ექსპატრიატების დაბეგვრა საქართველოში

ექსპატრიატების დაბეგვრა საქართველოში

access_time2022-05-25 11:35:25

ექსპატრიატების დაბეგვრის საკითხი საკმაოდ აქტუალურია მით უფრო ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში. დეტალები კომერსანტის დილის ეთერში. კონკრეტულად რას გულისხმობს და რა არის გასათვალისწინებელი - ამის შესახებ რადიო კომერსანტის დილაში აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონის საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელმა - ქეთევან ღამბაშიძემ ისაუბრა.

 

რატომ არის ეს თემა აქტუალური და ვინ არიან ექსპატრიატები?

 

აღნიშნული საკითხი საკმაოდ აქტუალური გახდა ჯერ კიდევ პანდემიის დროს, როდესაც, დისტანციური მუშაობა ფაქტობრივად უპირობო ალტერნატივა გახდა. როგორც გახსოვთ, საქართველოს პოზიციონირებაც ხდებოდა როგორც ამგვარი მუშაობისთვის ყველა ხელსაყრელი პირობის მქონე ქვეყნის. პანდემიის საწყის ეტაპზე ეს განპირობებული იყო ჯერ დაავადების გავრცელების საკმაოდ დაბალი დონით და ასევე, რაც მთავარია, არსებული საგადასახადო დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმებით.

 

ამ საკითხის განხილვისას მოიაზრებიან როგორც საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ისე საქართველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში ყოფნისას რჩებიან უცხო ქვეყნის კომპანიის დაქირავებულები ან/და მომსახურებას ეწევიან უცხოეთში. მთავარია, რომ სწორად განისაზღვროს კვალიფიცირდება თუ არა მათი შემოსავალი (დაქირავებით მუშაობით თუ მომსახურების გაწევის შედეგად) როგორც საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული.


 

რა შემთხვევაში შეიძლება  დადგეს დაბეგვრის საკითხი ან პირიქით?

 

გასათვალისწინებელია მთელი რიგი ფაქტორები, პირველ რიგში უნდა განისაზღვროს შრომით ურთიერთობაში იმყოფება პირი თუ ეწევა მომსახურებას და ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას თუ რა სათაურით არის გაფორმებული პირის ხელშკერულება (წერილობითი იქნება ის თუ ზეპირსიტყვიერი). მთავარია დადგინდეს ხელშეკრულების პირობები შეესაბამება თუ არა მის ფორმას; რამდენ ხანს იმყოფება საქართველოში და შესაბამისად არის თუ არა საქართველოს  რეზიდენტი დაბეგვრის მიზნებისთვის.

 

ვის აქვს გადასახადის ადმინისტრირების ვალდებულება?

 

საქართველოში მოქმედებს რიგი შეღავათანი დაბეგვრის რეჟიმები, ამდენად პირს, იმის მიხედვით თუ რა სახის მომსახურებას ეწევა, შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს როგორც გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი, ან გახდეს ინდ. მეწარმე, რა შემთხვევაშიც მომსახურების სახეობებიდან გამომდინარე შესაძლებლობა აქვს მოიპოვოს მაგ. მცირე ბიზნესის სტატუსი და ისარგებლოს 1%-იანი განაკვეთით. თუმცა მერწმუნეთ, არსებული საშემოსავლო განაკვეთის 20%-იანი განაკვეთც მნიშვნელოვნად დაბალია ბევრ ქვეყანაში არსებულზე.

 

მნიშვნელოვანია ასევე უცხოელმა დამსაქმებელმა ყურადღება მიაქციოს იმ გარემოებას, რომ დაქირავებულის/მომსახურების გამწევი ფიზიკური პირის საქართველოში განხორციელებული საქმიანობიდან გამომდინარე, შესაძლოა წარმოეშვას საქართველოში მუდმივი ან ფიქსირებული დაწესებულების რეგისტრირების ვალდებულება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up