ექსპერტები HUAWEI-ს პირველი ადგილის დაკავებას და Samsung-ის ჩანაცვლებასაც უწინასწარმეტყველებენ

ექსპერტები HUAWEI-ს პირველი ადგილის დაკავებას და Samsung-ის ჩანაცვლებასაც უწინასწარმეტყველებენ

access_time2018-11-09 14:08:19

წამყვანი ანალიტიკური ფირმების - IDC, IHS Markit და Counterpoint-ის მონაცემებით, HUAWEI კვლავ უსწრებს Apple-ს გაყიდული სმარტფონების რაოდენობით და რჩება გაყიდვებით მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდ კომპანიად უკვე მესამე კვარტალშიც.


მაშინ როდესაც HUAWEI -მ გაყიდვებით Apple-ს გადაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა, ეს ექსპერტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა ახალი Mate20 სერიის წარდგენის შემდეგ, ისინი უკვე HUAWEI-ს პირველი ადგილის დაკავებას და Samsung-ის ჩანაცვლებასა უწინასწარმეტყველებენ.



შეგახსენებთ, რომ სექტემბერში მონაცემთა საერთაშორისო კორპორაციამ (Inteational Data Corporation - IDC) 2018 წლის პირველი ნახევრის ბიზნეს მიღწევები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სმარტფონების გლობალურ მიწოდებაში კომპანია HUAWEI-ს მნიშვნელოვანი, 95 მილიონზე მეტი ზრდა დაფიქსირდა. IDC-ის მონაცემებით, კომპანია HUAWEI-მ 2018 წლის მეორე კვარტალში გაყიდული სმარტფონების რაოდენობით Apple-ს გაუსწრო და მეორე პოზიციაზე გადაინაცვალა. აღსანიშნავი იყო, რომ ბოლო სამი თვის მონაცემებით სულ HUAWEI-ს 54.2 მილიონი სმარტფონი გაიყიდა, რომლის მიხედვითაც კომპანიის ბაზრის წილმა 15.8% შეადგენი. რაც შეეხება Apple-ს, აპრილ-ივნისის პერიოდში, გაყიდული სმარტფონების ოდენობა 41.3 მილიონს შეადგენდა. ანგარიშის მიხედვით, 71.5 მილიონი გაყიდული სმარტფონით პირველი ადგილი Samsung-მა დაიკავა, რომლის წილიც ბაზარზე 20.9%-ი იყო.



დღეს, კომპანია HUAWEI მესამე კვარტალშიც მეორე ადგილს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი საბაზრო წილი უკანასკნელი კვარტლის შემდეგ შემცირდა, HUAWEI -ს გაყიდვებმა 52 მილიონი ტელეფონით, გლობალური საბაზრო წილით 14.6% შეადგინა. პროდუქტის თვალსაზრისით, მისი P და Mate სერიები ისეთი კონკრენტულები აღმოჩნდნენ, როგორც არასდროს.



ექსპერტების შეფასებით, HUAWEI-ს წარმატება, მისმა კვლევისა და განვითარებისკენ მიმართულმა მუდმივმა ძალისხმევამ განაპირობა: „კვლევა და განვითარება HUAWEI -ს წარმატების ერთ-ერთ წარმატების ფორმულად იქცა“.



HUAWEI ინდუსტრიაში წამყვანი ბრენდია თავისი ტექნოლოგიური ინოვაციებით. თავისი პრემიუმ პროდუქტების საშუალებით ამ სმარტფონების მწარმოებელმა გიგანტმა კომპანიამ მოიგო როგორც მომხმარებელი, ისე ბაზარი.



„ერთადერთი გზა პროდუქტების და სერვისების გაუმჯობესებაა, რათა მომხმარებლებმა დაინახონ როგორ ზრუნავს HUAWEI და ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს. ამ ძალისხმევის საშუალებით, დღეს HUAWEI არის ბრენდი, რომელიც მსოფლიოს უყვარს. უფრო მეტიც, სულ უფრო მეტი მომხმარებელი გადადის HUAWEI -ს სმარტფონებზე“- განაცხადა კომპანიის მომხმარებელთა ბიზნეს გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩერდ იუ-მ.


HUAWEI Mate20 სერიის წარდგენამ და მისმა უნიკალურმა შესაძლებლობებმა, მედიაც აალაპარაკა.



„HUAWEI Mate20 Pro არის სმარტფონი, რომელიც აანერვიულებს Apple-ს და Samsung-ს. ეს არის სმარტფონი მსოფლიოში საუკეთესო კამერით, ძლიერი პროცესორითა და უძლიერესი ელემენტით. ამ ყველაფერს სხვა უნიკალური ფუნქციებიც ემატება, როგორიც არის ტელეფონების უსადენო დატენვა და დისპლეიში განთავსებული თითის ანაბეჭდის სკანერი,“ - საკმაოდ ამბიციურ განაცხადებას ავრცელებს Hi-tech.mail.ru და არცთუ უსაფუძვლოდ.



https://hi-tech.mail.ru/review/huawei-mate-20-pro-review/?fbclid=IwAR1NxEiMMq51zKNGGvsUHoq3u3ArY8MalvFqGWikFGnHKCLYjwP3eaFl4KQ



HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადსგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


(R)


თეგები:
HUAWEI



ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს

ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს
access_time2018-11-19 19:52:54
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობის ვალების განულების ინიციტივას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს რომლებსაც 2000 ლარზე ნაკლები ვალი აქვთ და ამის გამო შავ სიაში არიან ვალები გაუნულდებათ, ივანიშვილის მორიგ აფიორას უწოდებს.   მე მგონი სიტყვა ინიციატივა ძალიან უხერხულია ამ საოცრებასთან დაკავშირებით, რაც დღეს გააჟღერა ე.წ. პრემიერმა. ეს არის ჩვეულებრივი მორიგი აფიორა, ძალიან ბოროტი აფიორა, არ შეიძლება ჩვენს ხალხს,...

„სწრაფი და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“

„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“
access_time2018-11-19 19:00:08
„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“-  ასე აფასებს  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი „კომერსანტთან“  მთავრობის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 600 ათასზე მეტ ადამიანს ვალი ჩამოეწერება.   ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ ეს  გადაწყვეტილება ძირითადად, სწრაფი და...

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ
access_time2018-11-19 20:00:00
“ბანკები და ფინანსები” ექსკლუზიურად გთავაზობთ ვალდებულებების განულების პროგრამის შესახებ დეტალებს.   რა არის ვალდებულების განულების პროგრამა?   ერთჯერადი პროგრამა, რომლის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ბანკისაგან გამოისყიდის ფიზიკური პირების ვადაგადაცილებულ ვალდებულებებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით;   სრულიად გაუნულდება თუ არა მომხმარებელს ვალების განულების პროგრამაში...

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს
access_time2018-11-19 16:55:00
ფონდ „ქართუში“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარი გაკეთდა.   როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი.   მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს ხელისუფლებასთამ.   „დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ძალზედ...

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება
access_time2018-11-19 15:26:55
საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის დასრულდა წინასწარი მოლაპარაკება ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გაყიდვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.   მათივე ინფორმაციით, პორტფელი ძირითადად იმ მცირემოცულობითი საკრედიტო ვალდებულებებისაგან შედგება, რომლებზეც ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე და რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს:   2018 წლის 19...


მსგავსი სიახლეები

up