ფინანთა მინიტრის განცხადება უმუშევრობასთან დაკავშირებით უცნაურად ჟღერს - სტატისტიკა ილუზიურ ეფექტს  ქმნის

ფინანთა მინიტრის განცხადება უმუშევრობასთან დაკავშირებით უცნაურად ჟღერს - სტატისტიკა ილუზიურ ეფექტს ქმნის

access_time2018-11-15 13:30:33

არის თუ არა საქართველოში „უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზე“, როგორც ეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა, კომერსანტმა ამ საკითხის გარკვევა ექსპერტებს მიანდო.  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ ფინანსთა მინიტრის განცხადება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით ტყუილი არ არის, მაგრამა არსებულ რეალობაში განაცხადია ხმამაღალია:


„თუ ციფრებს შევხედავთ მინისტრის განცხადება ტყუილი არ არის, მონაცემების მიხედვით უმუშევრობის დონე მართლაც ყველაზე დაბალია მაგრამ, ჩვენს რეალობაში ეს განცხადება მსუბუქად, რომ ვთქვათ უცნაურად ჟღერს თუ გავითვალისწინებთ ჩვენ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და ზოგადად სოციალურ ფონს. ამ მონაცემებით თავის მოწონება, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა ეს გადაჭარბებული მგონია. თუმცა, წინა წლებს შედარებით პროგრესი აშკარად არის ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამით თავის მოწონება და ამაზე დაყრდნობა, გადაჭარბებული იქნება“, - აცხადებს პაატა ბაირახტარი.


აფბას ანალიტიკოსი განმარტავს, რომ არსებული მეთოდოლოგიით უმუშევრად ითვლება ადამიანი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ეძებდა სამსახურს და შემოსავალი არ მიუღია. პაატა ბაირახტარის თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგია ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათს არ ასახავს და უნდა გადაიხედოს, რათა საქართველოს ეკონომიკას და ყოველდღიურობას მოერგოს.



„პარადოქსია, ის, რომ  უმუშევრობის დონე სოფლად არის უფრო დაბალი ვიდრე ქალაქში, შინამეურნეობების შემოსავალი კი ბევრად ნაკლებია. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ვინც კი რაიმე ნაკვეთს ამოუშვებს, ყველა თვითდასაქმებულად ითვლება. ნებისმიერ ტაქსისტს, რომ კითხოთ ის გეტყვით, რომ უმუშევარია, არსებული მეთოდოლოგიის მიხედვით კი დასაქმებულად ითვლება იმიტომ, რომ იღებს გარკვეულ შემოსავალს. პირველ რიგში კარგი იქნება თუ მოხდება დივერსიფიცირება თვითდასაქმებულებსა და დასაქმებულებს შორის - იქნება ეს საჯარო თუ კერძო სექტორში. ეს მოგვცემდა იმ რეალური სურათის აღქმის საშუალებას, რომელიც დღეს გვაქვს ეკონომიკაში და ქვეყანაში“, - განმარტავს პაატა ბაირახტარი.



ქსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე ამბობს, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე მაღალია. ექსპერტი ფინანსთა მინისტრის განცხადებას თამამს და თავისუფალს უწოდებს:

 

„საბჭოთა კავშირში საერთოდ არ იყო უმუშევრობა, ამიტომ გააჩნია რა პერიოდს ვადარებთ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაშიც მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ახლანდელი მეთოდიკა გადასახედია და თვითდასაქმებულთა კონტიგენტი,  რომელიც დასაქმებულად ითვლება, უმუშევართა კატეგორიაში უნდა გადავიყვანოთ. მეთოდიკა გვაძლევს არასწორ წარმოდგენას იმიტომ, რომ ოფიციალურად ჩვენთან უმუშევრობის დონე უფრო დაბალია ვიდრე ესპანეთსა და საბერძნეთში. მე ესპანეთში და საბერძნეთში სამუშაოდ წასული ბევრი მინახავს, მაგრამ უკან დაბრუნებული ერთი-ორი არქიტექტორის გარდა, არავინ ჩამოსულა“,  აღნიშნავს სოსო არჩვაძე.


არჩვაძე თანხმება მაჭავარიანს, რომ ქვეყანაში პოზიტიური ტენდენცია მართლაც შეინიშნება თუმცა, მისი განცხადებით აღნიშნული ტენდენცია არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ვთქვათ ყველაფერი კარგადაა:



„ჩვენთან ოფიციალურად დასაქმებულების ნახევარზე მეტი გვყავს თვით დასაქმებული, ამიტომ უმუშევრობის დონე გამოდის ძალიან დაბალი. ჩვენთან ეს შეფარდება თუ არის 52/48 - ზე ევროპაში 15 პროცენტია, თვითდასაქმებული 85 პროცენტია კი დაქირავებით დასაქმებული. ამიტომ ჩვენი სტატისტიკა ქმნის ილუზიურ ეფექტს, რომ ყველაფერი კარგადაა. ქალაქთან შედარებით სოფლად უმუშევრობის დონე 4 ჯერ დაბალია მაგრამ, ეს ხო უნდა ასახულიყო კეთილდღეობაში. კეთილდღეობაში ეს ვერ პოვებს ასახვას იმიტომ, რომ იმავე სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით გამოდის, რომ დაახლოებით 1,5 ჯერ ნაკლებია სოფლად მაცხოვრებლების შემოსავლები ვიდრე ქალაქად მაცხოვრებლებს. თვითონ ის ციფრი, რომელსაც ყოველ კვარტალურად სტატისტიკის სამსახური დებს არასწორ იმპულსებს  უგზავნის ხელისუფლებას და საზოგადოებას. ამიტომ ეს მეთოდიკა შესაცვლელია“,- აცხადებს სოსო არჩვაძე.





ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-27 18:00:21
27 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.64 თეთრით 3.0892-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0930-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 0.38 თეთრით - 3.6409-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.67 თეთრით 4.2588-მდე, თურქულ ლირასთან 0.02 თეთრით 0.3604-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.52 თეთრით 1.8159-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.74 თეთრით 4.1895-მდე, 1000 სომხურ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-27 21:00:12
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს.   2. რა ღირს ყველაზე ძვირი...

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა
access_time2021-07-27 17:00:45
ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა იმ ქვეყნებს ჩამონათვალის გაფართოების შესახებ კენჭისყრა გადადო, რომელში მოგზაურობაც, წითელის ზონის სტატუსის გამო, ისრაელის მოქალაქეებს შეეზღუდებოდათ პარასკევიდან. საუბარია დიდ ბრიტანეთზე, კვიპროსზე, თურქეთსა და საქართველოზე. კომიტეტეტის თავმჯდომარემ გიდალ კარივმა ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის...

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს
access_time2021-07-27 12:45:13
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება.   აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად, გადალახა ყველა...

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია
access_time2021-07-27 16:00:19
ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ლარში განთავსებულ ანაბარს თითქმის 10-ჯერ მეტი საპროცენტო სარგებელი ერიცხება და 6 თვეში 5%-ით გამყარდა, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა კვლავ დაბალია. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ლარში განთავსებული ანაბრის მთლიანი მოცულობა (ფიზიკური და იურიდიული პირები) 1.047 მლრდ-ით 13.903 მლრდ-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 235 მლნ-ით 21.385 მლრდ-მდე შემცირდა, რისი მთავარი მიზეზიც ლარის...


მსგავსი სიახლეები

up