ექსპერიმენტი გერმანიაში - სახელმწიფო მოქალაქეებს ფულს დაურიგებს

ექსპერიმენტი გერმანიაში - სახელმწიფო მოქალაქეებს ფულს დაურიგებს

access_time2020-08-31 20:00:10

უპირობო საბაზო შემოსავლის კონცეფცია ბევრ კამათს იწვევს - მომხრეები მას საყოველთაო სიმშვიდის და ბედნიერების წყაროდ, კრიტიკოსები კი - არარეალიზებად ფინანსურ უტოპიად მიიჩნევენ.

 

 გერმანიაში არასამთავრობო ორგანიზაციაჩემი საბაზო შემოსავალი“, ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი, კიოლნის უნივერსიტეტი და მაქს პლანკის ინსტიტუტი თამამ ექსპერიმენტს იწყებენ. მისი მიზანია  - უპირობო საბაზო შემოსავლის ადამიანებზე გავლენის შესწავლა.

 

ეს ქვეყნის პირველი მსგავსი ექსპერიმენტი არაა, თუმცა ის ყველაზე გრძელვადიანი იქნება. 2021 წელს ექსპერიმენტის 120 მონაწილე თვეში 1200 ევროს მიიღებს - იმის მიუხედავად, თუ მათ რა შემოსავალი აქვთ. ასე შეიძლება საბაზო შემოსავლის რეალური ეფექტის დადგენა.

 

პროექტის დაფინანსება კერძო შემოწირულობების ხარჯზე მოხდება.

 

ექსპერიმენტის დროს უნდა გაირკვეს რა გავლენას მოახდენს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე დამატებითი, მუქთა 1200 ევრო. ეს კვლევა სხვადსხვა სფეროებს შეეხება  - პროფესიულსაც და პირადსაც.

 

მაგალითად, ადამიანი საბაზო შემოსავლის მიღების შემდეგ მეტს მუშაობს თუ ნაკლებს?  რამდენად შემცირდა მისი შიში მომავლის წინაშე? განიცდის თუ არა ის სტრესს? რამდენად დიდია რისკი, რომ ის სამომავლოდ პროფესიულ ზრდას შეწყვეტს, გაზარმაცდება, და საბოლოო ჯამში პიროვნული დეგრადაციის გზით წავა?

 


უპირობო საბაზო შემოსავლის იდეა სხვადასხვა ქვეყნებში უკვე ხორციელდება - მაგალითად, კენიაში ის 20 ევროს შეადგენს. თუმცა, ერთ ქვეყანაში შედეგების ავტომატურად სხვა ქვეყნებზე პროეცირება შეუძლებელია.

 

გერმანიისთვის შედარებით ახლოსაა ფინეთში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები. იქ მთავრობა 2 წლის მანძილზე 2000 ადამიანს თვეში 560 ევროს ჩუქნიდა. ისინი ყველანი უმუშევრები იყვნენ, რადგანაც ფინელებს პირველ რიგში საბაზო შემოსავლის შრომის ბაზარზე გავლენა აინტერესებდათ.

 

შედეგები ნეგატიური აღმოჩნდა და ფინეთში ამ თემაზე დისკუსია შეწყდა.

 

გერმანიაში, ექსპერიმენტში მონაწილეობას არა მხოლოდ უმუშევრები, არამედ სხვა ფენების წარმომადგენლებიც მიიღებენ.

 

ფინეთის ექსპერიმენტმა შრომის ბაზარზე განსაკუთრებული გავლენა ვერ მოახდინა, თუმცა, კვლევამ ცხადყო, რომ მისი მონაწილეების ფსიქოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა - ისინი მეტად კმაყოფილები იყვნენ ცხოვრებით, მარტოობას ნაკლებად განიცდიდნენ და გარშემო მყოფ ადამიანებსა და სოციალურ ინსტიტუტებს უფრო მეტად ენდობოდნენ.

 

გერმანიაში პირველ რიგში აინტერესებთ - გააგრძელებენ თუ არა საბაზო შემოსავლის მქონე ადამიანები ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას და კარიერულ ზრდაზე ზრუნვას? შეამცირებს თუ არა 1200 ევრო მათ შრომით მოტივაციას?

ერთ-ერთი სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებმაც მოულოდნელად საჩუქრად 10 000 ევრო მიიღეს, საკუთარი ცხოვრება რადიკალურად შეცვალეს. თუმცა, შემთხვევების 50%-ში ყველაფერი ძველებურად დარჩა  - მოულოდნელად მოსულ თანხას ბენეფიციარები ბანკში დებენ და ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებენ.

 

ასე რომ, არ იქნება გასაკვირი, თუ საბაზო შემოსავლის მიმღებთა დიდი ნაწილი თავის ცხოვრებაში ყველაფერს უცვლელად დატოვებს.


stern.de


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
გერმანია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up