ექსპერტები საქართველოდან დოლარის აზერბაიჯანში გადინებას პროგნოზირებენ

ექსპერტები საქართველოდან დოლარის აზერბაიჯანში გადინებას პროგნოზირებენ

person access_time2016-01-11 15:05:55

მოახდენს თუ არა აზერბაიჯანში შექმნილი სავალუტო კრიზისი ქართულ ეროვნული ვალუტის კურსზე დამატებით ზეწოლას?

ექსპერტთა ნაწილი ასეთ საფრთხეს არ გამორიცხავს.


ემზარ ჯგერენაია შექმნილ ვითარებას საგანგაშოდ აფასებს და ამბობს, რომ აზერბაიჯანში გაჩენილი პანიკა და დოლარზე მოთხოვნა საქართველოს აუცილებლად შეეხება. ექსპერტის შეფასებით, აზერბაიჯანული ბიზნესი ეცდება საქართველოში გადაახურდავოს მანათი მყარ ვალუტაზე, რაც საქართველოში დოლარზე მოთხოვნას გაზრდის, შესაბამისად, ლარი უფრო გაუფასურდება.


„ასევე, რუსეთის ვალუტის დოლართან გაცვლითი კურსი 76 ის მიდამოებში დაფიქსირდა, რაც ძალზე დაბალია ბოლო სამი თვის მანძილზე. რუსეთი ყველა საქონელს ყიდის რუსულ რუბლებში, რაც ძალზე იაფს, დემპინგურს ხდის რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ფასს,ანალოგიურად თურქეთიდან იმპორტს, ლირას დაცემული კურსის გამო. იაფი იმპორტირებული საქონლის ტალღის ზრდით, იზრდება დოლარზე მოთხოვნილება საქართველოში და კონკურენცის  პირობები ირღვევა საქართველოს მეწარმეებისათვის ჩვენს  ბაზარზე, რაც ემუქრება ეკონომიკურ ზრდასაც და ინვესტიციების მოზიდვასაც,“- აცხადებს ემზარ ჯგერენაია.


ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთავრობამ არსებული სიტუაციის კონტრნაბიჯების შემსწავლელი და სამოქმედო სქემის შემქმნელი საგანგებო საბჭო უნდა შექმნას. ჯგერენაია ფიქრობს, რომ საბჭოში ხელისუფლების სხვადასახვა შტოები, ბიზნეს და  საექსპერტო წრეები უნდა ჩაერთონ, რომ ქვეყანამ საფინანსო ზვავის თავიდან არიდება შეძლოს.



კოლეგის შიშებს აზერბაიჯანული ბიზნესის მიერ საქართველოდან დოლარის გატანასთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.


როგორც მან „კომერსანტთან“ განაცხადა, ქართული სავალუტო ჯიხურები აზერბაიჯანულ მანათს არ გადაახურდავებენ.


„აზერბაიჯანული მანათი დღეს ვის სჭირდება? მოვლენ და აზერბაიჯანულ ფულს გადაახურდავებენ? აბსოლუტურად გამორიცხულია. თუ საქართველოში ვინმეს არ სჭირდება აზერბაიჯანული მანათი, როგორ უნდა შემოვიდნენ და გაიტანონ ფული ასე? საქართველოში სავალუტო ჯიხურებში აზერბაიჯანულ ფულს არავინ ღებულობს. მით უმეტეს, არავინ იცის, კიდევ სადამდე გაუფასურდება“,- აცხადებს რომან გოცირიძე.


მისი თქმით, ვალუტის გადინების ერთადერთი გზა საქართველოში რაიმე პროდუქტის ძალიან დაბალ ფასად შემოტანაა. თუმცა, მსგავსი ცვლილებაც ვალუტაზე მხოლოდ გრძელვადიან პერიოდში აისახება.

 

გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ რედაქტორი ზურაბ კუკულაძე მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანში შექმნილი ვითარების ფონზე დოლარის შეძენა შესაძლოა გაააქტიურონ საქართველოში მოქმედმა აზერბაიჯანულმა კომერციულმა ბანკენმა. ამასთან, კუკულაძის თქმით, თუ სავალუტო ჯიხურებმა შესაძლოა ამ მიმართულებით შეზღუდვები აამოქმედონ, აზერბაიჯანელებს საქართველოს კომერციულ ბანკებში დოლარის მანათით შეძენის პრობლემა არ ექნებათ.

 

კუკულაძე ფიქრობს, რომ ასეთ ვითარებაში შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც საბანკო ზედამხედველობის კუთხით გარკვეული ნორმატივები უნდა აამოქმედოს.

 

აღნიშნულ საკითხზე "კომერსანტი" საქართველოს ეროვნულ ბანკსაც დაუკავშირდა. პასუხს კომენტარის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-06 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.მაია სიდამონიძე: უახლოესი ორი წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში უცხოელი ტურისტები გამოჩნდნენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოში შემოსული ავიარეისების ¾-ს სწორედ ქვეყნის...

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა
access_time2020-08-06 17:40:00
პირველად ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზას ტვირთის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი გაეზარდა. სატვირთო გადაზიდვები სახელმწიფო კომპანიის შემოსავლის ყველაზე დიდ ნაწილს აგენერირებს. 2019 წელს რკინიგზამ ამ გზით 109.4 მლნ დოლარი მიიღო, რაც წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლის ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია როგორც მშრალი, ასევე თხევადი ტვირთების გადაზიდვებმა. ჯამში რკინიგზამ გასულ წელს 174.2 მლნ დოლარის შემოსავალი...

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-06 16:00:25
6 აგვისტოს, ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, ტავის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ. 20 აგვისტომდე ფრენები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება:✔️ რიგა - თბილისი | ყოველ...

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე
access_time2020-08-06 16:30:15
ქვევრის ლუდის გამოჩენამ არამარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორია დამზადების ტექნოლოგია, როგორ ხვდება ლუდი ქვევრში, რამდენად მაღალია მომხმარებლების დაინტერესება და რა პოზიცია უჭირავს ქვევრის ლუდს საერთაშორისო ბაზარზე – ამ დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ მწარმოებელი კომპანიის Gotsa Wines-ის მფლობელს ბექა გოცაძეს დაუკავშირდა. „როგორც მეღვინეობაში მთავარი არის ყურძენი და ვენახი, ისე ლუდში მთავარია ალაოდა...

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის
access_time2020-08-06 19:50:38
ბოლო თვეებში ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის, 5 წლიანი უწყვეტი ზრდის შედეგები მე-2 კვარტალში დაინგრა, როდესაც ქვეყნის მშპ, ინვესტიციების და შიდა მოხმარების ვარდნის გამო 9,5%-ით დაეცა. 2020 წლის მე-2 კვარტალი ეკონომიკური თვალსაზრისით, ბოლო 75 წლის მანძილზე ყველაზე საშინელი იყო. ამის კარგი მაგალითია ნიუ-იორკი, სადაც მარტის დასაწყისიდან 2800 საწარმო დაიხურა, ხოლო 240 000 მცირე ოჯახური კომპანიიდან (ყავახანები, სილამაზის სალონები, პატარა...


მსგავსი სიახლეები

up