს: შანხაის თუჰონგის საინვესტიციო მენეჯმენტის კომპანიასთან (“tuhong international”) – ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველის სახით, KPMG-თან – ფინანსური და საგადასახადო კონსულტანტის სახით და ქართულ იურიდიულ ფირმა “BLF”-თან იურიდიული მრჩეველის სახით.


სავარაუდოდ, ახალი ბანკი ფორმირების პროცესი რამდენიმე კვირა გაგრძელდება, ვინაიდან გარიგების დასრულებისათვის საჭიროა დამატებითი შესწავლის პროცესის წარმართვა “ბანკ რესპუბლიკასა” და “ბაზისბანკში”, ასევე დამატებითი მოლაპარაკებები საბოლოო კონტრაქტის პირობებზე და რეგულაციური დასტური საქართველოსა და ჩინეთის კანონმდებლობის შესაბამისად.


აღნიშნული გარიგების დაწყების შესახებ განცხადება “რესპუბლიკამ” გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს ტრანზაქცია ხელს შეუწყობს “ჰუალინგ ჯგუფის” საბანკო ფრთის გაძლიერებას როგორც საქართველოში, ისე ჯგუფის ბიზნეს-პორტფელში.


“ბაზის ბანკისა” და “რესპუბლიკას” შერწყმის შედეგად “ჰუალინგ ჯგუფის” ახალი ბანკი “საქართველოს ბანკისა” და “თიბისი ბანკის” შემდეგ ბაზარზე მესამე ადგილს დაიმკვიდრებს, თითქმის 2.5 მილიარდი ლარის მთლიანი აქტივებით, 250,000 კლიენტით, 61 ფილიალით და დაახლოებით 1,300 თანამშრომლით.


ბანკი “რესპუბლიკას” გენერალური დირექტორის მოადგილე რამაზ კუკულაძე აღნიშნავს, რომ  გარიგება ჯერ დასრულებული არ არის, ე.წ “დიუ დილიჯენსი” ჯერ არ დაწყებულა. “ბაზისბანკთან” გამსხვილების ბენეფიტებზე კი, ბანკირი  აცხადებს, რომ გარიგება მომგებიანი იქნება კლიენტებისთვის, რადგან ახალი ჯგუფი იქნება ძალიან სოლიდური, ძლიერი კაპიტალის ბაზით. იქნება უფრო დიდი ბაზრის ყველა სეგმენტში და შეეძლება ჯანსაღი კონკურენციის ხელის შეწყობა. შეეძლება უფრო დიდი საქმეების გაძღოლა დიდ კორპორაციულ კლიენტებთან.


“თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის აზრით, მომხმარებლისთვის ჯობდა საბანკო ბაზარზე “სოსიეტე ჟენერალი” დარჩენილიყო. “ის, რომ მსოფლიოში ერთერთ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუტს, “სოსიეტეს” საქართველოში ბანკი ჰქონდა, უფრო ზრდიდა სექტორის კონკურენტუნარიანობას, იზრდებოდა პროდუქტების ნაირსახეობა. ამ ტრანზაქციით კი პირიქით მოხდება. ორი მოთამაშე გახდება ერთი და, ამასთან, მას გააკონტროლებს ჩინური მხარე, რომელიც არ არის ფინანსური ინსტიტუტი. აქედან გამომდინარე, “სოსიეტე” რომ ყოფილიყო საქართველოში წარმოდგენილი, საქართველოს საბანკო სექტორისა და მომხმარებლისთვის უკეთესი იქნებოდა”, – განაცხადა ბუცხრიკიძემ „კომერსანტთან“.



“ჰუალინგ ჯგუფმა” საქართველოში ინვესტირება 2007 წლიდან დაიწყო და 5 მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა. პროექტებს შორის აღსანიშნავია მასშტაბური დეველოპერული პროექტი – “ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალი ქალაქი”, სადაც განთავსებულია “თბილისი 2015”-ის ოლიმპიური სოფელი, სავაჭრო კომპლექსი “ჰუალინგი. თბილისის ზღვის პლაზა”, “ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა”, “ბაზისბანკი”, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი”. 2015  წლის ივნისში ჯგუფმა ეკონომიკის სამინისტროს შენობა შეიძინა და მასში სასტუმროს გახსნას გეგმავს.


მონოპოლიის გაძლიერების საფრთხე საბანკო სივრცეში


საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია დარწმუნებულია, რომ  ეს გარიგება ხელს შეუწყობს საბანკო კონკურენციის ზრდას, რადგან გაერთიანებული აქტივების მიხედვით ბანკი დაიმკვიდრებს მესამე პოზიციას საქართველოს საბანკო ბაზარზე.


“აქედან გამომდინარე ამ ტიპის გაერთიანებებს მე მხოლოდ მივესალმები და იგი დადებითად აისახება როგორც საბანკო სექტორის შემდგომ განვითარებაზე, ასევე ეკონომიკის დაფინანსებაზე მთლიანად. მით უმეტეს, უახლოეს ისტორიაში ჩვენ გვაქვს ბანკების გაერთიანების და შერწყმის წარმატებული მაგალითები”, – მიიჩნევს გვასალია.


