საქართველოს ეკონომიკური კლიმატის ინდექსი წლის მესამე კვარტალში მეორესთან შედარებით მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა ის კვლავ ჩამორჩება 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემს - ასეთია 50 ქართველი ექსპერტის შეფასება, რომელიც PMC-იმ გამოკითხა.
ექსპერტერბის 60% მიიჩნევს, რომ ეკონომიკას ძველ ნიშნულზე დასაბრუნებლად 12-18 თვე დასჭირდება. პანდემიის პერიოდში მთავრობის ეკონომიკური ნაბიჯები ექსპერტების 47%-მა ნაწილობრივ ეფექტურად შეაფასა, 20%-მა პოზიტიურად, ხოლო 33%-მა ნეგატიურად.
რაც შეეხება ხელისუფლების მიერ მოსახლეობის დასახმარებლად გადადგმულ ნაბიჯებს (კომპენსაციების გაცემა), მას ექსპერტების 40% ნაწილობრივ ეფექტურად აფასებს, 33% პოზიტიურად, ხოლო 22% ნეგატიურად.
გამოკითხული ექსპერტების უმეტესობა - 60% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში უმუშევრობა 15-20%-ით გაიზრდება. 2019 წელს ქვეყანაში უმუშევრობის საშუალო დონე 11.6% იყო.
ექსპერტების 47% ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 60-80%-ით შემცირებას ელის.
gbc.ge