ექსპერტების მოსაზრებით, WHO თამბაქოს ჩანაცვლების ინოვაციური მეთოდების დანერგვას აფერხებს

ექსპერტების მოსაზრებით, WHO თამბაქოს ჩანაცვლების ინოვაციური მეთოდების დანერგვას აფერხებს

access_time2020-06-02 13:06:17

მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ - ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ყოველწლიური კამპანია, რომელიც მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ არის მიმართული. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის დამოუკიდებელი ექსპერტები გამოეხმაურნენ და ისინი საკუთარ განცხადებებში ჯანმოს პოლიტიკასა და თამბაქოსთან ბრძოლის მეთოდებს აკრიტიკებენ.



დამოუკიდებელი ექპსერტები მიიჩნევენ, რომ ორგანიზაციამ დაივიწყა თავდაპირველი მისია - შეექმნა გარემო, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობას ჯანმრთელობის უმაღლესი დონით უზრუნველყოფდა. მათ შორის ჯანმრთელობის უმაღლეს დონეს შესთავაზებდა იმ 1 მილიარდ მწეველს, რომლებიც თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ორგანიზაცია ამ გამოწვევებთან ბრძოლას არაეფექტურად და უშედეგოდ აწარმოებს. ჯანმო არ ითვალისწინებს ინოვაციურ ალტერნატივებისა და ახალი ტექნოლოგიების დადებით ეფექტებს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ჯანდაცვის სისტემებს, შეამცირონ მოწევისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი.



ჯანმოს კვლევის პოლიტიკისა და კოოპერაციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ტიკი პანგეტსუს განცხადებით, „ორგანიზაციის მთავარი მიზანი მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების ოდენობის შემცირება იყო, თუმცა, ამ მიზნის მიღწევისკენ მიმავალ გზაზე ჯანმომ დაკარგა საკუთარი მიზნის ნათელი ხევდა და შეიმუშავა ვიწრო შეხედულება, რომელმაც ის არაეფექტურ და უშედეგო პოზიციამდე მიიყვანა. პოზიციამდე, სადაც მეცნიერების ხმა ვერ აღწევს“.



ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორი დევიდ აბრამსი მიიჩნევს, რომ დღეს ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი მოწყობილობები მწეველებისთვის საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს.



„კვლევებით დასტურდება, რომ მოწევის ალტერნატიულ საშუალებებზე გადასვლის შემდეგ მწეველი ადამიანები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას განიცდიან. მიუხედავად ამისა, ჯანმოს ქვეყნები ამ მოწყობილობებზე მკაცრ რეგულაციებსა და აკრძალვებს აწესებენ. ჩვენთვის გაუგებარი რჩება, რატომ უნდა აიკრძალოს ჯანმრთელობისთვის ნაკლები ზიანის მომტანი მოწევის ალტერნატივა, როდესაც ტრადიციული სიგარეტი ყველასთვის ხელმისაწვდომია?“, - წერს დევიდ აბრამსი.



ჯანმოს მიერ შემუშავებული მდგრადი განვითარების პროგრამა მსოფლიოში არაგადამდები დაავადებების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის 1/3-ით შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა, ორგანიზაციის ქმედებები უშედეგო და არაეფექტურია.



„თუ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია არ შეცვლის საკუთარ მიდგომებს თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებთან მიმართებით, მაშინ ის ხელიდან გაუშვებს შანსს, შეამციროს თამბაქოს მოწევის შედეგად გამოწვეული კიბოს, გულისა და ფილტვების დაავადებების რიცხვი“, - წერს ახალი ზელანდიის ოკლენდის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ბიგლიჰოლი.




მისივე მოსაზრების თანახმად, „მოწევის ალტერნატიულ საშუალებებზე გადასვლამ შესაძლოა დიდი ცვლილებები გამოიწვიოს და 2030 წლისთვის შეამციროს მოწევისგან გამოწვეულ დაავადებათა ოდენობა, რაც შესაძლებლობას მისცემს ორგანიზაციას, შეასრულოს დასახული გეგმა, რომლის მიღწევასაც ჯანმო დღეს სიგარეტებზე აკრძალვის დაწესებით გეგმავს“.



ექსპერტთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეთანხმება აშშ-ს ერთერთი შტატის პროკურორი, ტომ მილერი. მისი განცხადებით: „ჯანმომ დაივიწყა საკუთარი მისია - შეემცირებინა მსოფლიოში არაგადამდებ დაავადებათა რაოდენობა. ჩვენ ამ მიზნის მიღწევა შეგვიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს მივცემთ შესაძლებლობას, აირჩიოს ახალი, ნაკლები რისკის შემცველი თამბაქოს პროდუქტები. ამისათვის კი აუცილებელია ტრადიციული მოწევის ალტერნატიულ მოწყობილობებზე რეგულიაციების შემცირება და მათი ხელმისაწვდომობა“.


„მსოფლიო თამბაქოს გარეშე - იმის ნაცვლად, რომ ეს კამპანია მსოფლიოში მწეველთა რაოდენობის ეფექტურ შემცირებას ცდილობდეს, ჯანმო მათ რადიკალურ ზომებს სთავაზობს. ორგანიზაცია მწეველ მოსახლეობას ულტიმატუმს უყენებს: „მოწევისთვის თავის დაბებება ან სიკვდილი“, - ეს ჯანმოს მიერ შეთავაზებული უაზრო არჩევანია. თუმცა, ის არ ითვალისწინებს იმ ადამიანების მოთხოვნილებებს, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას“, - წერს პროფესორი ჯონ ბრიტონი, ნოტინგემის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორი და ბრიტანეთის „თამბაქოსა და ალკოჰოლის კვლევის“ ცენტრის დირექტორი.



„ჯანმოს ძალისხმევა, შეამციროს თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი - უშედეგოა. თამბაქოს მოხმარებისგან გამოწვეული სიკვდილიანობის დონის შესამცირებლად საჭიროა არა სიგარეტზე აკრძალვის დაწესება, არამედ ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც ზიანის შემცირებას გულისხმობს“, - მიიჩნევს პროფესორი რაჰერ შარანი.


ოტავის უნივერსიტეტის პროფესორი, დევიდ სვეარონი კი ჯანმოს ბაზარზე სიგარეტის მწარმოებელი კომპანიების ოლიგოპოლიის ხელშეწყობაში სდებს ბრალს.



„ჯანმო თამბაქოს ინდუსტრიით არის შეპყრობილი. ორგანიზაცია არ აღიარებს ალტერნატიული საშუალებების ეფექტურობას და მათ წინააღმდეგ რადიკალურ ბრძოლას აწარმოებს. ჯანმო არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ბაზარზე ახალი ალტერნატივების გამოჩენა ხელს უწყობს სიგარეტზე მოთხოვნისა და გაყიდვების კლებას. სწორედ მოწევის ალტერნატიული მოწყობილობები არის ის, რაც ჯანმრთელი მომავლის შესაქმნელად გვჭირდება. თუმცა, ამ შეხედულებას ჯანმო და მისი კერძო ინვესტორები არ იზიარებენ. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ მოწყობილობებზე დაწესებული აკრძალვის შედეგად, მხარს უჭერენ ბაზარზე სიგარეტის მწარმოებელი გიგანტების ოლიგოპოლიას“.


(R)


თეგები:
თამბაქო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up