ამ დროისთვის, საბანკო სექტორი 19 ბანკითაა წარმოდგენილი. რაც უფრო კონკურენტულია საბანკო ბაზარი და წილები მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილებული, ბანკების პროდუქციაზე საპროცენტო განაკვეთები მომხმარებლისთვის უფრო მომგებიანია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს საბანკო ბაზარზე ყველა ეს პირობა დარღვეულია. შედეგად, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ქართულ ბანკებში დეპოზიტებსა და სესხებზე პირობები გაცილებით ნაკლებად მიმზიდველია.


მდგომარეობას ართულებს წილების განაწილებაც ქართულ საბანკო სექტორში. მთელი ბაზრის 79%-ს ფლობს მხოლოდ 4 ბანკი, დანარჩენი 21% კი – 15 ბანკზე ნაწილდება. ფაქტობრივად, დღეს საბანკო სივრცეში ამინდს 4-5 ბანკი ქმნის. ორი ყველაზე მსხვილი – “საქართველოს ბანკი” და “თიბისი ბანკი”, ასევე “ლიბერთი ბანკი” და “ბანკი რესპუბლიკა”. უცხოური, აზიური ბანკების უდიდესი ნაწილის ფუნქცია, ძირითადად, ფულის გატარებაა. ამ გარიგების შემდეგ ეს არეალი უფრო შვიწროვდება.


ექსპერტთა განცხადებით, ჯანსაღი კონკურენციის შესაქმნელად 6-7 ბანკიც კი არ არის საკმარისი. საქართველოს საბანკო სივრცეში კონკურენცია რომ არ არსებობს, ეს სესხებსა საპროცენტო განაკვეთებსაც ეტყობა. კერძოდ, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში უფრო ეფექტური საპროცენტო განაკვეთები უნდა იყოს, როგორც დეპოზიტებზე, ისე – კრედიტებზე.

 

კონკურენციის ხარისხის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია ქვეყანაში სესხებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა (სპრედი). ქვეყანაში სპრედის მაჩვენებელი 15%-ს უტოლდებოდა. საბანკო სისტემის დეპოზიტების, დაახლოებით, 70%, ანუ თითქმის სამი მეოთხედი 3 ბანკში აკუმულირებული, რაც კონკურენტულ გარემოს პრობლემას უქმნის.


ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს საბანკო ბაზარზე “თამაშის” წესებს სწორედ ოთხი დომინანტი ბანკი ადგენს.


საბანკო ექსპერტი ლია ელიავა განმარტავს, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში კომერციული ბანკების ასეთი შერწყმა ყოველთვის ანტიმონოპოლიური სამსახურის ყურადღების ქვეშ ექცევა.


“ბევრ ევროპულ ქვეყანაში მონოპოლია იქმნება მაშინ, როდესაც რომელიმე ეკონომიკური სუბიექტი ბაზრის 25%-ს ფლობს.  საქართველოს კანონმდებლობით ეს არის 40% და მას ჰქვია დომინირებული მდგომარეობა. ამ მდგომარეობას ორი ქართული ბანკი უკვე უახლოვდება. მართალია, კონკურენციის სააგენტოს, განვითარებული ქვეყნებიდან, საბაზრო წილების გათვლის ზოგადი ფორმულები აქვს გადმოღებული, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით მათი რეაქცია უცნობია”, – აცხადებს ელიავა.

 

ექსპერტის აზრით, ამ ეტაპზე საქართველოს საბანკო სექტორი ოლიგოპოლიზირებულია ორი უმსხვილესი ბანკითა და ასეთ პირობებში რაიმე კონკურენციაზე საუბარი საერთოდ ღიმილის მომგვრელია. “ოლიგოპოლიური ბაზარი ეფექტური არასდროს არის. იგი თავისი საქმიანობით ვნებს სხვა სექტორებს. ბუმბერაზი ბანკები სხვა კომერციული ბანკებს განვითარების საშუალებას არ მისცემენ”, – ამბობს ლია ელივა.


ექსპერტი გოჩა თუთბერიძე აღნიშნავს, რომ ბანკების გამსხვილება ზღუდავს კონკურენციას. აქედან გამომდინარე, მომავალში საპროცენტო განაკვეთების დაწევაზე საუბარი ზედმეტია. “ეს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ხელს არ შეუწყობს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დიდ ბანკებს მეტი შესაძლებლობები აქვთ, მეტი საკრედიტო რესურსი ეკონომიკის დასაკრედიტებლად”, – ამბობს თუთბერიძე.

 

სპეციალისტების ასევე აღნიშნავენ, რომ ასეთი ბაზრით წამყვანი ევროპული ბანკები არ დაინტერესდებიან. ამიტომაც, არის უკვე წლებია საქართველოს საბანკო სექტორის კარი არც ერთი 


განვითარებული ქვეყნის ბანკს არ შემოუღია. პირიქით, რამდენიმე წლის წინ ბრიტანულმა ბანკმა HSBC-მ საქართველო დატოვა, ახლა მას “სოსიეტე ჟენერალიც” მიჰყვა.

 

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"



მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-14 21:00:38
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...


მსგავსი სიახლეები

up